ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

17 დეკემბერს მედიალაბი გეიმდეველოპერულ კონფერენციას უმასპინძლებს

17 დეკემბერს მედიალაბი გეიმდეველოპერულ კონფერენცის უმასპინძლებს, სადაც გეიმდეველოპერები, მათ შორის, მოწვეული უცხოელი სტუმრები, ჩაატარებენ მასტერკლასებს და დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

კომენტარის დატოვება

გეიმდეველოპერების კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. 

მედიალაბის ხელმძღვანელი, რუსუდან ჩაჩანიძე dev.ge-ს ეუბნება, რომ ღონისძიების მიზანი ქართველი დეველოპერების ნამუშევრების პოპულარიზაციაა. 

რუსუდან ჩაჩანიძე
«ამ შინაარსის ღონისძიებას ვაკეთებთ პირველად. კონფერენციის მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოს ქართველი დეველოპერების ნამუშევრებს და ხელი შევუწყოს მათ დაახლოებას უცხოელ დეველოპერებთან. გარდა ტრენინგებისა, შეხვედრა მოიცავს ქართული game სტუდიების თამაშების გამოფენას და networking აქტივობებს». 

კონფერენციაზე მასტერკლასები ჩატარდება 3D-ის, VFX-ის, გეიმ-დიზაინის, Unity-ისა და UE5 -ის მიმართულებებით. სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და ითამაშონ ქართველი გეიმდეველოპერების ნამუშევრები და გაუზიარონ მათ უკუკავშირი.

რუსუდან ჩაჩანიძე
«გეიმ ჯემებისგან განსხვავებით, ჩვენს ღონისძიებაზე ჩატარდება სხვადასხვა მასტერკლასი. სპეციალურად ამ კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები გაუზიარებენ დამსწრეებს თავიანთ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, როგორ დააინტერესონ ინვესტორები და ფაბლიშერები, რა სტანდარტებია ზოგადად მსოფლიოში, როგორ დაუმეგობრდნენ სხვადასხვა დეველოპერულ სტუდიებს და ა.შ». — ამბობს ის. 

ღონიძიება ორი ნაწილისგან შედგება: მასტერკლასები და თამაშების გამოფენა. ორივე დღეს იქნება სხვადასხვა მასტერკლასი, მაგალითად 3D მოდელირება, Unreal Engine, ვიზუალური ეფექტები Ue, Game Design-ი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე, სადაც სულ ექვსი თამაში იქნება გამოფენილი, სტუმრებს ქართული თამაშების დატესტვის საშუალებაც ექნებათ. 

აქ შენ ქმნი სამყაროს — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
«აქ შენ ქმნი სამყაროს» — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
თემის მიხედვით
«აქ შენ ქმნი სამყაროს» — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები

ასევე წაიკითხეთ
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება 
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება 
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება 
8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მორიგი კონფერენცია გაიმართება. დაისმება კითხვა — How? როგორ? რა თქმა უნდა, კონფერენციის მონაწილეები პასუხების გაცემასაც შეეცდებიან. 
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
Surge Summit — Startup Georgia 5-7 სექტემბერს მასშტაბურ ტექ კონფერენციას გამართავს
Surge Summit — Startup Georgia 5-7 სექტემბერს მასშტაბურ ტექ კონფერენციას გამართავს
Surge Summit — Startup Georgia 5-7 სექტემბერს მასშტაბურ ტექ კონფერენციას გამართავს
5-7 სექტემბერს, თბილისში ტექნოლოგიური სექტორის 2000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი, მათ შორის ინვესტორები და ვენჩორული ფონდები  შეიკრიბებიან. კონფერენციას Surge Summit ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად წარმოგიდგენთ ჩეხეთის საინვესტიციო ფონდი — Presto Ventures.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.