ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაბლოგი
20 ნოემბერი 2023, 09:30
2023-11-20
PMP-ს არ აქვს მიზანი — მხოლოდ გზა
ბლოგის ავტორი: ანტონინა ჰომონიუკი. თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
გამარჯობა კოლეგებო. მე ვარ ანტონინა, ვარ Binariks-ის — პროგრამული უზრუნველყოფის აუთსორს კომპანიის Delivery Manager. კომპანია კლიენტებს მთელ მსოფლიოში კონსალტინგისა და დეველოპმენტის მომსახურებას სთავაზობს. ჩემი სამუშაოა, კლიენტების იდეები გადავაქციო წარმატებულ პროექტებად, რაც, საბოლოოდ, მათ ბიზნესს გააუმჯობესებს. ჩემთვის პროექტების შემუშავების პროცესი პირადი განვითარების პროცესიცაა. მსიამოვნებს რეალური წვლილის შეტანა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ჩემთან მუშაობენ.
თავისუფალ დროს მიყვარს აზრების ფურცელზე და არა Excel-ში — გადატანა.
ესაა სტატია ჩემს გზაზე РМР-ში — ესაა ჩემი პირადი ისტორია, და მსურს, გაგიზიაროთ, რათა სერტიფიცირების მომზადებაში დაგეხმაროთ.
დღეს Project Management Professional-ის (PMP) სერტიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერტიფიკაციაა პროექტის მენეჯერებისთვის. სხვა სერტიფიკაციებისგან განსხვავებით, რომლებიც კონკრეტული ინდუსტრიებისთვის ან გეოგრაფიული რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი, РМР ნამდვილად გლობალური და უნიკალურია.
რა იყო კარგი?
ზოგადად, ინტერნეტსივრცეში ბევრი სასარგებლო ლიტერატურა და მასალაა. თუმცა, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა ენდი ქროუს «The PMP Exam: How to Pass on Your First Try». ეს წიგნი ჩემ მიერ გამოცდის წარმატებულად ჩაბარების ერთ-ერთი საიდუმლოა. ამ წიგნის შესახებ პირველად შემთხვევით ამ საიტზე გავიგე. საიტზე, სადაც РМР-ს მოსამზადებელი წიგნების შედარებისთვის მოსახერხებელი ცხრილია მოცემული, საიდანაც თქვენთვის რაიმეს არჩევას შეძლებთ.
გარდა ამისა, ბევრი კარგი შეფასება წამიკითხავს და მსმენია PMI Study Hall-ის სერვისის შესახებ, რომელიც გამოცდის სრულყოფილ სიმულაციას აკეთებს. ჩემთვის ენდი ქროუს წიგნით ტესტების ჩაბარება სასვებით საკმარისი აღმოჩნდა.
შემოწმების პროცესი: ამოწმებენ დოკუმენტების (გამოვიყენე საზღვარგარეთის პასპორტი), ასევე სამუშაო ადგილს. ამან საკმაოდ კარგად ჩაიარა.
გირჩევთ, მთლიანად გაათავისუფლოთ სამუშაო მაგიდა, მხოლოდ პერსონალური კომპიუტერი და წყალი დატოვოთ. ასევე არაფერი გჭირდებათ შენიშვნების ჩასაწერად, რადგანაც ჩაწერისა და კალკულატორის გამოყენების შესაძლებლობას თვითონ OnVue-ის პროგრამა გთავაზობთ, რომელიც სერტიფიკაციის გავლისთვის გამოიყენება.
რა იყო ცუდი? — გულწრფელად
როგორც ამბობენ: «ყველაფერი, რაც შეიძლება არასწორად წავიდეს, არასწორად წავა». პირველი სირთულე, რომელსაც წავაწყდი და რამაც დიდი ხნით გაწელა მომზადების პროცესი — თვითსწავლების დროს თვითდისციპლინისა და სისტემის არარსებობა. მხოლოდ მაშინ, როცა შევიმუშავე წესი «ერთი საათი PMR–ისთვის ყოველდღე», ვიგრძენი, რომ ჩაბარებისკენ მივდიოდი. ამასთან, არ მავიწყდებოდა ადრე დამუშავებული ინფორმაცია.
მეორე შეფერხებას აპლიკაციის შევსებისას წავაწყდი. მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ვაკმაყოფილებდი რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს, დავიწყე ფორმის შევსება. ისე ვიყავი ჩართული ამ პროცესში, რომ ვერ შევამჩნიე, რომ ყველა ინფორმაციას პირდაპირ ფორმაში ვწერდი და არა ჩემს დრაფტში. უფრო სწორად, შევამჩნიე, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც საიტიდან დავლოგაუთდი, რადგანაც ტოკენი ამოიწურა. არ მოიქცეთ ისე, როგორც მე. დაზოგეთ ნერვებიც და დროც. გარდა ამისა, საკუთარი პროექტების აღწერის დროს გირჩევთ, მიჰყვეთ სტრუქტურას «პროექტის აღწერა + ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც РМ-ის, ყოველი ფაზის დროს».
მაგალითად:
გამოცდის ჩაბარების პროცესიც დაუვიწყარი მქონდა. იმის გამო, რომ წინასწარ არ გავაკეთე ჩემი MacBook-ის კონფიგურაცია, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში (ნახევარი საათი გამოცდამდე და ნახევარი საათი გამოცდის დაწყების დროს) РМІ-ის მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად ვცდილობდი გამოცდის გაშვებას. არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომები და დარწმუნდით, რომ OnVue დაინსტალირებულ პროგრამას აქვს შესაბამისი წვდომები, კონკრეტულად კამერასთან, მიკროფონთან, ავტომატიზაციასთან და Input Monitoring-თან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პროგრამასთან გაცნობა და გამოცდამდე ერთხელ მაინც სისტემის ტესტირება.
რას გავაკეთებ მომავალში, ანუ დასკვნები
ცხოვრება ნამდვილად არ იყოფა РМР-მდე და РМР-ის შემდეგ და ყველაზე დიდი ღირებულება ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილებაა. ამიტომაც ვიწყებ SAF-ისთვის მომზადებას. ვხუმრობ. მომავალი ერთი წელი სერტიფიცირებისგან შესვენებას ავიღებ.
მათ, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს РМР-ისკენ მოძრაობას, ვურჩევ, განსაზღვროთ კვირაში მოსამზადებელი საათების კომფორტული რაოდენობა, თვითსწავლების აქტივობებისთვის წინასწარ დაგეგმილი თემებით. მაგალითად, კვირის განმავლობაში Cost Management-ის ათვისება, ყოველდღიურად მხოლოდ ერთ პროცესზე ყურადღების გამახვილებით. ასეთი მიდგომით Cost Management-ის კვირა ასეთი იქნება:
ორშაბათი: Plan Cost Management;
სამშაბათი: Estimate Costs;
ოთხშაბათი: პატარა პარასკევი, ამიტომ ვისვენებთ РМР-სგან
ხუთშაბათი: Determine Budget;
პარასკევი: Control Costs.
ასევე გირჩევთ, შემდეგი კვირის დასაწყისში ახალ თემაზე გადასვლამდე წინა თემის ტესტი გაიაროთ. როგორც წიგნ Make It Stick-ის ავტორები ამტკიცებენ, და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, რეგულარული ტესტირება ნასწავლი ინფორმაციის შენახვის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. უკეთესი ეფექტისთვის, ტესტირება უნდა ჩატარდეს სწავლის შემდეგ დაუყოვნებლივ და გარკვეული პერიოდის შემდეგ (რამდენიმე დღე/კვირა/ორი კვირა).
თუ ჩემთან უფრო დეტალურად საუბარი მოგინდებათ, ასევე მიიღოთ დახმარება РМР-ში, მომწერეთ პირად ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].
და ასევე: არასდროს იქნებით მზად РМР-ისთვის (როგორც ნებისმიერი სხვა რამისთვის) 100%-ით. ამიტომ შეუტიეთ.