ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძემსოფლიო
5 აპრილი 2023, 19:08
2023-04-05
Apple AirPods-ის ჩასადების სენსორულეკრანიან მოდელს ამუშავებს
ახლადგამოქვეყნებული პატენტის თანახმად, Apple მუშაობს დიზაინზე Airpods-ის ჩასადებისთვის, რომელსაც ჩაშენებული სენსორული ეკრანი აქვს. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გააკონტროლონ აუდიო წყაროები და დაუკავშირდნენ მოწყობილობაზე არსებულ აპლიკაციებს.
2021 წლის სექტემბერში Apple-ს მიერ შეტანილი და გასულ კვირას აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისის მიერ გამოქვეყნებული «მოწყობილობები, მეთოდები და გრაფიკული ინტერფეისი ყურსასმენების ჩასადებით» ნათლად ასახავს ასეთი დიზაინის სხვადასხვა მოდელს — შექმნილია Airpods-ის ფოტოები, რომლის ჩასადებსაც სენსორული ეკრანი აქვს.
«აუდიო გამომავალი მოწყობილობების ჩასადებები, ჩვეულებრივ, პასიური მოწყობილობებია, რომლებიც დასატენად გამოიყენება». — ნათქვამია საპანენტო განცხადებაში.
«ყურსასმენების ჩასადების სარგებლიანობა შეიძლება გაუმჯობესდეს და მომხმარებლის კონტროლი უკაბელო ყურსასმენებზე დაიხვეწოს ჩასადების კონფიგურაციით, ინტერაქციული ინტერფეისით, რათა მომხმარებელმა შეძლოს უკაბელო ყურსასმენებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება».
პატენტში ნათქვამია, რომ ყურსასმენების ჩასადები მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს ოპერაციები, ნამდვილად საჭიროა.
«საჭიროა ყურსასმენის ჩასადები, რომელსაც შეუძლია მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ჰაპტიკების ან/და ეკრანის მოწყობილობების მეშვეობით. ასეთი მეთოდები და ინტერფეისები ავსებს უკაბელო ყურსასმენების მართვის ჩვეულებრივ მეთოდებს. მსგავსი მეთოდები ამცირებს მომხმარებლის ჩართულობას და ქმნის უფრო ეფექტურ ინტერფეისს». — ნათქვამია საპანენტო განცხადებაში.
ჩასადების სხვა მოდელი პასუხობს კონკრეტულ ჟესტებს, როგორიცაა შეხება ეკრანზე ნავიგაციის, ასევე, Siri-ის გამოძახების მიზნით. ერთ-ერთ ვარიანტში Apple აღწერს, თუ როგორ შეიძლება ჩასადებზე ხელის მოჭერით Airpods-ის მოსმენის რეჟიმი შეიცვალოს — ეს, სავარაუდოდ, ხმაურის ჩახშობას გულისხმობს.
Apple ვარაუდობს, რომ ჩასადები შეიძლება შეიცავდეს დამატებით პროცესორებს და მეხსიერების მოდულებს, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც ტრადიციულად სმარტფონებთან და კომპიუტერებთან ასოცირდება.
მაგალითად, ზოგიერთი მოდელი აჩვენებს ჩასადების სენსორულ ეკრანს, რომელიც უზრუნველყოფს ინტერაქციულ წვდომას iPhone-ის აპლიკაციებზე, მათ შორის ტელეფონზე, ფოსტაზე, შეტყობინებებზე, კამერაზე, კალენდარზე, ამინდზე, რუკებსა და სხვა.
სენსორული ეკრანის ამგვარი ინტეგრირებით, პატენტის მტკიცებით, «უკაბელო ყურსასმენების მომხმარებლის კონტროლთან დაკავშირებული ხარვეზები შემცირდება ან სრულად აღმოიფხვრება».
როგორც ნებისმიერი პატენტის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტექნოლოგია ბაზარზე მალე გამოჩნდეს. თუმცა, Apple ამისთვის გზებს ეძებს.
პირველი AirPods 2016 წელს გამოვიდა. მას შემდეგ Apple მუშაობდა ჩასადების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
AirPods Pro-ს ჩასადებს აქვს MegSafe უსადენო დამუხტვით U1 Ultra Wideband ჩიპი, რომელიც მხარდაჭერილია Precision Traching-ის და Find My ფუნქციებით. ეს ელემენტის ცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.