ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

19 ნოემბერს Ad Summit Tbilisi 2023 გაიმართება

პირველად ქართული ციფრული მარკეტინგის სამყაროში — 19 ნოემბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში Ad Summit Tbilisi 2023 ჩატარდება.

კომენტარის დატოვება
19 ნოემბერს Ad Summit Tbilisi 2023 გაიმართება

პირველად ქართული ციფრული მარკეტინგის სამყაროში — 19 ნოემბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში Ad Summit Tbilisi 2023 ჩატარდება.

პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიების გამოცდილებას 350-ზე მეტი დამსწრე, 15-მდე სპიკერი, 20-მდე მასტერკლასი და 15-მდე პარტნიორი კომპანია შექმნის.

სამიტი ძირითადად ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე იქნება ფოკუსირებული, ამიტომ ღონისძიებაზე ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები ისაუბრებენ:

  • ციფრულ მარკეტინგზე;
  • ელექტრონულ კომერციაზე;
  • ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე;
  • ბრენდ დიზაინზე;
  • კონტენტ მარკეტინგზე;
  • ინფლუენსერ მარკეტინგზე.

მთელი დღის განმავლობაში 400-მდე ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, 15-მდე ქართველი სპიკერის გამოსვლას დაესწროს, რომლებიც სფეროს ირგვლივ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

კონფერენციის გენერალური სპონსორია: საქართველოს ბანკი, ასევე პარტნიორები არიან: m2, University Alterbridge, Noxtton, MEGOBARI, Wii Design Studio, Academy of Digital Industries, marketer.ge, Kettari Foundation, CASE.

Ad Summit-ის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან: ელენე ბიბილეიშვილი, გიგი კურტანიძე, ალექსანდრე ჩომახიძე.

მათ სახელს  ციფრულ მარკეტინგში მრავალწლიანი გამოცდილება, ასეულობით გადამზადებული სტუდენტი და  ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით განხორციელებული პროექტები უკავშირდება.

  • დაინტერესების შემთხვევაში ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ.


ასევე წაიკითხეთ
Viber: როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები და გავზარდოთ გაყიდვები საკომუნიკაციო აპლიკაციებით
Viber: როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები და გავზარდოთ გაყიდვები საკომუნიკაციო აპლიკაციებით
Viber: როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები და გავზარდოთ გაყიდვები საკომუნიკაციო აპლიკაციებით
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
ტექნოლოგიების სფეროს ორ ყველაზე პოპულარულ და საინტერესო განსახილველ საკითხად, ამჟამად, ხელოვნური ინტელექტი და ჩიპები ითვლება. ამ კუთხით პირველობისთვის უამრავი გიგანტი კომპანია იბრძვის, რაც თემის აქტუალურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ლოგიკურია, რომ ბაზარზე უამრავი კომპანია თუ პლატფორმა ჩნდება, რომელიც საკუთარი ბიზნესისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. სწორედ ასეთი ქართული AI აპლიკაციაა STORI, რომელიც მომხმარებლებს ბრენდირებული კონტენტის შექმნაში ეხმარება.
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძის ციფრული მარკეტინგის ფეისბუქ ჯგუფი 10 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. მათი უმეტესობა სწორედ ციფრული მარკეტერია, ისევე, როგორც ალექსანდრე. ისინი სვამენ კითხვებს, აზიარებენ თავიანთ ცოდნას ან პრობლემებს და სხვებს მათ გადაჭრაში ეხმარებიან. ალექსანდრე, რომელმაც თავი პროფესიონალებს მოუყარა, ამბობს, რომ მიზანი ამ სფეროში არსებული არასწორი მიდგომების გამოსწორება იყო.  dev.ge-მ მას საქართველოს დიჯითალ საზოგადოებაში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ ჰკითხა. 
ღირს თუ არა Facebook-ის ლურჯი ნიშნის ყიდვა — ქართველი მომხმარებლების გამოცდილება
ღირს თუ არა Facebook-ის ლურჯი ნიშნის ყიდვა — ქართველი მომხმარებლების გამოცდილება
ღირს თუ არა Facebook-ის ლურჯი ნიშნის ყიდვა — ქართველი მომხმარებლების გამოცდილება
2023 წლის მარტში Meta-მ ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს ფასიანი ვერიფიკაცია შესთავაზა. ზაფხულში სერვისი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა. თვეში $11.99-ად ვებზე და $14.99-ად მობილურზე მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთ პროფილებს დამაჯერებლობა და დაცულობა შემატონ.  ლურჯი  ნიშნის მიღებას ვერიფიკაცია და ვინაობის პირადობის მოწმობით დადასტურება სჭირდება. ბენეფიტები კი, Meta-ს თანახმად, გაზრდილი აუდიტორია, ყალბი ანგარიშების შექმნისგან დაცვა და მომხმარებლის მხარდაჭერასთან პირდაპირი და სწრაფი წვდომაა.  ლურჯი ნიშანი ფეისბუქის აქტიურმა ქართველმა მომხმარებლებმაც შეიძინეს. ჩვენ რამდენიმე მათგანს მათი გამოცდილებების შესახებ ვკითხეთ.  შეფასებები არაერთგვაროვანია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.