ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple Iphone 15-ს სავარაუდოდ 22 სექტემბერს გამოუშვებს

Bloomberg-ის რეპორტიორის, მარკ გურმანის ცნობით, Apple-ის iPhone-ის ყოველწლიური ღონისძიება, სავარაუდოდ, სამშაბათს, 12 სექტემბერს ან ოთხშაბათს, 13 სექტემბერს გაიმართება. ახალი iPhone-ების წინასწარი შეკვეთების მიღება რამდენიმე დღის შემდეგ, პარასკევს, 15 სექტემბერს იქნება შესაძლებელი, ხოლო სმარტფონი საბოლოოდ ერთი კვირის შემდეგ, 22 სექტემბერს გაეშვება.

კომენტარის დატოვება

Apple ტრადიციისამებრ ღონისძიებას თვის პირველ ორ კვირაში ატარებს და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც წელს იქნება. თუმცა, გავრცელდა ჭორები წარმოების გამოწვევების შესახებ, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ზოგიერთ მოდელს ძალიან მჭიდრო მარაგები ექნება, ზოგიც ოდნავ მოგვიანებით გაეშვება.

Apple-ის iPhone-ის ღონისძიებები ყველაზე ხშირად სამშაბათს იმართება, გარდა იმ კვირებისა, რომლებიც შეერთებულ შტატებში ორშაბათს შრომის დღეს ემთხვევა. ასეთ შემთხვევებში, ღონისძიებები ჩვეულებრივ ოთხშაბათს იმართება, რათა მედიის წარმომადგენლებმა დასვენების დღით სარგებლობა შეძლონ. 

მომავალ iPhone-ს უახლესი ფუნქციები გააჩნია, მათ შორის Qualcomm მოდემის ჩიპები, მოწინავე 3 ნანომეტრიანი A17 ჩიპები, პერისკოპის ლინზებით გაუმჯობესებული ზუმი, USB-C პორტი და რაც მთავარია, დახვეწილი დიზაინი.

iPhone 15-ის მოდელების ფასი სავარაუდოდ იგივე დარჩება —  სტანდარტული საწყისი დონის 6.1 დიუმიანი მოწყობილობა მინიმუმ 799 აშშ დოლარი ეღირება, ხოლო 6.7 დიუმიანი iPhone 15 Plus — მინიმუმ 899 აშშ დოლარი.

iPhone 15-ის ხაზის გარდა, სექტემბრის ღონისძიებაზე სავარაუდოდ განახლებულ Apple Watch Series 9 და Apple Watch Ultra 2 მოდელებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და iOS 17-ი  საბოლოო დეტალებსა და გამოშვების თარიღებზე ისაუბრებენ.

iPhone 15-ის გამოსვლის წინ Apple აღიარებს რომ სმარტფონების ინდუსტრია ნელდება
iPhone 15-ის გამოსვლის წინ Apple აღიარებს, რომ სმარტფონების ინდუსტრია ნელდება
თემის მიხედვით

iPhone ინდოეთში: Foxconn Iphone-ების წარმოებას კარნატაკაში მომავალი წლის აპრილიდან დაიწყებს

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა

Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო

Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს

9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.