12 საუკეთესო “ბნელი” და განწყობის შემქმნელი Android თამაში
წარმოგიდგენთ 12 საუკეთესო ‘ბნელ» Android თამაშს, რომელიც მოგანიჭებთ უდიდეს სიამოვნებას და საოცარ სათამაშო გამოცდილებას.
წარმოგიდგენთ 12 საუკეთესო ‘ბნელ» Android თამაშს, რომელიც მოგანიჭებთ უდიდეს სიამოვნებას და საოცარ სათამაშო გამოცდილებას.
მოთაამშეების აზრით, Badland უფრო ორიგინალური და სასიამოვნო თამაშია, ვიდრე Flappy Bird-ი.
თამაშის მექანიკა მარტივია, ეს არის sidescroller თავგადასავალი, სადაც თქვენ უნდა დააჭიროთ არსებას, რომ გაფრინდეთ და გადალახოთ დაბრკოლებები ბნელ ტყეში.
თუმცა, Flappy Bird-ისგან განსხვავებით, Badland ბევრად უფრო რთული და საინტერესოა.
თქვენ შეგიძლიათ, ითამაშოთ შიშის ან იმპულსის გარეშე ცუდი ტელეფონითაც კი.
Dark Lands არის სათავგადასავლო თამაში, სადაც გარბიხართ, ებრძვით მტრებს, ავითარებთ გმირს და ერიდებით ხაფანგებს.
თამაშის მთავარი ნაწილიი სწორედ თქვენი გმირის განვითარებაა დაბრკოლებების დასაძლევად.
თითოეული დონე ლამაზად არის დახატული და გამოსახულია მუქი ტონებით, რომელიც კარგად ერწყმის რთულ გეიმფლეის.
ეს თამაში დაფუძნებულია კლასიკურ გოთიკურ ნოველაზე The Strange Case of Dr. Jekyll and Mr. Hyde. სიუჟეტი ხელახლა არის მოთხრობილი, როგორც ვიზუალური რომანი და სათავგადასავლო საიდუმლო თამაში.
ბნელი ვიზუალი და ხმა უმაღლესი ხარისხისაა.
სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი თავია უფასო, თამაშის დანარჩენი ნაწილი ფასიანია.
No Humanity — The Hardest Game ცოტათი ფსიქოდელიური გამოცდილებაა.
მიუხედავად ამისა, არ ჩამოუვარდება სასტიკად რთულ თამაშებს, რომელმაც შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს ზოგიერთი მოთამაშე.
No Humanity — The Hardest Game არაპროგნოზირებადი თამაშია სროლის მექანიკის გარეშე.
თამაში ძალიან ჩამთრევა — როგორც კი ისწავლით, როგორ მართოთ სისტემა, ის რატომღაც ისევ გიწვევს სათამაშოდ.
თუ მოგწონთ Dr. Jekyll and Mr. Hyde, აუცილებლად მოგეწონებათ Phantom of the Opera-ც.
საზარელი, დრამატული სიყვარულის ისტორია განმეორებით არის მოთხრობილი სხვა ვიზუალური რომანის სათავგადასავლო თამაშის ფორმატში, ისევე როგორც Dr. Jekyll and Mr. Hyde.
თამაში გამორჩეულია მუქი მხატვრული ტონებით და შესაბამისი ხმის შერწყმით.
პირველი თავის თამაში უფასოდ შეგიძლიათ, მაგრამ თამაშის სხვა თავები ფასიანია.
That Level Again არის თავსატეხი უამრავი მუქი ტონით, თამაშის სირთულე თითქოს იგივეა, მაგრამ თავსატეხის გამოსავალი ყოველთვის იცვლება. არსებობს გამარჯვების 96 უნიკალური გზა.
გაგიკვირდებათ, რამდენად დამაბრკოლებელია იმავე დონის თამაში მინიმუმ 96-ჯერ განმეორებით.
მაგრამ რატომღაც, თამაშის წინაპირობა და ხრიკები უცნაურად მასზე დამოკიდებულს გხდის და დაუვიწყარ გამოცდილებას გაძლევს.
Limbo გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო აუდიო მიქსს, რომელიც დაფუძნებულია მარტივ ხმებზე, როგორიცაა შუშის მსხვრევა, მძიმე სუნთქვა და ხეების ვარდნა.
თქვენ კი გესმით სასოწარკვეთა თქვენი პერსონაჟის კვალდაკვალ.
ეს არის შთამბეჭდავი, მაგრამ საშინელიც. მთელი თამაში სრულიად მოკლებულია ფერებს. ყველაფერი ერთმანეთში ჯდება და არაფერია გამორჩეული, ეს კი თამაშს ხდის საშიშს და ბნელს.
Limbo ფასიანია, მაგრამ Play Store-ში არის Demo ვერსიები, რომლის თამაშიც უფასოდ არის შესაძლებელი.
Alter Ego გასართობი თამაშია. მასში თვითრეფლექსია აუცილებელია სიუჟეტისა და სამყაროს წინსვლისთვის.
მოემზადეთ პიროვნების ტესტების ჩასატარებლად და თქვენს შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად.
ბნელი სტილი და მუსიკა ქმნის ტონს და ატმოსფეროს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ თამაშმა შეიძლება გამოიწვიოს ბევრი ინტროსპექტიული აზრი, რამაც შეიძლება არასასურველი ეგზისტენციალიზმის გზაზე გადაგიყვანოთ.
სიტყვები ძალაა Typoman Remastered-ში. სიტყვების გულდასმით შემუშავება შეცვლის თქვენს გარემოს და გახდება თქვენი ყველაზე დიდი დამხმარე თავსატეხების გადასაჭრელად.
მინიშნებები დაემატა Remastered ვერსიას, ასე რომ, თუ გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარება, რომელიც გაგიკვლევთ გზას.
მთელი თამაში მიმდინარეობას საშინელ ბნელ ატმოსფეროში და ხელახლა შეიქმნა ორიგინალიდან, რათა გაუმჯობესდეს მობილური ვერსიისთვის.
Opus: Rocket of Whispers უფრო მელანქოლიურია თამაშია, ვიდრე შემზარავი. მაგრამ ის გამოირჩევა, როგორც განწყობის შემქმნელი თამაში და იყენებს აუდიოვიზუალურ თხრობას.
Opus: Rocket of Whispers-ი ალბათ აგატირებთ, ეს თამაში მუდამ დარჩება თქვენს გულში და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული.
სასიამოვნო ხმების ძლიერი კომბინაცია ლამაზ გამოსახულებებთან ერთად Orbia: Tap and Relax-ს აქცევს სასიამოვნო სათამაშოდ ყოველდღიური ცხოვრების სტრესისგან თავის დასაღწევად.
თქვენ ვერ შეიგრძნობთ ხმების სრულ ეფეტქს ხარისხიანი ყურსასმენების გარეშე, რადგან ხმების სისტემა არის უნიკალური.
Tap and Relax არ არის ყველაზე რთული თამაში ამ სიაში — ის მარტივი და სასიამოვნოა. სწორედ ამ კრიტერიუმების გამო მან Google Play Store-ის 2018 წელს ჯილდო მოიგო.
თამაშს ძალიან ბევრი რეკლამა აქვს, რომელიც მოსაბეზრებელია, მაგრამ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ ვერსია და ბოლომდე გაერთოთ.
2011 წელს, თამაშის გამოსვლის შემდეგ, World of Goo-ს გააჩნდა ისეთი დეტალები, რომელთა რეპროდუქცია არც ერთ სხვა არკადულ თამაშს შეუძლია.
თუმცა, World of Goo Play Store-ზე 12 წლის წინ გამოვიდა, ამიტომ თამაში უბრალოდ ძალიან ძველი გახდა თანამედროვე ტელეფონებისთვის.
Მაგრამ World of Goo-მ Remastered ვერსია, რომელიც მორგებულია ახალ Android-ებზე.
World of Good Remastered ვერსია არის ისევ ისეთი გასართობი, უამრავი ახალი ექსპერიმენტით.
ერთადერთი მინუსი არის ის, რომ ის არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი Android-ის ყველა მომხმარებლისთვის.
თქვენ უნდა იყოთ Netflix-ის მომხმარებელი, რომ ახალ ვერსიაზე წვდომა გქონდეთ.