ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაHow To
10 მარტი 2023, 12:21
2023-03-10
2023 Survival Kit — 10 კურსი, რათა გაუმკლავდეთ სტრესს და იპოვოთ სიმშვიდე
«იდეალურობის ქარიშხლის» გავლა, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიო მოიცვა, უფრო ადვილია, როდესაც მორალურად და ემოციურად მყარად ხარ. შევაგროვეთ 10 კურსი და მასტერ-კლასი, რომელიც დაგეხმარებათ ფრთხილად და მზრუნველბით მოეპყროთ საკუთარ თავს.
თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სტრესის დასაძლევად, ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და პროდუქტიულობის გასაზრდელად. გარდა ამისა, სწორად და ხარისხიანად ძილსა და თვითგამოხატვას გასწავლიან.
ეს კურსი არის ხედვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მოძრაობისა და ფიზიკური აქტივობის გზით. გაკვეთილებს ატარებს რობინ არზონი, ფიტნეს-ექსპერტი და ამერიკული კომპანია Peloton-ის მთავარი ინსტრუქტორი ვარჯიშისთვის ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესაქმნელად.
20 წლის ასაკში მან შეიარაღებული თავდასხმა გადაიტანა და სწორედ სპორტი დაეხმარა, გადაელახა ეს ტრავმა. ახლა ის სხვებს ასწავლის, როგორ გაიუმჯობესონ საკუთარი ცხოვრება მოძრაობის საშუალებით და როგორ გამოიყენონ გამძლეობისა და ძალის პრინციპები ცხოვრების ყველა სფეროში.
Robin Arzón, Teaches Mental Strength-ის მასტერკლასის ავტორი:
ფასი: €16 თვეში ან სერვისის წლიური გამოწერა €192-ად, გაძლევთ შეუზღუდავ წვდომას ყველა კლასსა და ახალ კლასზე, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება.
კარგი ძილის გარეშე მენტალური ჯანმრთელობა არ არსებობს. კურსის მენტორი — მეთიუ უოკერი, ნეირომეცნიერების პროფესორი და ფსიქოლოგი, ადამიანის ძილის კვლევის ცენტრის დირექტორი. თავის მასტერკლასზე ის გაგიზიარებთ ძილის მეცნიერულ საფუძვლებს და დაგეხმარებათ გააკეთოთ ისე, რომ ძილის ხარისხი და რაოდენობა გაიზარდოს.
რამდენიმე თემა, რომლებსაც მასტერკლასზე განიხილავენ:
როგორ მუშაობს ძილი
როგორ გავლენას ახდენს კვება ძილზე
როგორი გავლენა აქვს ძილს კოგნიტიურ უნარებზე
რა არის ძილი
როგორ გავაუმჯობესოთ ძილი
Matthew Walker, «Teaches the Science of Better Sleep» მასტერკლასის ავტორი:
ფასი: €16 თვეში ან სერვისის წლიური გამოწერა €192-ად, გაძლევთ შეუზღუდავ წვდომას ყველა კლასსა და ახალ კლასზე, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება.
კურსი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენი ცხოვრების მიმართულებაზე, ასევე, დაძაბულობისა და სტრესის მდგომარეობიდან მშვიდობასა და სიხარულზე გადახვიდეთ. სწავლისთვის არ არის საჭირო იყო გამოცდილი იოგი, უბრალოდ მზად უნდა იყოთ მოძრაობისთვის.
პროგრამა შედგება ოთხი 45-წუთიანი გაკვეთილისგან. თითოეული იწყება სუნთქვითი ვარჯიშებით, შემდეგ გადადის პოზების თანმიმდებრულ გაკეთებაზე, სრულდება შავასანის მწოლიარე მდგომარეობაში მედიტაციით.
კურსის წამყვანი — რებელა ჩაბოტი. 25 წელია იოგით არის დაკავებული, აქედან 12 წელია მას მოსწავლეებს ასწავლის.
«რებეკა უძღვება იოგას სხვადასხვა გაკვეთილს, რომლებიც კვებავს სულს და აძლიერებს გონებასა და სხეულს. რებეკასთან გაკვეთილების შემდეგ ყოველთვის თავს უფრო მსუბუქად და განათებულად ვგრძნობ თავს. ძალიან ვუწევ რეკომენდაციას!» — ნათქვამია ერთ-ერთ მიმოხილვაში.
მაქსიმალურად მოცულობითი კურსია, რომელიც გაგიზიარებთ 300 პრაქტიკას, როგორ გაუმკლავდეთ სტრესს.
ინსტრუქტორი ითხოვს, რომ კურსს სერიოზულად მიუდგეთ: არ შეიძინოთ კურსი იმპულსურად, არამედ გააზრებული არჩევანი გააკეთოთ. და თუ ამ კურსის გავლას გადაწყვეტთ, აქტიურად ჩაერთოთ მუშაობაში — შეასრულოთ დავალებები, მონაწილეობა მიიღოთ განხილვებში, შეავსოთ სამუშაო რვეულები.
«ეს შესანიშნავი კურსი იყო. ცოტა ფეხს ვითრევდი და კოვიდის დროს დავიწყე. სიმართლე გითხრათ, ძალიან დამეხმარა საკუთარ სტრესსა და გარშემო დაძაბულობას გავმკლავებოდი. დიდი მადლობა ყველა ღირებული ცოდნისთვისა და 24/7-ზე მხარდაჭერისთვის. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს», — ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
დოქტორი და მედიცინის პროფესორი ჯონ კაბატ-ზინი 40 წელზე მეტია ცნობიერების პრაქტიკებს სწავლობს. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სამკურნალო მიზნებისთვის მედიტაციის პრაქტიკის გამოყენების წინადადება წამოყენა. თავის მასტერ-კლასზე ჯონი ისაუბრებს, როგორ გახადოთ მედიტაცია ყოველდღიური რუტინის ნაწილი, როგორ განავითაროთ ცნობიერების პრაქტიკა სწორად, რა ინსტრუმენტებმა შეიძლება შეამცირონ სტრესი და დაამშვიდონ აზრები — და როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა თქვენს ჯანმრთელობაზე იქონიოს გავლენა.
Jon Kabat-Zinn, Teaches Mindfulness and Meditation-ის მასტერკლასის წამყვანი:
ვერასდროს გახდებით დედა ტერეზა. ვერასდროს იქნებით დალაი-ლამა. არასდროს გახდები ის, ვინც თქვენი გმირი ან გურუა. ერთადერთი შანსი, რომელიც გაქვთ, — იყოთ საკუთარი თავი. პატარა შანსიც კი არ გაქვთ დალაი-ლამა გახდეთ. მაგრამ გაქვთ შანსი საკუთარი თავი გახდეთ.
ფასი: €16 თვეში ან სერვისის წლიური გამოწერა €192-ად, გაძლევთ შეუზღუდავ წვდომას ყველა კლასსა და ახალ კლასზე, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება.
გიფიქრიათ იმაზე, როგორ არ შეგეშინდეთ თვითგამოხატვის, გახდეთ უფრო თავდაჯერებული და საუკეთესო ცხოვრებით იცხოვროთ? ეს მასტერ-კლასი დაგეხმარებათ.
რუპოლი — დრაგქვინი, ტელეწამყვანი, მსახიობი, მოდელი და პრემია ემის მფლობელი. თუ თვითგამოხატვაზე ყევლაფერი არა, ბევრი რამ მაინც იცის — დრაგ-ქვინების სუბკულტურა პოპ-კულტურად აქცია, მთელ მსოფლიოში უამრავი თავყვანისმცემლით. თავის მასტერკლასში ის აზიარებს თავის შეხედულებას თვითრეაზიალიზაციაზე: შინაგანი სიმართლის პოვნიდან საკუთარი «მე“-ს გამოხატვამდე.
ფასი: €16 თვეში ან სერვისის წლიური გამოწერა €192-ად, გაძლევთ შეუზღუდავ წვდომას ყველა კლასსა და ახალ კლასზე, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება.
კურსი მაინდფულზე, რომელიც მუშაობაში დაგეხმარებათ. აქ ცნობიერების ათ პრაქტიკას აღმოაჩენთ, რომლებსაც თუ მიჰყვებით შეგიძლიათ აამაღლოთ თქვენი პროდუქტიულობა, შეწყვიტოთ საქმეების გადადება და მნიშვნელოვანზე კონცენტრირდეთ.
რაზე ისაუბრებთ კურსზე:
როგორ იგრძნოთ თავი უფრო მოტივირებულად საკუთარი მიზნების მიღწევაში
როგორ შევამციროთ სტრესი არაპროდუქტიულობის შეგრძნებისგან.
როგორ კონცენტრირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე
როგორ განაგრძოთ მუშაობა, როდესაც წინააღმდეგობებს აწყდებით
როგორ დაიწყოთ და დაასრულოთ დღე პოზიტიურად.
პედაგოგი — ფსიქოლოგი და პროგრამული უზრუნველყოფის კონსულტანტი კრის ვორფოლკი — 9 წიგნის ავტორი. Udemy-ზე უკვე 70 ათასზე სტუდენტს ასწავლა. სპეციალიზირებულია კარიერული ქოუჩინგის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრებისეული სიმყარის სფეროში.
თუ გრძნობთ საკუთარ თავში საკმარის რესურსს, რომ არამხოლოდ გაუმკლავდეთ სტრესს დამოუკიდებლად, არამედ სხვასაც დაეხმაროთ — ეს კურსი თქვენთვისაა. აქ ისწავლით პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების საფუძვლებს, მოგცემენ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს დროული დახმარების გასაწევად სტრესის, ე.წ. გადაწყვის, ემოციური აშლილობის და სხვა პრობლემების დროს, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.
კურსზე შეიძენთ რამდენიმე უნარს:
როგორ დაამშვიდოთ სწრაფად ადამიანი და როგორ დაუბრუნოთ საღად აზროვნების უნარი
როგორ გამოიყვანოთ ადამიანი პანიკის ან შფოთვითი შეტევიდან და თავიდან აიცილოთ მისი განმეორება.
როგორ დაეხმაროთ ადამიანს მის ცხოვრებაში სტრესის მთავარი ფაქტორების გამოვლენაში და მათთან გამკლავებაში.
როგორ აიცილოთ თავიდან, რომ სტრესი ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემად არ გადაიქცეს
როგორ დაუჭიროთ მხარი ადამიანს, რომელსაც პროფესიოანლის დახმარება სჭირდება.
როგორ განავითაროთ პოზიტიური სამუშაო კულტურა, რომელიც შეამცირებს სტრესს სამუშაო ადგილზე და ხელს შეუწყობს პროდუქტიულობას.
კურსის შინაარსი დაფუძნებულია Human Givens-ის ფსიქიატრიულ მიდგომაზე, რომელიც მკურნალობის მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებს მოიცავს.
ამ კურსზე ასწავლიან კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის პრინციპებს, სტრატეგიებსა და უნარებსა და პოზიტიურ ფსიქოლოგიას, უზრუნველყოფს ძირითადი ინსტრუმენტებით ცხოვრებისთვის «შიგნიდან გარეთ» და არა პირიქით.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაიგებთ, როგორ აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ აზრებზე, ემოციებსა და ქმედებებზე — გარე ფაქტორები აღარ იმოქმედებენ თქვენს განწყობასა და მდგომარეობაზე.
რას ისწავლით:
პოზიტიური ფსიქოლოგიის და კოგნიტური-ქცევითი თერაპიის სტრატეგიებს.
თვითდამშვიდების ინსტრუმენტებს
კოგნიტური ქცევითი თერაპიის ინსტრუმენტებს ნეგატიურ გრძნობებთან გამკლავებისა და დაძლევისთვის.
კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის გამოყენებას, რათა ნეგატიური სცენარები პოზიტიურით შეცვალოთ.
«ეს კურსი კარგად ხსნის პოზიტიური ფსიქოლოგიის პრინციპებს და იმას, როგორ გამოვიყენოთ ისინი კვლევაზე დაფუძნებულ კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის თეორიაში. მადლობა შესანიშნავი კურსისთვის», — ამბობს ერთი სტუდენტი.
კურსის პედაგოგი — როჯერ კეი ალენი, ფსიქოლოგი, მენეჯმენტ-კონსულტანტი, ხელმძღვანელების ტრენერი და ქოუჩი ლიდერობის სფეროში 30-წლიანი გამოცდილებით.
ფასი: კურსზე მოქმედებს 82%-იანი ფასდაკლება, ფასდკლებული ღირებულება — €16.99, ჩვეულებრივი ღირებულება — €94.99
კურსი სამუშაო ადგილზე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ: უნივერსალური სახელმძღვანელო მენეჯერებისთვის
თუ გინდათ, კომპანიისთვის საუკეთესო მენეჯერი გახდეთ — ეს კურსი თქვენთვისაა. კურსი გაგიზიარებთ, როგორ იზრუნოთ საკუთარი თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე და შეუქმნათ კომფორტული, ღია და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
რას გასწავლიან კურსზე:
იმის გაგებას, რატომ ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები თანამედროვე ხელმძღვანელებისთვის № 1 პრობლემა
შეამციროთ თანამშრომლების უკმაყოფილება და კადრების გადინება
დაადგინოთ მთელი რიგი მენტალური დაავადებები და იცოდეთ როგორ შესთავაზოთ მხარდაჭერა ადამიანებს
ებრძოლოთ სტიგმასა და შეცვალოთ დამოკიდებულება
გუნდის პროდუქტიულობის გაზრდას
აი, რას ამბობენ სტუდენტები, რომლებმაც კურსი გაიარეს:
ბევრი რამ მივიღე. მომეწონა გუნდის წევრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერის გზებისა და საშუალებების გაცნობა, რადგან ეს ინსტრუმენტები ფართოდ გამოიყენება.
ეს ძალიან ინფორმაციული კურსია. ის აქრობს ბევრ გავრცელებულ არასწორ წარმოდგენას და გაძლევს მნიშვნელოვან რჩევებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას.
ფასი: ღირებულება: კურსზე მოქმედებს 82%-იანი ფასდაკლება, ფასდკლებული ღირებულება — €16.99, ჩვეულებრივი ღირებულება — €94.99
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა.
აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
ავტორი: სერგი ბუინი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
გამარჯობა, მე ვარ სერგი და ამ სტატიაში მსურს AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირების გავლის გამოცდილება გაგიზიაროთ.
უკვე 7 წელია, DevOps/Cloud/Systems Engineer-ზე ვმუშაობ, აქედან დაახლოებით 3 წელია, Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და ახლა კომპანია Yalantis-ში DevOps Competency Lead-ის პოზიციას ვიკავებ.
ამ სტატიაში მინდა განვიხილო, რა სერტიფიცირებებს იძლევა AWS, რატომ არის ისინი საერთოდ საჭირო, რა ღირს და როგორ მოვემზადოთ ისე, რომ გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბაროთ და გამოცდის გავლის დროს დამატებით 30 წუთი მიიღოთ.