ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

7 TED Talk დეველოპერებისგან: AI, ZeroNet და ვუნდერკინდი პროგრამისტი

დღეს გიყვებით TED-ის შვიდი Talk-ის შესახებ, რომლებშიც დეველოპერები საკუთარი გამოგონებებისა და მსოფლმხედველობის შესახებ გვიყვებიან. სტატიაში წაიკითხავთ აუდიოვიზუალური პერფორმანსზე, ინტერვიუზე Linux-ის შემქმნელთან, დამოუკიდებელ ინტერნეტსა და ლექციაზე ბიჭისგან, რომელმაც პროგრამირება 7 წლის ასაკში ისწავლა. 

კომენტარის დატოვება
7 TED Talk დეველოპერებისგან: AI, ZeroNet და ვუნდერკინდი პროგრამისტი

დღეს გიყვებით TED-ის შვიდი Talk-ის შესახებ, რომლებშიც დეველოპერები საკუთარი გამოგონებებისა და მსოფლმხედველობის შესახებ გვიყვებიან. სტატიაში წაიკითხავთ აუდიოვიზუალური პერფორმანსზე, ინტერვიუზე Linux-ის შემქმნელთან, დამოუკიდებელ ინტერნეტსა და ლექციაზე ბიჭისგან, რომელმაც პროგრამირება 7 წლის ასაკში ისწავლა. 

თომას სუარესი — 12 წლის დეველოპერი

გინახავთ ხუმრობები ვაკანსიების შესახებ ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის 10-წლიანი გამოცდილებით?  — იდეალური კანდიდატი ვიპოვეთ: ამერიკელი თომას სუარესი 23 წლისაა და აქედან 16 წელია, აპლიკაციების შექმნით არის დაკავებული. 

დეველოპერმა და Teleportal-ის თანადამფუძნებელმა პროგრამირება 7 წლის ასაკში ისწავლა. ის ეტაპობრივად სწავლობდა Python-ს, C-სა და Java-ს, რათა გაეგო, როგორ არის მოწყობილი ენები და ზოგადად, პროგრამირება. ცხრა წლის ასაკში კი iOS-ისთვის პირველი აპლიკაცია დაწერა.

ამის შესახებაა მისი TED ლექცია, რომელიც 10 წლის წინ ჩაიწერა. 

იქ 12 წლის თომასი ყვება, რომ ბავშვებს უჭირთ პროგრამირების დაწყება, იმ შემთხვევაშიც, თუ უნდათ, რადგანაც არ იციან, სად და როგორ გააკეთონ ეს. ასევე, ამბობს, რომ მისი აპლიკაციის გაშვების ერთ-ერთი რთული პუნქტი იყო მშობლების დარწმუნება, App Store-ზე განთავსებისთვის $99 გადაეხადათ.

ლინდა ლიუკასი: შესანიშნავი გზა, ბავშვების კომპიუტერის გამოყენება ასწავლო

პროგრამისტი და ილუსტრატორი ლინდა ლიუკსი მოგვითხრობს, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, შეხედონ კომპიუტერს, როგორც რაღაც საინტერესოს და არა როგორც რაღაც რთულსა და მექანიკურს. ეს სასარგებლოა, რადგანაც კოდი არის შემდეგი უნივერსალური ენა, ჩვენ კი ხანდახან საერთოდ არ ვიცით, როგორ მუშაობს კომპიუტერი. 

ტამას კოჩიში: დეცენტრალიზებული ინტერნეტის ქეისი

ვებ-დეველოპერი ტამას კოჩიში საუბრობს ინტერნეტზე მსხვილი კორპორაციებისა და მთავრობის გავლენაზე, მსჯელობს ინტერნეტის თავისუფლებაზე და სთავაზობს ალტერნატიული დეცენტრალიზებული ქსელის შექმნას. მან საკუთარი გეგმის რეალიზებაც დაიწყო და ZeroNet შექმნა — ქსელი, რომლისთვისაც სერვერები საჭირო არაა. ZeroNet-მა Great Firewall of China-ს დაბლოკა — ამაზე ტამასი თავის გამოსვლაში ყვება. 

სკოტ ბრინკერი: ჩვენ ყველანი software-დეველოპერები ვართ

პროგრამისტი და მარკეტინგის შესახებ წიგნების ავტორი სკოტ ბრინკერი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ არა მხოლოდ მუდმივად ვიყენებეთ პროგრამულ უზრუნველყოფას, არამედ ვმონაწილეობთ დეველოპერობაში, იმ შემთხვევაშიც, თუ კოდს არ ვწერთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მომხმარებლები ვართ და მომხმარებლების ქცევა გათვალისწინებულია როგორც დეველოპერობისას, ისე მარკეტინგში. საბოლოოდ, ჩვენ გავლენა გვაქვს იმაზე, თუ როგორი იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, როგორი სახის იქნება და რაში იქნება მისი ნიშა, თუმცა, CV-ში ამას ვერ ჩაწერ. 

 — აქვე ნახეთ Udemy-ის კურსი კომპიუტერული მეცნიერების შესახებ

ჯეფ დინი: AI არც ისე ჭკვიანია, როგორც ჩანს, მაგრამ შეუძლია, უფრო ჭკვიანი გახდეს

სისტემური არქიტექტორი და Google AI-ს განყოფილების ხელმძღვანელი ჯეფ დინი განმარტავს, რა ტექნოლოგიაა ხელოვნური ინტელექტის უკან და როგორ ეხმარება მას ადამიანის ენების გაგებასა და დაავადებების დიაგნოსტირებაში. მას მაგალითად ადამიანის ნერვული სისტემა მოჰყავს, საუბრობს იმპულსებსა და ნეირონებზე და ამბობს, რომ ეფექტური სწავლისთვის ყველაფერი მუდმივად უნდა იმეორო. 

გოლან ლევინი: პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც ხელოვნება

ამერიკელი ინჟინერი და მხატვარი გოლან ლევინი 2007 წელს მუსიკას პროგრამული უზრუნველყოფისა და გრაფიკული პლანშეტის დახმარებით წერდა. ეს ასე გამოიყურება: ყველა გამოსახულება, რომელსაც ის პლანშეტით აკეთებს, მოხვდება აუდიო დიაპაზონში და გახმოვანდება — გამოდის აუდიოვიზუალური პერფორმანსი, რასაც ლექციის დიდი ნაწილის განმავლობაში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ. გირჩევთ, თუ ექსპერიმენტული ანიმაცია გაინტერესებთ. 

ლინუს ტორვალდსი: გონება Linux-ის უკან

პროგრამისტი და Linux-ის ბირთვის შემქმნელი ლინუს როვალდსი გვიზიარებს, როგორ გაიაზრა open source code და როგორ განაპირობა ამან მისი OS-ის შექმნა და განვითარება. სპოილერი: ინტერესის გამო ის უბრალოდ სახლში პროგრამირებდა, მაგრამ პროექტმა ზრდა დაიწყო და მისი გაზიარება მოუნდათ. ტორვალდსი ემოციურად ყვება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ფიდბექის მიღება — მაშინ ის 21 წლის იყო, ამ დროის ნახევარი უკუკავშირის გარეშე, თავისთვის აპროგრამებდა — და ამბობს, რომ თუ ტექნოლოგიის შექმნა გსურთ, ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამულ საზოგადოებასთან ურთიერთობა. 



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.