ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

500 Global-მა 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლა 

14 დეკემბერს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, 14 დეკემბერს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას — Demo Day-ს უმასპინძლა.

კომენტარის დატოვება

5 ქვეყნის 10 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი კომპანიები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებისთვის, ვენჩურული კაპიტალის მქონე საზოგადოების, ბიზნეს და მედია წარმომადგენლებისთვის.

Demo Day შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, დაამყარონ ღირებული კავშირები, რაც მათ ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. 

ამასთან, Demo Day-ს ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლორენს ჩუ, Global Tech M&A at Goodwin-ის თანათავმჯდომარე, ერთან ქანი, Multiple Capital-ის მმართველი პარტნიორი, კორტნი პოველი, 500 Global-ის მმართველი ოპერაციული მენეჯერი (COO) და ფარუქ ალიევი, Pasha Holding-ის ინოვაციების მიმართულების დირექტორი. პანელის მოდერატორი იყო მაიკ ბუჩერი, TechCrunch-ის რედაქტორი. 

  • 500 Georgia-ს მეექვსე ნაკადისთვის სტარტაპების  შერჩევა უკვე დაიწყო. მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე. 

500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპები არიან:

  • Awork — საქართველო: Awork-ი არის შესაძლებლობა ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლებისთვის, აღმოაჩინონ მათთვის იდეალური შეთავაზება ერთი «სვაიფით», მეორე მხრივ კი, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, გაზარდონ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ცნობადობა;
  • Beep — აზერბაიჯანი: გაზარდე პროდუქტიულობა Beep-თან ერთად, გააზიარე სურათები და უკუკავშირი თითის ერთი დაჭერით;
  • GoDays — ყაზახეთი: იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა უზრუნველყოს თანამშრომლების «გადაწვის» პრევენცია და მოახდინოს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, რათა მისცეს მათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი;
  • HopShop — სომხეთი: HopShop ახდენს მოდისგან მიღებული ინსპირაციის მონეტიზაციას, რისთვისაც ქმნის ონლაინ მაღაზიებს ინსტაგრამ ინფლუენსერებისთვის და აძლევს მათ შესაძლებლობას, გააფორმონ პარტნიორობები, როგორც სელერებთან, ასევე ბრენდებთან;
  • My AI — ავსტრია: გამოიმუშავე და გამოიყენე ლოიალობის ქულები სხვადასხვა ბრენდებში, დაცული ბლოკჩეინ პლატფორმის მეშვეობით;
  • OHMYSYNT — სომხეთი: ბრენდებისთვის შექმნილი, პერსონალიზებული AI კონტენტი
  • Perkskit — აზერბაიჯანი: SAAS პლატფორმა, შექმნილი დასაქმებულთა ბენეფიტების მენეჯმენტისთვის;
  • Porte — ყაზახეთი: ციფრული «კონსიერჟი» სასტუმროებისთვის;
  • STORI — საქართველო: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მარკეტინგული კონტენტის ავტომატიზაციისთვის შექმნილი ხელსაწყო;
  • UniSub — საქართველო: გადახდების პლატფორმა, რომელიც ყოველთვიური წევრობის გადასახადს კრიპტო ვალუტაში იღებს. 

ჩატარებული 5 ნაკადის ფარგლებში, 60-ზე მეტ სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში, მათ შორის იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან და სხვა. 

2022 წელს, საქართველოს ბანკს, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ოთხწლიანი პარტნიორობა გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს თბილისში წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს.

500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა.

დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და «exited» კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

10 სტარტაპი რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა
10 სტარტაპი, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა
თემის მიხედვით
10 სტარტაპი, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა

ასევე წაიკითხეთ
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე თქვა. 
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტის, Biliki.AI-ის ფუნქციონალი განახლდა
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტის, Biliki.AI-ის ფუნქციონალი განახლდა
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტის, Biliki.AI-ის ფუნქციონალი განახლდა
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტი, Biliki.AI მომხმარებლებს განახლებულ ფუნქციონალს სთავაზობს — უფრო სწრაფი და ჭკვიანი სამოგზაურო რეკომენდაციებით ტურის დაგეგმვის სიჩქარე 5 წამამდე შემცირდა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.