ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
3 ნოემბერი 2022, 21:46
2022-11-03
4-წლიანი აკრძალვის შემდეგ Tumblr სიშიშვლეს აბრუნებს
4-წლიანი აკრძალვის შემდეგ Tumbler სიშიშვლეს აბრუნებს.
კომპანიის განცხადებით, დასაშვები კონტენტი შეიძლება შეიცავდეს სიშიშვლეს, გამომწვევ ფოტოებსა და GIF-ებს, თუმცა, სექსუალური აქტების ვიზუალური გამოსახულებები კვლავ აკრძალვად შენარჩუნდება.
«ჩვენ მივესალმებით გამოხატვის თავისუფლებას, კრეატიულობასა და ხელოვნების უფრო ფართო სპექტრს Tumblr-ზე, მათ შორის კონტენტს, რომელიც ასახავს ადამიანის ფორმებს (დიახ, ამაში შედის შიშველი სხეულიც)». — განაცხადა კომპანიამ 1-ლ ნოემბერს.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ ვერა Tumblr წარმატებულად გაფილტროს ახლად დაშვებული სიშიშვლე, ზრდასრულთა კონტენტი და სამართლიანობის სრული დაცვით წაშალოს პოსტები, რომლებიც იქნება, მათი აზრით, ზღვარგადასული და შეეწინააღმდეგება კომპანიის წესებს.
Tumblr-მა მომხმარებელთა, დაახლოებით, მესამედი მას შემდეგ დაკარგა, რაც 2018 წელს გამოაცხადა, რომ კრძალავს სიშიშვლის ამსახველ «აშკარა» პოსტებს. საგრძნობლად შემცირდა მომხმარებელთა აქტიურობა. იკლო გაზიარებებისა და «რეაქციების» რაოდენობამ.
«ინტერნეტში ნამდვილად არ არის საიტების დეფიციტი, რომლებიც შეიცავს შინაარსს ზრდასრულთათვის. ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მისაღები გარემოს შექმნა». — წერდა ჯეფ დონოფრიო, იმ დროისთვის Tumblr-ის აღმასრულებელი დირექტორი, 2018 წლის 3 დეკემბერს, როცა შეზღუდვებს აანონსებდა.
2018 წლის განცხადებაში დონოფრიო იმასაც ამბობდა, რომ Tumblr იყენებდა ავტომტიზებულ ინსტრუმენტებს ზრდასრულთა კონტენტისა და ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, რათა პლატფორმა კონტროლირებადი ყოფილიყო. მისივე თქმით, ამ ინსტრუმენტებმა ვერ გაამართლეს მოლოდინი, ვერ შეძლეს კონტენტის სამართლიანად გაფილტვრა და სწორედ ეს გახდა აკრძალვების მიზეზი.
«ავტომატური სისტემა მართლაც ძალიან ცუდი იყო». — ამბობს კეისი ფილსერი, კოლორადოს უნივერსიტეტის საინფორმაციო მეცნიერების ასოცირებული პროფესორი.
იშლებოდა პოსტებიც, რომლებიც არ იყო სიშიშვლის ან ისეთი რამის ამსახველი, რაც ეწინააღმდეგებოდა კომპანიის წესებს. პროფესორმა ფილსერმა აღნიშნა, რომ ლგბტქ პოსტები ხშირად იყო მონიშნული, როგორც შეუსაბამო. ადამიანებმა, რომელთაც სურდათ გაეზიარებინათ თავიანთი გენდერული ისტორიები, ცვლილებები, აღმოაჩინეს, რომ Tumblr ამის საშუალებას არ აძლევდა.
Tumblr-ის მფლობელობა სამჯერ შეიცვალა. ის 2007 წელს დევიდ კარპმა დააარსა. 2013 წელს საიტი 1.1 მილიარდ აშშ დოლარად Yahoo-მ იყიდა. 2017 წელს Verizon-მა იყიდა Yahoo და მასთან ერთად Tumblr-იც. 2019 წელს Verizon-მა Tumblr მიჰყიდა Automattic-ს, WordPress.com-ის დედა კომპანიას, 3 მილიონ დოლარად.
კომპანიის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, აღმოვაჩენთ, რომ ბოლო პერიოდში დაბრუნდა ინტერესი Tumblr-ის მიმართ. 135 მილიონი ყოველთვიური მომხმარებლიდან 48% Z თაობის წარმომადგენელია.
Tumblr, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, უფრო ეგალიტარულია. თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი ანგარიშების დაკავშირება რეალურ სახელებთან. იშვიათად შეხვდებით დასპონსორებულ პოსტებს. მაგალითად, ინსტაგრამისგან განსხვავებით, მომხმარებლები არ ცდილობენ პლატფორმით ფულის გამომუშავებას.
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
DataReportal: სოციალური მედიის სტატისტიკა საქართველოში 2023 წელს
2023 წლის იანვარში საქართველოში სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებს 3,05 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა — ამის შესახებ DataReportal-ის 2023 წლის ანგარიშში წერია.