ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
3 ივლისი 2023, 11:37
2023-07-03
500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს.
Demo Day-ზე 12-მა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ეკოსისტემის წამყვან სტეიკჰოლდერებს, VC ეკოსისტემის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს გააცნო.
500 Georgia-ს 12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები მენტორებთან ერთად ბიზნესის ზრდის, ფონდების მოზიდვისა და ბაზარზე მასშტაბირების სტრატეგიების შექმნაზე მუშაობდნენ. ასევე, სტარტაპების ზრდის მთავარი ინდიკატორების გამოსავლენად ექსპერიმენტებს ატარებდნენ. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მათ უკვე აქვთ მკაფიო ხედვა, თუ როგორ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და მზად არიან პოტენციური ინვესტორების წინაშე წარსდგნენ, რათა მათ საკუთარი იდეები გააცნონ.
Demo Day-ში მონაწილე სტარტაპების სია:
Arena Games არის WEB3-ის თამაშების პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მათ მიერ შექმნილ თამაშებში მარტივად მოახდინონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ინტეგრირება და მიწვდნენ გეიმერების მუდმივად მზარდ საზოგადოებას;
Bilimber საგანმანათლებლო პლატფორმაა მე-8-12 კლასელთათვის, რომელიც მოსწავლეებს გამოცდებისთვის მზადებისა და ონლაინ ტუტორის შერჩევის შესაძლებლობას აძლევს.
DataMind SaaS პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს ეხმარება შეაგროვონ, შეინახონ და მართონ მონაცემები, მოახდინონ რისკების მართვის ავტომატიზაცია. მომგებიანობის გათვლები და მარეგულირებელი ანგარიშგების წარმოება მათ ყოველწლიურად დაახლოებით 10 მლნ დოლარის დაზოგვისა და საოპერაციო ეფექტურობის 10%-ით ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
Dealpad გაყიდვების გუნდებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელსაც იყენებენ კლიენტთა მომსახურების მენეჯერები, რათა მყიდველისათვის შექმნან პერსონალიზებული გამოცდილება.
Emonomy ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ახდენს აუდიტორიის ემოციების გაანალიზებას, რათა განსაზღვროს კამპანიების შედეგები, რაც ეხმარება მარკეტინგის გუნდებს, შექმნან უფრო მეტად ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტები;
Fortu Wealth კერძო საბანკო პლატფორმაა, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს (HNWI) ფინანსების ეფექტურად მართვაში ეხმარება;
Glorri იყენებს ხელოვნური ინტელექტს, სიღრმისეულ მონაცემთა ანალიზსა და ქრაუდსორსინგს, რათა დაეხმაროს კომპანიებს, დაზოგონ თანხები, თავიდან აირიდონ არასწორი კადრების აყვანა და მოახდინონ კადრების შერჩევის პროცესის ტრანსფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს გლობალურ დამსაქმებელ გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას;
Lala პლატფორმაა, რომელიც ეხმარება მომხმარებელს მუსიკის სწავლასა და მუსიკის გაკვეთილების ჩატარებაში;
Murmur ეს არის Google-ის რეკლამების ოფლაინ სამყაროში გადმოტანისთვის შექმნილი ქსელი.
OneApply არის ყველაზე სწრაფი გზა სამუშაოს მაძიებლებისთვის, სხვადასხვა პლატფორმებზე გამოცხადებულ და განთავსებულ ვაკანსიებზე განაცხადი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეიტანონ;
Squares ღონისძიებების ორგანიზების პროცესის ტრანსფორმაციას ახდენს. ის სამუშაო გარემოს მოქნილობას უზრუნველყოფს. მომხმარებელს კი აძლევს წვდომას 1500-ზე მეტ ლოკაციაზე, სადაც მათ შეუძლიათ იმუშაონ, შეხვდნენ ახალ ადამიანებს და შექმნან სხვადასხვა პროექტები.
Uteach ამარტივებს კურსის შექმნისა და სტუდენტებთან კომუნიკაციის პროცესს, რაც დროის დაზოგვას უწყობს ხელს. მრავალენოვანი მხარდაჭერისა და გლობალური გადახდების სისტემების იმპლემენტაციის შედეგად, Uteach მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას ახდენს.
Demo day-ის ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფმა პანელური დისკუსიის ფარგლებში საკუთარი შეხედულებები გააზიარეს განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციების მოზიდვის შესახებ, ისეთ ადგილებში, როგორიცაა: კავკასია და ცენტრალური აზია. ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკს, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული ოთხწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.
500 Georgia-ს ფარგლებში, რამდენიმე ათეულმა სტარტაპმა ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან უკვე მიიღო მონაწილეობა სტარტაპების გადამზადების 12 კვირიან ინტენსიურ პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ წელს 500 Georgia-ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან შეიტანეს. მათ შორის იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, უზბეკეთიდან, ბალტიის ზღვისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან.
ინფორმაციისთვის, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე მიღება დაიწყო. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.