ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კრიპტო ბირჟა FTX კინაღამ ჩამოიშალა და "სამაშველო კონტრქტი" კონკურენტ Binance-თან გააფორმა

ციფრული აქტივების ბაზარი ​კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბირჟის, FTX-ის თითქმის ჩამოშლამ შეძრა. FTX-ზე ლიკვიდობის მნიშვნელოვნად შემცირება თანხის განაღდების ტალღამ განაპირობა — გავრცელდა ინფორმაცია, რომ FTX-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შედეგად ბირჟიდან მხოლოდ 3 დღეში $6 მილიარდი გაიტანეს. 

კომენტარის დატოვება

8 ნოემბერს FTX-მა კონკურენტთან, Binance-თან «სამაშველო» კონტრაქტი გააფორმა. 

FTX-ისა და Binance-ის შეთანხმების პირობები საჯარო არ არის, რის გამოც ბაზრებზე გაურკვევლობა გრძელდება. 

FTX მომხმარებლებს კვლავაც აძლევს საშუალებას, იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა, რომელთა შენახვაც პლატფორმაზე შესაძლებელია. 

მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლები კვლავ მუშაობენ თანხების გაცემაზე, თუმცა, ბაზარზე არსებული გაურკვევლობა, გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე კომპანიის სტატუსი და პრობლემების სიღრმე კრიპტო ბაზარზე მოვაჭრეებს დამშვიდების საშუალებას არ აძლევს. 

მომხდარის შედეგად Bitcoin-ის — უდიდესი კრიპტოვალუტის ფასი 5,5%-ით დაეცა და $17,656 შეადგინა. 

ეთერიუმის, ბიტკოინის შემდეგ მეორე უმსხვილესი ფასმა კი ივლისის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. 

FTT-ის, FTX-თან დაკავშირებული ყველაზე პატარა ტოკენის ფასი 8 ნოემბერს 72%-იანი ვარდნის შემდეგ კიდე 16%-ით დაეცა. CoinGecko-ს მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალი, რამდენიმე დღის წინ არსებული $3 მილიარდიდან $600 მილიონამდე ჩამოვიდა. 

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ ტვიტერზე გამოაქვეყნა თავისი თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ამბობს, რომ მომხდარის მიღმა არ ყოფილა არავითარი წინასწარი გეგმა, რომ FTX-ის ვარდნა ინდუსტრიაში არავისთვის არის კარგი და რომ ეს გამარჯვება არ არის». 

ჟაომ ასევე მოუწოდა ბირჟაზე მოვაჭრეებს, არ ივაჭრონ FTT ტოკენით და არ მიაქციონ ყურადღება მისს ფასს. 

FTX-ში მომხდარი არეულობა კრიპტო სამყაროში სირთულეების კიდევ ერთი ნიშანია. მიმდინარე წელს კრიპტოვალუტის ფასები დაეცა, ვინაიდან მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ვარდნამ ინვესტორები აიძულა, უარი ეთქვათ უფრო სარისკო აქტივობებზე. 2020 და 2021 წლებში სწრაფი ზრდის შემდეგ, 2022 წელს ბიტკოინის ფასი დაახლოებით 62%-ით შემცირდა.

კრიზისი შეეხო Binance coin-საც, კრიპტოვალუტას, რომელიც Binance-ზე გამოიყენება. მისი ფასი $299 იყო, რაც ნიშნავს, რომ მისი ღირებულება ერთ დღეში 8,8%-ით შემცირდა. Binance coin მსოფლიოში რიგით მეოთხე უმსხვილესი კრიპტოვალუტაა და მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება. 

ასევე წაიკითხეთ
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
Ripple-ის CEO-ს თქმით, 2024-ის ბოლოს კრიპტო ბაზარი $5 ტრილიონამდე გაიზრდება
Ripple-ის CEO-ს თქმით, 2024-ის ბოლოს კრიპტო ბაზარი $5 ტრილიონამდე გაიზრდება
Ripple-ის CEO-ს თქმით, 2024-ის ბოლოს კრიპტო ბაზარი $5 ტრილიონამდე გაიზრდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.