PLAYBOY-ის ყდაზე AI-ით შექმნილი მოდელი მოხვდა
PLAYBOY-ის მექსიკური გამოცემის ყდაზე AI-ით შექმნილი მოდელი, სახელად სამანტა ევერლი მოხვდა.
PLAYBOY-ის მექსიკური გამოცემის ყდაზე AI-ით შექმნილი მოდელი, სახელად სამანტა ევერლი მოხვდა.
ინფორმაცია, რომ AI მოდელი «ფლებოის» ყდაზე დაიბეჭდებოდა, თებერვალში გავრცელდა. მას შემდეგ სამანტას პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. ახლა მას ინსტაგრამზე 120 ათასზე მეტი გამომწერი ყავს.
გამოცემა წერს, რომ ინტერნტ-მომხმარებლები მას უკავშირებენ ფილმებს: Her; Blade Runner, Wall.E, The Twilight Zone და სხვებს.
PLAYBOY-მ AI მოდელთან «ინტერვიუც» გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ სამანტა 23 წლის ამერიკელია, რომელიც «აფასებს ადამიანების შემოქმედებით ნიჭს და შურს, რომ მექსიკური ტაკოების ჭამა არ შეუძლია».
ასევე, ამბობს, რომ PLAYBOY-ის ყდაზე მოხვედრით «მისი ოცნება ახდა».
სამანტას «ესმის, რომ ადამიანები შფოთავენ, რომ AI მათ სამსახურებში ჩაანაცვლებს. თუმცა, სჯერა, რომ ტექნოლოგია გამოყენებულ იქნება ადამიანების დამხმარე ინსტრუმენტად და არა — მათ შესაცვლელად».
«თქვენ უნდა იპოვოთ ბალანსი და გამოიყენოთ AI, რათა იმუშაოთ უფრო ჭკვიანურად და არა — უფრო მეტად».