ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
28 თებერვალი 2024, 13:10
2024-02-28
AI ფორუმს მართავს რუსული კომპანია, რომელიც ირიბად KGB-სთან თანამშრომლობს
OpenTalks.AI — ასე ჰქვია ღონისძებას, რომელიც 6-7 მარტს თბილისში, Axis Pullman-ში იმართება და რომელიც რუსული კომპანია IP Laboratory-ის მიერ ორგანიზებული. IP Laboratory აღნიშნავს, რომ OpenTalks მათი მთავარი ღონისძიებაა.
აღწერის თანახმად, Open Talks 2018 წლიდან ტარდება, 5000-ზე მეტ პროფესიონალს კრებს და არის წამყვანი კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ რუსეთში.
ვებ გვერდის მიხედვით, ორგანიზატორი კომპანია IP Laboratory-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იგორ პივოვაროვია. პივოვაროვი ასევე მუშაობს რუსულ კომპანია MIPT-ში — არის მისი მთავარი AI ანალიტიკოსი.
მის პერსონალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, MIPT ამზადებს ანალიტიკურ ანგარიშებს ხელოვნური ინტენექტის შესახებ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში (www.aiReport.ru).
IP Laboratory-ის კლიენტებს შორის არიან:
Yandex, რომელიც არაერთხელ დაადანაშულეს რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში;
ასევე, mail.ru.
სბერბანკი — რუსული ბანკი, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა სანქციები დააკისრა.
კიბერუსაფრთხოების რუსული კომპანია Kaspersky, რომლის დამფუძნებელიც ნატალია კასპერსკაიაა და რომელიც ФСБ-ს კიბერუსაფრთხოების დანაყოფებთან მუშაობს. მისი ქმარი, მისი და Kaspersky-ის თანადამფუძნებელი ევგენი კასპერსკი სწორედ ФСБ-ს თანამშრომელი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ OpenTalks.AI-ის — ღონისძების გამომსვლელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. თუმცა, სპიკერებს შორის ქართველიც არის — შოთა ღვინეფაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი.
«თავისუფალ უნივერსიტეტში» აცხადებენ, რომ შოთა ღვინეფაძის სახელი ორგანიზატორებმა დღის წესრიგში თვითნებურად ჩაწერეს და რომ უკვე მიმართეს წაშლის მოთხოვნით.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.