10 ტექნოლოგიური საჩუქარი დედებისთვის, რომლებსაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ
დედების წარმოუდგენელი შრომა და სიყვარული, ცხადია, ლოგიკურ პასუხსა და დაფასებას მოითხოვს. ისინი ჩვენთვის იმდენს აკეთებენ, რომ აუცილებლად იმსახურებენ საჩუქრებს, რომლებიც მათ ცხოვრებას, გახალისებასთან ერთად, გაამარტივებს კიდეც. 3 მარტი დედის დღეა — ეს თქვენთვის იდეალური შესაძლებლობაა, მათ პოზიტიურ განწყობაზე იზრუნოთ.
გთავაზობთ 10 საუკეთესო და სასარგებლო გაჯეტსა თუ მოწყობილობას, რომელსაც მშობელი აუცილებლად გამოიყენებს.
თუ დედას კითხვა უყვარს და ელექტრონული მკითხველი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა, ჯერ კიდევ არ აქვს, მაშინ Kindle Paperwhite იდეალური ვარიანტია. მას მომხმარებლისთვის წიგნების ხმამაღლა წაკითხვა Audible-ის გამოწერისა და ყურსასმენების მეშვეობით შეუძლია. მოწყობილობა წყალგაუმტარია, ასე რომ სანაპიროზე, აუზსა თუ აბაზანაში კითხვა უსაფრთხოა.
დადებითი მიმოხილვა: «მე Kindle Paperwhite მიყვარს. ეს პროდუქტი უბრალოდ საოცარია. განათება შესანიშნავია და ზომაც მისაღები. ოთხი წიგნი წავიკითხე და უბრალოდ ვაღმერთებ მას».
Amazon-ზე Kindle Paperwhite-ის მაგარი დროებით ამოწურულია, ამიტომ მისი გამოწერა eBay-დან შეგიძლიათ. ხოლო აქ არის მისი მსგავსი პროდუქტი ამაზონზე.
Ember smart mug — ჭიქა, რომლითაც სითხის ტემპერატურის კონტროლი შეიძლება
ეს ჭკვიანი ჭიქა საშუალებას გაძლევთ, სითხის ტემპერატურა თქვენი სმარტფონით აკონტროლოთ. ამისთვის უბრალოდ Ember App-თან დაკავშირებაა საჭირო.
დაკავებული, საქმიანი დედებისთვის ცხელი ყავისა თუ ჩაის დალევა ხშირად წარმოუდგენელიც კი არის. ამიტომ Ember Mug მათთვის იდეალური იქნება. ის სასურველი ტემპერატურის დაყენების შესაძლებლობას იძლევა. მაქსიმუმ 145 გრადუსამდე და 90 წუთამდე ინახავს. დედას შეუძლია, სმარტფონიდან ფინჯანიც აკონტროლოს და ტემპერატურა ნებისმიერ დროს შეცვალოს.
დამღლელი დღის შემდეგ დედას შესაძლოა განტვირთვა დასჭირდეს. Bartesian Premium Cocktail Machine, რომელსაც კოქტეილის დამზადება შეუძლია, მშობლის დროსა და ენერგიას დაზოგავს. უახლოეს მაღაზიაში ან ბარში გასვლის ნაცვლად, მას შეეძლება პატარა ბარი სახლში მოიწყოს.
BuzzFeed-ის მწერალი, ჰანა ლოვენთჰაილი Bartesian Premium Cocktail Machine-ზე გიჟდება.
«როდესაც პირველად Bartesian Premium Cocktail Machine ვნახე, ვიფიქრე, ნუთუ მართლა სჭირდება ვინმეს ეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც თავად გამოვცადე ჩემი აზრი რადიკალურად შეიცვალა. ვგიჟდები კოქტეილზე, თუმცა ბარმენის თვისებებით დაჯილდოებული არ ვარ. Bartesian Premium Cocktail Machine კი ყველაფერს ჩემს მაგივრად, იდეალურად აკეთებს. მთელ პროცესს დაახლოებით 20 წამი სჭირდება და ყველაფერი ძალიან საინტერესოა» — წერს ის.
დედების დიდი ნაწილი საკუთარ ბაღს ისე უვლის, როგორც შვილს. მათთვის სახლის ეზოს სილამაზისა და მომხიბვლელობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. ამიტომ Weeding Robot ცუდი საჩუქარი არ უნდა იყოს.
მისი მთავარი დანიშნულება სარეველების აღმოჩენა და მათი განადგურებაა, რაც მცენარის გადარჩენისა და გაზრდის უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
დამაიმედებელი მიმოხილვა: «ამ პროდუქტის გამოყენება უმარტივესია. დიზაინი ძალიან ჭკვიანურია. ასევე შთაბეჭდილება ბორბლებმა მოახდინა. Weeding Robot მიწაში სარეველების უფრო ღრმად მოჭრისთვის იდეალურია. ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ». — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, ბარბარა.
ყველგან შეხვდებით ოჯახურ ფოტოს, რომელიც ჩარჩოშია ჩასმული და სახლს ამშვენებს. ეს, ძირითადად, დედების იდეა არის ხოლმე. ციფრული სურათის ჩარჩო საშუალებას გაძლევთ, მასზე სურათები ატვირთოთ, რათა დედამ მნიშვნელოვანი მომენტების განახლება მარტივად შეძლოს და, რა თქმა უნდა, აჩვენოს ყველას, ვინც მათ სტუმრობს.
მომხმარებლის კომენტარი: «მშობლისთვის ან ბებია-ბაბუისთვის ეს ბრწყინვალე საჩუქარია. სურათები უკაბელო ქსელისა და სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით ადვილად იტვირთება. მათი ატვირთვა უსასრულო რაოდენობით შეგიძლიათ. Digital Photo Frame ცოტა ხნის წინ მაჩუქეს და მსგავსი მაშინვე შევიძინე, ამჯერად დედისთვის. ორივემ აღვნიშნეთ, რომ ეს საუკეთესო საჩუქარი იყო, რაც კი ოდესმე მიგვიღია».
ციფრული სურათის ჩარჩოს ყიდვა Amazon-ზე შეგიძლიათ. აღნიშნული პროდუქტი პლატფორმაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
HP Sprocket Portable 2» X 3» Instant Photo Printer — ფოტო პრინტერი
ამ ფოტო პრინტერს უწყვეტი Bluetooth 5.0 კავშირი აქვს, ასე რომ საერთო ალბომის ნახვა ყველას შეუძლია. რაც მთავარია, პროდუქტი საშუალებას გაძლევთ, ფოტო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაბეჭდოთ. გაჯეტი დედების ყოველდღიურ ყოფას 100%-ით გაახალისებს.
«მთელი ხიბლი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ გ სუპერ მკაფიო, Post-It სტილის ფოტოები გააკეთოთ» — აღნიშნა ერთმა ბედნიერმა მომხმარებელმა. «Sprocket-ის დაყენება ძალიან მარტივი იყო და მე ფოტოებს წუთებში ვბეჭდავდი. ეს უბრალოდ ძალიან სახალისოა.
AeroGarden Sprout — მცენარეების გამზრდელი მოწყობილობა
AeroGarden Sprout დედას სახლის ნებისმიერი ოთახში მცენარეების გაშენებაში ეხმარება. მას თესლის ნაკრები მოჰყვება, რომელიც სხვადასხვა ბოსტნეულისგან არის დაკომპლექტებული. საინტერესოა, როცა დედა სალათას ოთახში მოწყვეტილი პომიდვრით აკეთებს. მისი მართვა ჭკვიანი მოწყობილობიდან შეგიძლიათ.
მიმოხილვა: «Covid-19-ის დროს, როცა გარეთ გასვლაც კი გვეკრძალებოდა, AeroGarden Sprout მხსნელად მოგვევლინა. ახლა ვირჯინიაში ვცხოვრობთ, ზამთრის პერიოდში კი მსგავსი პროდუქტი, ცალსახად, მნიშვნელოვანია. სალათის ფოთოლს, პომიდორს, კიტრსა და წიწაკას ვზრდით, რაც ენერგიასთან ერთად, ფულსაც გვაზოგვინებს. სახალისოა».
AeroGarden Sprout-ის მარაგი Amazon-ზე ამოიწურა, ამიტომ მისი ყიდვა eBay-დან შეგიძლიათ.
ARECTECH Lighter — დასატენი სანთებელა
გაზისა თუ სანთლის ასანთებად დედას უჯრებში ქექვა და ცარიელი სანთებელას რამდენჯერმე შემოწმება არ მოუწევს, თუ მას -ს აჩუქებთ.
დახვეწილი დიზაინი სანთებელას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. დედის დღეს მშობლისთვის რამდენიმე ლამაზ სანთელთან ერთად ARECTECH Lighter-ის ჩუქება ცუდი არ უნდა იყოს.
დამაიმედებელი მიმოხილვა: «ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოწყობილობაა, რომელიც ჩემს შვილს ოდესმე უჩუქებია» — ამბობს 58 წლის ლორიენი. «ცოტა ხნით დატენის შემდეგ ყველაფერს აანთებთ. არ ვიცი, რამდენად კარგად ანთებს სიგარეტს, თუმცა ჩემი პირადი გამოყენებისთვის, იდეალურია».
აარჩიეთ სასურველი დიზაინის დასატენი სანთებელა Amazon-ზე.
Dyson — ჰაერის გამწმენდი
ჰაერი, რომელსაც სახლში სუნთქავთ სასურველია, სუფთა იყოს. დედები ფანჯრებსა და კარებს ხშირად აღებენ, რაც, მაგალითად, ზამთარში არახელსაყრელია. ამიტომ Dyson თქვენს პრობლემას მოაგვარებს.
მომხმარებლები წერენ, რომ პროდუქტის ყიდვის შემდეგ ცვლილებას მომენტალურად, რამდენიმე დღეში იგრძნობთ.
«Covid-19-ის შემდეგ ჩემს ქმარს სუნთქვის პრობლემები შეექმნა. გვირჩიეს, რომ სახლში ჰაერი გაგვეწმინდა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ Dyson, რომელსაც სრულ რეკომენდაციას ვუწევ. არ მინდა ვიყო, დრამატული და გავაზვიადო, მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ნივთი, ალუბლის არომატით, ჩვენი გადამრჩენელია». — BuzzFeed-ის ავტორი, ელენა გარსია.
მოწყობილობა, რომელიც სახლში თავისუფლად გადაადგილდება და ადამიანების მიერ გამოწვეულ არეულობას აწესრიგებს, იდეალურია. ეს პატარა მტვერსასრუტი ეტაპობრივად თქვენს დასუფთავების ჩვევებს სწავლობს და სისუფთავის შესანარჩუნებლად კონკრეტულ დროებს გთავაზობთ.
ერთ-ერთი მომხმარებლის მიმოხილვა: «საოცარია! ოთხ ძაღლთან ერთად ვცხოვრობ. Roomba ყოველთვის მინდოდა. ჩემი კრამიტის იატაკი ასეთი სუფთა არასდროს ყოფილა. ძაღლის თმის რაოდენობით, რომელიც ნაგავსაყრელშია, გაოცებული ვარ».