ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple-ის თანადამფუძნებლის თქმით, AI თაღლითების გამოაშკარავების პროცესს გაართულებს

Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ვოზნიაკი ფიქრობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) შეიძლება თაღლითების გამოაშკარავების პროცესი გაართულოს და დეზინფორმაციის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

კომენტარის დატოვება

ვოზნიაკი ამბობს, რომ ტექნოლოგიას «ცუდი ადამიანები» გამოიყენებენ.

BBC-სთან საუბრისას მან თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის კონტენტი მკაფიოდ უნდა იყოს ეტიკეტირებული და აღნიშნა, რომ სექტორისთვის რეგულაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Apple-ის თანადამფუძნებელმა მარტში ილონ მასკთან ერთად ღია წერილს მოაწერა ხელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვდა.

ვოზნიაკი, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში ცნობილია, როგორც Woz, სილიკონის ველის ვეტერანია, რომელმაც Apple სტივ ჯობსთან ერთად დააარსა და Apple-ის პირველი კომპიუტერი გამოიგონა.

BBC-ის ტექნოლოგიების რედაქტორ ზოი კლაინმანთან საუბრისას მან ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებზე და საშიშროებებზე ისაუბრა.

«AI „ცუდი ადამიანებისთვისაც“ ხელმისაწვდოიმია — მათთვის, ვისაც უნდათ, მოგატყუონ და საკუთარი რეალური სახე დამალონ». — თქვა ვოზნიაკიმ.

ტერმინი AI კომპიუტერულ სისტემებს მოიცავს, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი ამოცანების ამოხსნა, რომლებიც ადამიანურ ინტელექტს საჭიროებენ. ეს მოიცავს ჩათბოტებს, რომლებსაც კითხვებზე ადამიანის მსგავსი პასუხების გაცემა შეუძლიათ, და სისტემებს, რომლებსაც სურათებში ობიექტების ამოცნობა ძალუძთ.

ვოზნიაკს არ სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ჩაანაცვლებს, რადგან მას ემოციები აკლია, თუმცა, მისი აზრით, AI თაღლითებს კიდევ უფრო დამაჯერებელს გახდის, რადგან პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად, ChatGPT, შეუძლიათ ტექსტი შექმნან, რომელიც ინტელექტუალურად და დამაჯერებლად ჟღერს.

ის თვლის, რომ პასუხისმგებლობა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ და შემდეგ საჯაროდ გამოქვეყნებულ პროდუქტებზე უნდა დაეკისროთ მათ, ვინც ამ ყველაფრის სათავეში დგას: «ადამიანმა აუცილებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირდება».

ვოზნიაკი კომპიუტერული ტექნოლოგიების პიონერი იყო და ამბობს, რომ ინტერნეტის გაჩენის დროს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის დღევანდელი არქიტექტორებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. მას სჯერა, რომ ჩვენ ტექნოლოგიას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ შეგვიძლია ადამიანები ისე მოვამზადოთ, რომ სირთულეებს შედარებით მარტივად გაუმკლავდნენ — თაღლითობა და პერსონალური ინფორმაციის მიღების მავნე მცდელობები აღმოაჩინონ.

Apple-ის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, ინვესტორებს გასულ კვირას განუცხადა, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებს ფრთხილად და ყურადღებით ეპყრობა. ასევე დაამატა, რომ AI-ის გამოყენებას კომპანიის პროდუქტებში აქტიურად აპირებს.

ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
თემის მიხედვით
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.