ბრიტანული საბჭო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ქალებისთვის STEM-ში
ბრიტანული საბჭო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ქალებისთვის STEM-ში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან.
თუ ხართ ქალი და გაქვთ ბაკალავრის დიპლომი რომელიმე STEM საგანში, შეგიძლიათ, მიიღოთ სტიპენდია წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად სამაგისტრო პროგრამაზე მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან მათემატიკის პროგრამაზე.
ამ პროგრამას ბრიტანეთის საბჭო უკვე მეოთხე წელია, ატარებს ქალებისთვის მთელი მსოფლიოდან. თუმცა, საქართველოს პროგრამა პირველად შეეხო.
რატომ ეს სასტიპენდიო პროგრამა?
გაეროს სამეცნიერო განათლებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მონაცემების მიხედვით, ქალები მსოფლიოში მკვლევრების 30%-ზე ნაკლებს შეადგენენ. სტუდენტთა მხოლოდ 30% ირჩევს STEM-თან დაკავშირებულ სფეროებს უმაღლესი განათლების სფეროში.
გლობალურად, ქალი სტუდენტები განსაკუთრებით ნაკლებად ირიცხებიან უნივერსიტეტებში შემდეგ მიმართულებებზე:
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები — 3%;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა — 5%;
ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა — 8%;
STEM-ში მეტი ქალის განათლება და დასაქმება გამოიწვევს უკეთ სამეცნიერო და ფინანსურ შედეგებს, გაზრდის სამუშაო ძალის მრავალფეროვნებას, წარმოქმნის მეტი იდეას და კონკურენტუნარიანობას.
დასაშვებობის კრიტერიუმები
ბრიტანული საბჭო ეძებს ქალებს, რომლებსაც:
შეუძლიათ, გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში 1 აკადემიური წლით — 2024-წლის სექტემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე.
შეუძლიათ, დაასაბუთონ, რომ სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა.
აქვს ბაკალავრის დიპლომი რომელიმე STEM მიმართულებით;
ფლობენ ინგლისურ ენას ისე, რომ შეუძლიათ, ისწავლონ ბრიტანულ უნივერსიტეტში.
მუშაობენ STEM სფეროში ან აქვთ ინტერესი, რომ იმუშაონ.
სურთ სწავლა და მზად არიან, გახდნენ ბრიტანული საბჭოს ალუმნი.
წარსულში არ მიუღიათ დიპლომი დიდი ბრიტანეთიდან, ან ცოტა ხნის წინ ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში.
შეგიძლიათ, წარმოადგინონ გეგმა, როგორ ჩართავთ სხვა ქალებს და გოგოებს STEM-ში თქვენს სამშობლოში.
თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას პროგრამაში, თუ:
გაქვთ ორმაგი მოაქალაქეობა.
მუშაობთ, წარსულში მუშაობდით ან ხართ ნათესავი პირისა, რომელიც არის დიდი ბრიტანეთის სამთავრობო სამსახურის თანამშრომელი (მათ შორის, დიდი ბრიტანეთის საელჩოები, უმაღლესი კომისიები, ბიზნესის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიული სტრატეგიის დეპარტამენტი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია).
ხართ მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი, ან ნათესავი ადამიანისა, რომელიც მუშაობს ბრიტანული საბჭოს სტიპენდიების გაცემაზე ქალებისთვის STEM-ში, ნებისმიერ ქვეყანაში.
ქალები, რომლებიც აპლიკაციას შეავსებენ, მოუწევთ კონკურენცია სხვა ქალ კანდიდატებთან მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. მთლიანობაში გაიცემა 20 სტიპენდია.
მონაწილეს შეუძლია, გაგზავნოს ერთზე მეტი აპლიკაცია. თუმცა, თითოეული მათგანი უნდა იყოს სრულყოფილი და შეესაბამებოდეს კონკრეტული უნივერსიტეტის მოთხოვნებს.
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა.
აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
ავტორი: სერგი ბუინი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
გამარჯობა, მე ვარ სერგი და ამ სტატიაში მსურს AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირების გავლის გამოცდილება გაგიზიაროთ.
უკვე 7 წელია, DevOps/Cloud/Systems Engineer-ზე ვმუშაობ, აქედან დაახლოებით 3 წელია, Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და ახლა კომპანია Yalantis-ში DevOps Competency Lead-ის პოზიციას ვიკავებ.
ამ სტატიაში მინდა განვიხილო, რა სერტიფიცირებებს იძლევა AWS, რატომ არის ისინი საერთოდ საჭირო, რა ღირს და როგორ მოვემზადოთ ისე, რომ გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბაროთ და გამოცდის გავლის დროს დამატებით 30 წუთი მიიღოთ.