ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Bitcamp 101-ზე რეგისტრაცია დაიწყო

2023 წლიდან Bitcamp-ის ყველა კურსი საჯარო და ხელმისაწვდომი გახდება და Bitcamp 101-იც, რომელზე რეგისტრაციაც 29 დეკემბერს დაიწყო, ამ წამოწყების ნაწილია.

კომენტარის დატოვება
Bitcamp 101-ზე რეგისტრაცია დაიწყო

2023 წლიდან Bitcamp-ის ყველა კურსი საჯარო და ხელმისაწვდომი გახდება და Bitcamp 101-იც, რომელზე რეგისტრაციაც 29 დეკემბერს დაიწყო, ამ წამოწყების ნაწილია.

Bitcamp 101-ს, ფაქტობრივად, ორი ეტაპი აქვს. Პირველი — ეს არის სრულიად უფასო, მთლიანად თვითსწავლაზე დაფუძნებული კურსები და მეორე — უკვე მენტორთან ერთად ნასწავლის კიდევ უფრო გააზრება და განვითარება. სამენტორო პაკეტი თვეში 100 ლარი ღირს.

Bitcamp-ის დამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის, განცხადებით, Bitcamp-ის სხვა კურსებთან შედარებით Bitcamp 101 იმით განსხვავდება, რომ ის დამწყებებს ეხმარება გაერკვნენ, საერთოდ უღირთ ან სჭირდებათ თუ არა პროგრამირების შესწავლაში სოლიდური თანხის გადახდა.

«Bitcamp 101-ით პროგრამირების საფუძვლებს გემოს გაუგებ და ეს ძვირიც არ დაგიჯდება. გაერკვევი სიტუაციაში და შენით გადაწყვეტ, საერთოდ გჭირდება თუ არა უფრო ძვირიანი მომსახურება. მაგალითად, Bitcamp PRO უკვე ისეთი ადამიანებისთვისაა, ვისაც სურს, მთელი დრო და ენერგია ამ საქმეში ჩადოს და სამსახურიც უმოკლეს დროში დაიწყოს». — განაცხადა ოთო ზაკალაშვილმა.

დაინტერესებულ ადამიანებს  რეგისტრაციის გარეშეც შეუძლია კურსების თავად გავლა, რომელსაც დღეში, დაახლოებით 4-5 საათი უნდა დაუთმონ. გამოცდილი მენტორის დახმარების სურვილის შემთხვევაში კი კურსზე აუცილებლად უნდა დარეგისტრირდენ.

ზაკალაშვილის თქმით, რეგისტრაცია მთელი შემდეგი წლის განმავლობაში გახსნილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსის აღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. დარეგისტრირებისთანავე უკვე არსებულ ჯგუფში ჩაგსვამენ ან ახალს გააკეთებენ.

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს.

Bitcamp ყველაზე დიდი ტექ თემია საქართველოში.



ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა.  ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს.  ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა.  ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო. ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს. 
BitCamp-ს ახალი წლისთვის ახალი, უფასო კურსები ემატება
BitCamp-ს ახალი წლისთვის ახალი, უფასო კურსები ემატება
BitCamp-ს ახალი წლისთვის ახალი, უფასო კურსები ემატება
ყველაზე დიდი IT საზოგადოება საქართველოში, BitCamp ახალი წლისთვის სასწავლო კურსს, 4 სხვადასხვა მიმართულებით, უფასოდ შემოგთავაზებთ. კურსები მოიცავს შემდეგ ენებს და ჩარჩოებს: HTML/CSS, Python, Javascript, React.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.