ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AI ინსტრუმენტი მეწყრის პროგნოზირებას გააადვილებს

მეწყერი ხშირად დამანგრეველი სტიქიაა. მისი პროგნოზირება რთულია. თუმცა, არა შეუძლებელი. გეოლოგები ამბობენ, რომ ამაში ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ. ბევრი მათგანი უკვე იყენებს მოდელებს, რომლებიც ეყრდნობა მანქანურ სწავლებას მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე მეწყრის პროგნოზირებისთვის.

კომენტარის დატოვება

მკვლევრები, რომლებიც სტატიებს ჟურნალში Communications Earth & Environment აქვეყნებენ, აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მეწყრის პროგნოზირებისთვის უკეთესი გზის პოვნა შეძლეს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, გაიგონ, რომელი ცვლადები უფრო მეტად გადააქცევს ტერიტორიას მყარი ნიადაგიდან მეწყრად. 

მეწყერი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, მასიური ნალექებიდან მიწის მოძრაობამდე.

მეწყრის უფრო ზუსტად პროგნოზირებისთვის, მკვლევრები ეყრდნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის ტიპს, რომელიც ნათელს ხდის სხვადასხვა რთული ფაქტორების ურთიერთქმედებას.

ისინი AI-ს ჰიმალაის მონაცემების მიხედვით წვრთნიდნენ — ჰიმალაის მთებში ხშირად ხდება მეწყერი მიწისძვრების, ციცაბო ფერდობებისა და ექსტრემალური ამინდების გამო. 

ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელები ისეთივე ზუსტი იყო, როგორც ხელოვნური ინტელექტის უკვე დამკვიდრებული სხვა მოდელები. მაგრამ მკვლევრების თქმით, მათ მოდელს სხვებთან შედარებით ნაკლები გამოთვლითი ძალა სჭირდება და ოპერატორებს საშუალებას აძლევს, მისი ანალიზიდან მეტი ისწავლონ. 

«ისევე, როგორც გაკვეთა და ავტოფსიაა საჭირო სიკვდილის მიზეზის დასადგენად, მეწყრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენაც ყოველთვის საჭიროებს საველე გაზომვებს და ნიადაგის, ჰიდროლოგიური და კლიმატური პირობების ჩანაწერებს, როგორიცაა წვიმის რაოდენობა და ინტენსივობა, რაც ძნელად მოსაპოვებელია ჰიმალაის მსგავს ადგილებში». — თქვა სეულგი მუნმა, UCLA-ს დედამიწის, პლანეტარული და კოსმოსური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი თანაავტორმა. 

მკვლევრების თქმით, ახალი მოდელი შესაძლოა მათ სხვა მოვლენების, მაგალითად, როგორიცაა ტყის ხანძრებისა და მიწისძვრების პროგნოზირებაშიც დაეხმაროს. 

მათივე განცხადებით, ტექნოლოგიას შეუძლია გააუმჯობესოს პროგნოზი ისეთ ადგილებში, როგორიცაა კალიფორნია, სადაც ბოლოდროინდელმა, სავარაუდოდ, ნალექით გამოწვეულმა მეწყრებმა სახლები დააზიანა. 

მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, როდის გახდება, ხელოვნური ინტელექტის მოდელი მეტეოროლოგების ან გეოლოგების მიერ გამოყენებული მთავარი ინსტრუმენტი, მაგრამ ეს ტექნოლოგია სხვადასხვა სფეროში განიცდის პროგრესს. 

ასევე წაიკითხეთ
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.