BBC: რა არის E2EE დაშიფვრა და რატომ არის პოლიცია შეშფოთებული მისი ზრდის გამო
ბოლო 10 წლის განმავლობაში დაშიფრული აპლიკაციები სულ უფრო პოპულარული გახდა — მათ ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში დაშიფრული აპლიკაციები სულ უფრო პოპულარული გახდა — მათ ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს.
მაგალითად, Meta მის გავრცელებას ისეთ აპლიკაციებში აპირებს, როგორიცაა Messenger და Instagram და მთავრობები მთელს მსოფლიოში ღელავენ.
პოლიცია ამბობს, რომ გაგზავნილი მესიჯების წაკითხვის შესაძლებლობის გარეშე დამნაშავეების დაჭერა და გასამართლება გაუჭირდებათ, მათ შორის ტერორისტებისა და მოძალადეების.
რა არის E2EE დაშიფვრა და როგორ მუშაობს?
თუ მიმოწერა End-to-end არის დაშიფრული, შეტყობინებების ნახვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეუძლიათ. დაშიფვრა ხდება საკმაოდ რთული მათემატიკური პროცედურის გამოყენებით, რომელიც დღესდღეობით ინდუსტრიის სტანდარტია. გაშიფვრის გასაღები მხოლოდ მომხმარებლის სმარტფონებში ინახება. გამგზავნიდან მიმღებამდე მიმავალ გზაზე ვერავინ შეძლებს თქვენი ჩატის გახსნას ან თქვენი ზარის მოსმენას. ასევე, თქვენი მიმოწერა ინახება მხოლოდ თქვენი და ჩატის სხვა წევრების სმარტფონებში.
დაშიფვრის ეს მეთოდი შეგვიძლია ავხსნათ შემდეგი მაგალითით — თქვენ აგზავნით ამანათს ჩემოდნით, რომელსაც გააჩნია კოდირებული საკეტი. კოდი ცნობილია მხოლოდ თქვენთვის და მიმღებისთვის. როდესაც ამანათის ასაღებად მიმღები საფოსტო განყოფილებაში მივა, მას ეცოდინება, რომ ამანათი არავის უნახავს და ჩემოდანი არავის გაუხსნია.
«ჩვენ ვაპირებთ, ორ მილიარდზე მეტ ადამიანს მთელს მსოფლიოში, ერთმანეთთან დაცული, პირადი საუბრის საშუალება მივცეთ». — თქვა მარკ ცუკერბერგმა და პროექტზე მუშაობა დაიწყო.
გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის, შეერთებული შტატების, ინდოეთის, თურქეთის, იაპონიისა და ბრაზილიის ხელისუფლებამ, ასევე სამართალდამცმა სააგენტო ინტერპოლმა ტექნოლოგია გააკრიტიკა.
end to end encription-ზე გადასვლა რთული და ძვირია, რასაც Meta-ც ადასტურებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიური ავტორიტეტების აზრით, ღირს.
კიბერკორესპონდენტი ჯო ტიდი განმარტავს:
«წარმოვიდგინოთ, რომ მე ინტერნეტ კომპანიის სერვერი ვარ და ეს ადამიანები ერთმანეთისთვის შეტყობინების გაგზავნას ცდილობენ. ამ მდგომარეობით, სენსიტუიური ინფორმაციის სოციალური ქსელებით გაგზავნა კარგი იდეა არ არის, რადგან ყველას, ვისაც დაშიფვრა შეუძლია, მას აუცილებლად წაიკითხავს». — ამბობს ჯო ტიდი. — «დღესდღეობით ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ვაზიარებთ, დაშიფრულია. წარმოიდგინეთ ყუთი, სადაც ის შეტყობინება დევს, რომელსაც სხვას უგზავნით. შეიძლება იგი ადრესატამდე ხელშეუხებლადაც მივიდეს, თუმცა, კომპანიას აუცილებლად აქვს გასაღები, რომელიც ამ ყუთს აღებს. ხშირად ისინი ამ ინფორმაციას სხვებს აწვდიან, მაგალითად, პოლიციას… ზოგჯერ ჰაკერებსაც კი შეუძლიათ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვონ, ამისთვის კომპანიის სერვერის გატეხვა საკმარისია. E2EE დაშიფვრა სხვანაირად მუშაობს — ამ შემთხვევაში გასაღები მხოლოდ შეტყობინების გამგზავნსა და მიმღებს აქვთ. მომხმარებლები ჰაკერებისგან, პოლიციისგან და ყველსაგან დაცულები არიან — მეტიც მათ მიმოწერას თავად კომპანიაც კი ვერ კითხულობს».