ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AI პროექტების მართვაში — ინტერვიუ ნინო გორგაძესთან, რომელიც ამ თემაზე დისერტაციას წერს

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტების მენეჯმენტის მაგისტრი. პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) და ეჯაილ სერტიფიცირებული პრაქტიკოსის (PMI-ACP) სერტიფიკატების მფლობელი, ლექტორი, ტრენერი და კონსულტანტი ნინო გორგაძე ამჯერად სადოქტორო თეზისზე მუშაობს. თემა — ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა პროექტების მართვაში. ნაშრომის გამოქვეყნებამდე დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა, ის dev.ge-ს დიგიტალიზაციაზე, ინსტრუმენტებსა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. 

კომენტარის დატოვება
AI პროექტების მართვაში — ინტერვიუ ნინო გორგაძესთან, რომელიც ამ თემაზე დისერტაციას წერს

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტების მენეჯმენტის მაგისტრი. პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) და ეჯაილ სერტიფიცირებული პრაქტიკოსის (PMI-ACP) სერტიფიკატების მფლობელი, ლექტორი, ტრენერი და კონსულტანტი ნინო გორგაძე ამჯერად სადოქტორო თეზისზე მუშაობს. თემა — ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა პროექტების მართვაში. ნაშრომის გამოქვეყნებამდე დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა, ის dev.ge-ს დიგიტალიზაციაზე, ინსტრუმენტებსა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. 

გამარჯობა, ნინო. მადლობა ინტერვიუსთვის. გვითხარით ჩვენ და dev.ge-ის მკითხველს ის, რისი თქმის უფლებაც გაქვთ — რას ეხება თქვენი ნაშრომი, რას მოიცავს ის?

ჩემი ნაშრომი შეეხება ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და მისი გამოყენების შესაძლებლობებს პროექტების მართვაში საქართველოს მაგალითზე. ოფიციალურად სხვა სათაური აქვს. სადოქტორო თეზისზე მუშაობის ფარგლებში ვსწავლობ, რა მდგომარეობაა საქართველოში პროექტების მართვაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით.

კვლევა ეხება კომპანიებს, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა ტიპის პროდუქტს ან მომსახურებას — ვაფასებ მათ ხედვებსა და გეგმებს, მიმოვიხილავ ამ კომპანიებში არსებულ ციფრულ პროდუქტებს. ასევე, დიგიტალიზაციას — გეგმავს თუ არა ამას, ან აქვს თუ არა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები — აქვს ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები? დიგიტალიზაციის დონის განსაზღვრა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენაბა და მისი გამოყენების პერსპექტივები პროექტების მართვაში არის ჩემი კვლევის საგანი.

რას გულისხმობთ?

მაგალითად, მე რომ დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენო და დავნერგო ჩემს ორგანიზაციებში, რას მივიღებ და რა პრობლემებს გადამიწყვეტს ეს. ეს ხომ უბრალოდ მოდაში შემოსული ტრენდი არ არის — უნდა იცოდე, რისთვის აკეთებ.

ანუ, არსებობს პრობლემა ნომერი ერთი, ორი, სამი, ოთხი, ათი და, პირობითად, დიგიტალიზაცია გადაგიწყვეტს რვას. ხელოვნური ინტელექტი გადაგიწყვეტს ოთხს ან ხუთს, რომელიმეს დღევანდელი შესაძლებლობიდან გამომდინარე. ეს მონაცემები დღეს არ გვაქვს.

დისერტაციაში მიმოვიხილავ ამ ყოველივეს და დავურთავ სარეკომენდაციო სახის მითითებებს.

მინდა, შემდგომში ეს სხვა მკვლევრებმა გამოიყენონ. ქართულად ან საქართველოზე კარგი კვლევები ზოგადად ცოტაა. ამასთან, საინტერესოა მათთვის, ვინც ამ სფეროში მუშაობს — კონსულტანტებისთვის, მათთვის, ვინც პროდუქტებს ავითარებს. ფაქტობრივად, ბაზრის კვლევაა. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წელი ეს მონაცემები ვალიდური იქნება.

თქვენ რამ გიბიძგათ, რომ ამ თემაზე გემუშავათ? თქვენი ბექგრაუდნით რომ დავიწყოთ — როდის დაინტერესდით ტექნოლოგიებით, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში და როგორ მოხვედით ამ ნაშრომამდე?

მე ვარ პროექტების მენეჯერი უკვე ოცწლიანი გამოცდილებით. 20 წელია, რაც პროექტებს ვმართავ. ძალიან ბევრგან მიმუშავია: კერძო, არასამთავრობო სექტორში, საჯარო უწყებებში.

ბოლო ათი წელია, პროექტების მართვის კუთხით და დიგიტალიზაციების კუთხით კონსალტინგით ვარ დაკავებული. მანამდე, 2011 წელს დავიწყე Microsoft Project პროგრამის გამოყენება. მაშინ მივხვდი, რაოდენ გიმსუბუქებს უზარმაზარ საქმეს ეს ხელსაწყო.

მერე, ეტაპობრივად, როდესაც ვინმე მირჩევდა ამა თუ იმ ხელსაწყოს, ვტესტავდი. თავადაც ვიძიებდი და უკეთესით მუშაობას ვაგრძელებდი.

2020 წლის დასაწყისიდან, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ყველა დისტანციურად მუშაობაზე გადავიდა, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა სამუშაოთა მართვის დიგიტალიზაციაზე. დღეს ამას თასქ და პროჯექთ მენეჯმენტ აპლიკაციებს ეძახიან. მეც დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა — კომპანიებს, ბიზნესებს ვარგებდი ამ აპლიკაციებს.

რა არის ის სირთულეები, რომელსაც თქვენ ან თქვენი კოლეგები წასწყდომიხართ და რისი მოგვარებაც შეუძლია დიგიტალიზაციას, ხელოვნურ ინტელექტს და მის ინსტრუმენტებს?

შესაძლოა, ჩემი გამოცდილება განსხვავდებოდეს გლობალური სტატისტიკური მონაცემებისგან. თუმცა: მსოფლიოში ასეთი მდგომარეობაა — მიუხედავად იმისა, რომ პროფესია ლიცენზირებადი გახდა, ასევე, არსებობს ამდენი ხელსაწყო — პროექტების მხოლოდ 30%-დან 35%-მდე სრულდება წარმატებით. დანარჩენი ერთ ან რამდენიმე კომპონენტში ფეილდება.

რატომ ხდება ეს?

  • პირველი არის ადამიანური ფაქტორი — ყველაფერს ადამიანები აკეთებენ. ყველა მათგანს აქვს თავისი გამოცდილება, ხედვები და შეცდომები.
  • მეორე — ძალიან ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ;
  • მესამე — მსოფლიოში დიგიტალიზაციის დონე მაინც დაბალია. საქართველოში ბევრი რამე კარგად კეთდება, ბევრ რამეში კი — ძალიან ჩამოვრჩებით.

რას გულისხმობთ დიგიტალიზაციის დაბალ დონეში? 

პროექტები იმართება ისევე ექსელით, მისი შიტებით — ანუ არ იყენებენ ციფრულ ინსტრუმენტებს. როცა მოიკვლიეს და შეაფასეს, გამოიკვეთა, რომ პროექტები წარმატებით დასრულების მაჩვენებლები მეტი იყო იქ, სადაც ციფრულ ინსტრუმენტებს იყენებდნენ.

პროექტების მართვაში პრობლემები იწყება უშალოდ პროექტის არასწორად შერჩევიდან. ამას მოსდევს დაგეგმვა — თუ გუნდი განრიგს ასცდა, დავალებები არასწორად შეასრულა, რისკები არასწორად განისაზღვრა, ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭირო, სტეიკჰოლდერებთან შესაბამისად კომუნიკაცია არ წარვმართეთ, ცვლილებები სათანადოდ არ ვმართეთ.

შემდგომი პრობლემაა მონაცემების მართვა: რამდენად სწრაფად ავსახავ ცვლილებებს, რამდენად კარგად ვხედავ მათ და რამდენად შემიძლია, დროულად ვიმოქმედო.

ყველა ამ მიმართულებით არის პრობლემა სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით. ყველაზე გავრცელებული პრობლემაა რისკების მართვა, დამკვეთებთან არასწორი კომუნიკაცია და არარეალისტური დაგეგმვაა.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება?

ამ პრობლემების ძალიან დიდი ნაწილის მოგვარება შესაძლებელია დიგიტალიზაციით. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს — დღესდღეობით შესაძლებელია დავალებების გენერირება, განრიგის აგება, ასე თუ ისე გუნდის წევრების გადანაწილება. თანხების გადანაწილება შეუძლია, მაგრამ თუ შენს მონაცემზე გაზრდილი არ არის, ამას ძალიან არარელევანტურად გააკეთებს. აგენერირებს შესაძლო რისკებს. შეგიძლია, დაუსვა კითხვები და გეტყვის, რომელ დავალებაში რა პრობლემაა, ანუ კონკრეტული პრობლემა დაუსახო და გიპასუხოს.

ანუ, დღეს მაინც საკმაოდ მწირია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ მკვლევრები. თუმცა, შესაძლებელია, მისგან ძალიან ღირებული რჩევის მიღება და რაღაც მოქმედებების გაცილებით უფრო სწრაფად შესრულება.

ბევრი იწერება Generative AI ტექნოლოგიაზე, ChatGPT ასევე ყველამ იცის. პროექტების მართვაში დანერგილი ან დანერგვის ეტაპზე მყოფი ხელოვნური ინტელექტის მოდულებიც ამ ტექნოლოგიას ემყარება. შესაბამისად, დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტი პროექტების მართვაში ასისტენტის როლს ასრულებს, რომლის მიერ მოცემული შედეგიც აუცილებლად უნდა გადამოწმდეს.

საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, რომელზეც თქვით, რომ დიგიტალიზაციის კუთხით ნაწილობრივ წინ ვართ, ნაწილობრივ — ჩამოვრჩებით. რა ეტაპზე არის საქართველო პროექტების მენეჯმენტის დიგიტალიზაციის კუთხით და თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ?

სწორედ ამას ვიკვლევ. სტატისტიკა სრულად არ მაქვს. ვაპირებ, გავაკეთო ნიშნული — საქართველოს მონაცემები შევადარო გლობალურს, რათა ვიცოდეთ, დაახლოებით სად ვართ. ჩემი პასუხია: დაბალი ტემპით, მაგრამ დიგიტალიზაციის პროცესი მიდის.

პრობლემა ისაა, რომ კომპანიები ვერ ხედავენ გაციფრულების სარგებელს, ვერ ხვდებიან, აქ ფული რატომ უნდა დახარჯონ ჯერ კონსულტანტის მომსახურებაში, შემდეგ კი — ინსტრუმენტებში.

რა არის თქვენი გეგმები და მიზნები პროექტების მართვაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების და დიგიტალიზაციის კუთხით?

ძალიან მინდა, დიგიტალიზაციის იმ პროექტებში, რომლებსაც მე ვახორციელებ, ხელოვნური ინტელექტის კომპონენტიც ჩავდო. მით უმეტეს, დღეს ამის რეალური საშუალებაა. მაგალითად, Asana-ში უკვე არის ასისტენტი, რომელსაც პროექტის მართვის ყველა ნაბიჯის განხორციელება და კიდევ უფრო მეტი შეუძლია. ახლა ბეტა ტესტირებას გადის Atlassian-ის ასისტენტი, ბეტა ტესტირებაზეა Monday.com. მაიკროსოფტსაც აქვს გარკვეული ძვრები.

მე ამ პროდუქტებით ვმუშაობ. მსოფლიოც. უკვე თამამად შემიძლია თქვა, რომ დამკვეთს, რომელიც რომელიმე პლატფორმას იყენებს, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებიც შესთავაზო. უბრალოდ, ყველაფერი თანხებს უკავშირდება. ანუ, AI აპლიკაცია ან  იყიდო უნდა, როგორც დამატებითი power up, რაც თვეში 13-15 დოლარი ჯდება ან რიგ შემთხვევაში არსებული ხელსაწყოს უფრო ძვირ პაკეტზე გადახვიდე (იმ შემთხვევაში, თუ კომპანია უკვე დიგიტალიზირებულია).

PMP-ს არ აქვს მიზანი — მხოლოდ გზა
PMP-ს არ აქვს მიზანი — მხოლოდ გზა
თემის მიხედვით
PMP-ს არ აქვს მიზანი — მხოლოდ გზა


ასევე წაიკითხეთ
Limitless — ახალი AI ინსტრუმენტი თქვენი შეხვედრებისთვის
Limitless — ახალი AI ინსტრუმენტი თქვენი შეხვედრებისთვის
Limitless — ახალი AI ინსტრუმენტი თქვენი შეხვედრებისთვის
Limitless, ყოფილი Rewind, ახალი AI ინტრუმენტია, რომელიც თქვენი შეხვედრებისთვის იდეალურია. თუ თქვენ კონკრეტული სატარებელი (wearable) AI მოწყობილობის ბოლოდროინდელი მიმოხილვებით იმედგაცრუებული ხართ, Limitless შეეცდება, ეს განწყობა შეგიცვალოთ. 
Sora — Open AI-ის ახალი მოდელი, რომელიც ტექსტზე დაყრდნობით ვიდეოს ქმნის
Sora — Open AI-ის ახალი მოდელი, რომელიც ტექსტზე დაყრდნობით ვიდეოს ქმნის
Sora — Open AI-ის ახალი მოდელი, რომელიც ტექსტზე დაყრდნობით ვიდეოს ქმნის
OpenAI-იმ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდურსტიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, ახალი AI მოდელი, Sora გამოუშვა, რომელიც მომხმარებლის მიერ მითითებულ ტექსტს წარმოსახვით და რეალისტურ ვიდეო სცენებად გარდაქმნის.
რატომ უნდა ერკვეოდეს პროექტების მენეჯერი ІТ არქიტექტურაში
რატომ უნდა ერკვეოდეს პროექტების მენეჯერი ІТ არქიტექტურაში
რატომ უნდა ერკვეოდეს პროექტების მენეჯერი ІТ არქიტექტურაში
​ІТ-ის თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება, პროექტებში მენეჯერების როლი სულ უფრო მრავალმხრივი და რთული ხდება. ერთ-ერთი საკვანძო ასპექტი, რომელიც ხშირად ექცევა მენეჯერების ყურადღების მიღმა, მაგრამ პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს — ІТ-პროექტების არქიტექტურაა. მაგრამ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მენეჯერებმა არა მხოლოდ იცოდნენ ამ ასპექტის არსებობის შესახებ, არამედ გააცნობიერონ მისი არსი? რატომ უნდა ერკვეოდეს პროექტის მენეჯერი ან ბიზნეს ანალიტიკოსი IT არქიტექტურაში?
PMP-ს არ აქვს მიზანი — მხოლოდ გზა
PMP-ს არ აქვს მიზანი — მხოლოდ გზა
PMP-ს არ აქვს მიზანი — მხოლოდ გზა
ბლოგის ავტორი: ანტონინა ჰომონიუკი. თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. გამარჯობა კოლეგებო. მე ვარ ანტონინა, ვარ Binariks-ის — პროგრამული უზრუნველყოფის აუთსორს კომპანიის Delivery Manager. კომპანია კლიენტებს მთელ მსოფლიოში კონსალტინგისა და დეველოპმენტის მომსახურებას სთავაზობს. ჩემი სამუშაოა, კლიენტების იდეები გადავაქციო წარმატებულ პროექტებად, რაც, საბოლოოდ, მათ ბიზნესს გააუმჯობესებს. ჩემთვის პროექტების შემუშავების პროცესი პირადი განვითარების პროცესიცაა. მსიამოვნებს რეალური წვლილის შეტანა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ჩემთან მუშაობენ. თავისუფალ დროს მიყვარს აზრების ფურცელზე და არა Excel-ში — გადატანა.  ესაა სტატია ჩემს გზაზე РМР-ში — ესაა ჩემი პირადი ისტორია, და მსურს,  გაგიზიაროთ, რათა სერტიფიცირების მომზადებაში დაგეხმაროთ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.