ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოს ბანკი რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების ანგარიშებს დახურავს

საქართველოს ბანკი სამუშაო 5 დღეში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების ნაწილს ანგარიშებს დაუხურავს. 

კომენტარის დატოვება
საქართველოს ბანკი რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების ანგარიშებს დახურავს

საქართველოს ბანკი სამუშაო 5 დღეში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების ნაწილს ანგარიშებს დაუხურავს. 

მათ ბანკისგან სმს დღეს მიუვიდათ, რომლის ტექსტშიც ნათქვამია: 

«გაცნობებთ, რომ საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებითა და მის შიდა პოლიტიკაზე დაყრდნობით, თქვენი ანგარიში 5 სამუშაო დღეში დაიხურება. გთხოვთ, გაიტანოთ თანხა ანგარიშის ვადის გასვლამდე». 

ტელეგრამ ჯგუფებში რუსეთისა და ბელარუსის საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ანგარიშების დახურვა შესაძლოა მათ მიერ კრიპტბირჟებზე განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდებოდეს. 

dev.ge-ს საქართველოს ბანკში დაუდასტურეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ნამდვილად იქნა მიღებული, თუმცა, კომპანიაში დამატებით არაფერს ამბობენ, მათ შორის, არ პასუხობენ კითხვას, ანგარიშების დახურვას პოლიტიკური საფუძვლები აქვს თუ მართლაც უკავშირდება კრიპტოვალუტას. 

ანგარიშის დახურვის მიზეზებს არც მათ მფლობელებს უხსნიან. 

რამდენიმე თვის წინ რუსულმა ფირმა Register In Georgia-მ თავის კლიენტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და დაასკვნა, რომ საქართველოს ბანკი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ანგარიშებს, მათი აღდგენის პერსპექტივის გარეშე, კრიპტოვალუტაში ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელების გამო ბლოკავს. 



ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.