ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებანივთები
20 თებერვალი 2023, 12:00
2023-02-20
16 საუკეთესო ზურგჩანთა მუშაობისა და ცხოვრებისთვის (და აუცილებლად — ლეპტოპისთვის)
ოფისისკენ ველოსიპედით მიმავალ გზაზე, კამერით დასვენების ან ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ზურგჩანთა — თქვენი ერთგული მეგობარია. პრაქტიკულობისა და მოხერხებულობის წყალობით ეს აქსესუარი ნებისმიერი ადამიანის გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახდა. არჩევანი უსაზღვროა, ფასი მერყეობს რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ დოლარამდე, და არჩევანიც მარტივია. Wired-მა აირჩია 16 მოდური და ფუნქციური ზურგჩანთა ყველა გემოვნებისთვის, რომელიც ყველა საჭირო ნივთს დაიტევს.
ამ მოდელს უამრავი ჯიბე აქვს და ყველა მათგანი დეტალურად გააზრებულია. მაგალითად, წყლის ბოთლისთვის ჯიბე ელვაშესაკრავით ცენტრში არის გათვალისწინებული და არა გვერდზე, რათა ცალ მხარეს არ გადაწონოს ზურგჩანთა. ჯიბე ფანქრებსა და კალმებისთვის მოხერხებულობისთვის მდებარეობს გვერდზე და არა ცენტრში. რბილი ღვედები არ აწვება მხრებს. ასევე უკანა მხარეს არის სპეციალური ჯიბე, რომელიც საშუალებას გაძლევს ზურგჩანთა ჩემოდნის გამოსაწევ სახელურზე ჩამოაცვათ. დამზადებულია მყარი ბალისტიკური ნეილონისგან წყალგაუმტარი ელვაშესაკრავებით. მწარმოებელი მათზე უვადო გარანტიას იძლევა.
ზომით ზურგჩანთაა არაა დიდი — მოცულობა 22 ლიტრია, ნოუთბუქების განყოფილებაში 13-დუიმიანი მოწყობილობა ჩაეტევა. ნებისმიერ შემთხვევაში, გონივრული ფასის პირობებში ეს შესანიშნავი ვარიანტია ოფისში სასიარულოდ ან სასეირნოდ.
მიმზიდველი ზურგჩანთა მათთვის, ვისაც არ სურს გამოჩნდეს, თითქოს გაკვეთილზე მიეჩქარება ან მთებშია გასული. თუ გსურთ, რომ ზურგჩანთა სპეციალურად შერჩეულ აქსესუარად გამოიყურებოდეს, მაშინ ეს ნივთი თქვენთვისაა. 8,5-ლიტრიანი Rains Backpack Mini მკაცრი, მოდური და ამავდროულად ფუნქციურია. ის უპრობლემოდა დაიტევს 13-დუიმიან მაკბუკსა და სამუშაოსთვის აუცილებელ ყველა გაჯეტს, და თუ ღამის გათენება სახლის გარეთ გიწევთ — დამატებით ცოტა ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები დაგეტევათ.
არის შედარებით მოზრდილი ვერსია — 13-ლიტრიანი, მაგრამ ნოუთბუქის განყოფილება ორივეს ერთნაირი აქვს.
ზურგჩანთა არის გამძლე, წყალგაუმტარი და არჩევანში 11 ფერია. ზურგზე აქვს პატარა ჯიბე ელვაშესაკრავით სმარტფონსა და საფულისთვის, სადაც მას ვერავინ მიწვდება.
თუ არ გსურთ კარგ ზურგჩანთაზე უამრავი ფულის დახარჯვა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იაფფასიანი, უხარისხო ნივთის ყიდვა მოგიწევთ. Herschel-ის ზურგჩანთას არჩევანში ერთ-ერთი საუკეთესო ფასი აქვს, გარეგნულად და მოხერხებულობით კი არანაირად არ ჩამოუვარდება დანარჩენებს. იქ კარგად ჩაეტევა ყველა საჭირო წიგნი, ან წყვილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ღამისთევისთვის, და ყველაფერი აუცილებელი იმ შემთხვევისთვის, თუ მოგზაურობაში ბარგი დაიკარგება. არის განყოფილება 15-დუიმიანი ნოუთბუქისთვის.
ზურგჩანთა არაერთ წელს გაძლებს. დამზადებულია გამძლე პოლიესტერისგან, სახელურით და ქვედა ნაწილში ხელოვნური ტყავით. მინუსები: არ აქვს წყლის ბოთლის ჯიბე.
პოპულარული ფირმა მისაღები ფასებით. ეს ნიმუში აღჭურვილია განყოფილებით 15-დუიმიანი ნოუთბუქისთვის, არის საკმარისი რაოდენობის ჯიბეები ყველაფრისთვის, რაც მოგინდება — პლანშეტი, წიგნაკები, კალმები, კოსმეტიკა და სასმელი.
JanSport Pro Pack System — ეს არის ორი ერთში ნივთი: მისი ტარება შეიძლება როგორც მხარზე გადასაკიდებელი ჩანთის ან ზურგჩანთის. თასმები იხსნება და შიგნით ინახება. გაკეთებულია გადამუშავებული პოლიესტერისგან, ძირი კი — ბალისტიკური ნეილონისგან.
არის უფრო იაფიანი ვარიანტი — Right Pack Premium. ის მოცულობით პატარა, მაგრამ მაინც ტევადია.
გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი ტრანსფორმერი, რომელიც ადვილად გარდაიქმნება ჩანთიდან ზურგჩანთად და პირიქით — საკმარისია მხოლოდ ზურგზე ჯიბის შეხსნა, მოსახერხებელი ღვედების ამოღება და მიმაგრება. გაკეთებულია წყალგაუმტარი მასალისგან და დაცულია რბილი ქსოვილით, რომელიც შიგნიდან დაიცავს 15-დუიმიან ნოუთბუქს. დამატებით აქვს ორი ჯიბე ბოთლებისთვის და კიდევ ბევრი ჯიბე სხვადასხვა საგნისთვის.
როდესაც ქუჩაში მიდიხარ, Fjallraven-ის ზურგჩანთები თვალებს გინათებს, ასეთი პოპულარულებიც ტყუილად არაა. მინიატიურული 13-დუიმიანი Kanken გამოგადგებათ ყოველდღიური მოხმარებისთვის და მაკიც თავისუფლად ეტევა. გარდა ამისა, ძირითადი და წინა პატარა განყოფილებები დაიტევენ ელექტრონულ წიგნს, წიგნაკს და ცოტა ტანსაცმელს. დამზადებულია მყარი წყალგაუმტარი ნაჭრისგან. კომპანია სამუდამო გარანტიას იძლევა.
გვერდით ჯიბეებში ნებისმიერი ბოთლი დაეტევა — საკმაოდ მჭიდროებია. საზურგეზე სპეციალური რბილობი აქვს, რომლის გამოყენებაც ბალიშადაც შეიძლება, თუ მყარ ზედაპირზე დაჯდომა მოგინდებათ. არის ვერსიები 15 და 17 დუიმისთვის.
ასევე არის მსგავსი ვარიანტი Kanken Totepack $100-ად. ის ზომით პატარა და არც ისეთი «რბილია», მაგრამ საყვარელი და წყალგაუმტარია. ის შეიძლება ატაროთ როგორც ჩვეულებრივი მხრის ჩანთა, ღვედებით მანიპულაციის გარეშე.
კომპანია ზურგჩანთებს სპეციალურად მოპოვებული ხის რბილობისგან ამზადებს. ტყავის გარეგნობის ზურგჩანთა შეხებისას როგორც ქაღალდი იგრძნობა. მთავარ განყოფილებაში არის ჯიბე ნოუთბუქისთვის შესაკრავით, წინა ჯიბეში 9,5-დუიმიანი პლანშეტი ჩაეტევა.
Wired გირჩევთ ზურგჩანთა ზედმეტად არ გამოტენოთ, რათა არ დაიტვირთოს ღვედები, რომლებიც უფრო კომფორტულია, ვიდრე პირველი შეხედვით ჩანს.
Never Stop პოზიციონირებს, როგორც ქალების ზურგჩანთა, თუმცა მოერგება ყველას, ვისაც ვიწრო ბეჭები და მოკლე ტანი აქვს. ზურგჩანთას წვეთის ფორმის ლაკონიური სილუეტი აქვს, შესრულებულია გადამუშავებული ნეილონისგან და ორიგინალური ფერების ბევრი არჩევანი აქვს. ღვედების გარდა მისი ტარება სახელურებითაც შეიძლება.
არის ორი ჯიბე ბოთლებისთვის, განყოფილება 15-დუიმიანი ნოუთბუქისთვის და პატარა საიდუმლო განყოფილება, სადაც სწრაფად მიწვდებით ტელეფონს, საფულეს ან ნიღაბს. ზოგი ჩივის, რომ ელვა ქსოვილში იჭედება, მაგრამ თუ ფრთხილად მოიხმართ, პრობლემა არ იქნება. ზურგჩანთა მარტივად ეტევა თვითმფრინავის სავარძლის ქვეშ.
ეს 25-ლიტრიანი ზურგჩანთა — იდეალური შეხამება სამუშაოსა და მოგზაურობისთვის 15-დუიმიანი ნოუთბუქისთვის ჯიბე ზედა ნაწილში მდებარეობს და თავისი შესაკრავი აქვს. ნაფიქრია სხვა ნივთების განყოფილებებზეც, მაგალითად მზის სათვალეებისთვის, ჯიბე საფულისთვის, ტელეფონსა და ტუჩსაცხისთვის, პლუს უზარმაზარი ჯიბეა ბოთლებისთვის.
ზურგჩანთა ძალიან მსუბუქია, მჭიდროდ აჯდება ზურგს და არ გადაწონის, თუნდაც კარგად იყოს დატვირთული. დამზადებულია გადამუშავებული რიპსტოპისგან წყალგაუმტარი საფარით.
კარგი აღმოჩენაა მათთვის, ვინც პრაქტიკულობას პირველ ადგილზე აყენებს. ზურგჩანთა ვიწროა — თუ ბოლომდე გაავსებთ, გვერდებზე გასვლას არ დაიწყებს. ჯიბეები არის ყველაფრისთვის: წინა მხარეს მდებარე ჯიბე ელვაშესაკრავით ისეთივე მაღალია, როგორც თვითონ ზურგჩანთა და გასაღების სამაგრიც მოჰყვება. ძირითადი განყოფილების შიგნით არის ორი ჯიბე საკეტით, ორი ჯიბე კალმებისთვის, ჯიბე 16-დუიმიანი ნოუთბუქისთვის, ასევე არის ცალკე განყოფილება გარედან — მაგალითად, მინიატიურული ქოლგისთვის, სათვალისთვის ან სანიტაიზერისთვის.
ჩანთის საზურგეს რბილი დასაფენები აქვს, რომელიც ჰაერის ცირკულირებას უზრუნველყოფს, კომფორტული ღვედები და სამაგრები, რომლებზეც მოსახერხებელია გზაზე რაიმეს დამაგრება. არ არის გარეჯიბე ბოთლებისთვის, თუმცა საკმარისი ადგილია შიგნიდან.
კიდევ არის შესანიშნავი ზურგჩანთა Thirteen Daybag — უფრო იაფიანი და პატარა, 14-დუიმიანი ნოუთბუქისთვის.
მოწესრიგებული ზურგჩანთა, რომელიც ნებისმიერ გარდერობს მოუხდება. წინა ჯიბე განცალკევებადია — ერთგვარი საფულე-კოსმეტიკური ჩანთა უამრავი ჯიბით. 15-დუიმიანი ნოუთბუქისთვის ელვაშესაკრავიანი ჯიბე არის გარედან, დამატებითი ჯიბე არის ძირითად განყოფილებაში, გარდა ამისა, არის ცალკე განყოფილება და ჯიბეები საკეტზე. ზურგზე პატარა ჯიბეა, მაგალითად პასპორტისთვის, და ქამარი, რათა ზურგჩანთა ჩემოდანზე დაკიდო. მასალა არჩევითაა — ხელოვნური ტყავი და ნეილონი. ზურგჩანთას მოსახერხებელი ღვედები აქვს, მაგრამ მაშინაც კი, როცა არ არის დატვირთული, შეიძლება მძიმე ჩანდეს.
შესანიშნავი ვარიანტი მათთვის, ვისაც სურს იქონიოს ტევადი მრავალფუნქციური ზურგჩანთა და არ უნდა მუდამ იცვალოს ჩანთები — «ოფისისა» და «ოფისის გარეთ» რეჟიმებს შორის გადაერთოს. არის ჩაშენებული ჩასადები ბლოკნოტებსა და პლანშეტებისთვის — მისი ამოღება და ზურგჩანთაში უფრო მეტი ნივთის ჩამატება შეიძლება. გარდა ამისა ძირითად განყოფილებაში არის ჯიბეები ბოთლებისთვის, არის ცალკე სათავსო ნოუთბუქისთვის, მცირე შეუმჩნეველი ჯიბეები საკეტებით. ზურგჩანთა ძალიან მსუბუქია, გაკეთებულია მყარი გადამუშავებული პოლიეთილენისგან და ჩემოდნის სახელურზეც ეცმევა.
ხელნაკეთი ზურგჩანთა ორეგონიდან. გარედან დამზადებულია კორდურასგან (მყარი ნეილონის ნაჭერი), შიგნიდან — წყალგაუმტარია. ძირითადი განყოფილება იკვრება თასმით და გადასადები საკეტი აქვს. შიგნით არის ნოუთბუქის ჯიბე და დამატებითი ჯიბეები. წამებში გადაიქცევა ველოსიპედის საბარგულზე დამაგრებული ჩანთიდან ზურგჩანთად — ღვედები საზურგის ჯიბეში ინახება.
არც თუ ისე მიმზიდველ დიზაინს ანაზღაურებს კარგად გააზრებული დეტალები შიდა სივრცის ორგანიზებისთვის. აქ ყველაფერი სტრუქტურირებულია და გარე სამყაროსგან დაცულია რბილი საფარით, რომლის წყალობითაც ზურგჩანთის შიგთავსს მირტყმისა და დაცემის არ შეეშინდება (გონივრულ ფარგლებში). წინა განყოფილებაში არის საიდუმლო ჯიბეები ელვაშესაკრავით და სპეციალური ჯიბე მყიფე ნივთებისთვის, როგორიცაა სათვალე, არის გასაღების სამაგრი. ზურგჩანთის გახსნა შეიძლება ზემოდან და ორივე გვერდის მხრიდან. არის ორი ჯიბე ბოთლებისთვის, 16-დუიმიანი განყოფილება ნოუთბუქისთვისა და პლანშეტისთვის, ღრმა ჯიბე საზურგეზე სახელურის გვერდით, ასევე სმარტფონების ჯიბე ღვედებზე.
ზურგჩანთა კარგად ერგება სხვადასხვა ტექნიკას როგორც კამერას, ისე 16-დუიმიან MacBook Pro-ს და სხვა მოწყობილობებს. გამძლე ზურგჩანთა, რომელიც რეგულარული გამოყენების შემდეგაც კარგ მდგომარეობაში რჩება. გაკეთებულია მყარი ბალისტიკური ნეილონისგან წყალგაუმტარი ელვაშესაკრავით და ბრეზენტის საწვიმრით. ჩანთას ბევრი ჯიბე აქვს სადენებისთვის, ქარდ-რიდერებისთვის და სხვა. კამერაზე წვდომა არის გვერდიდან, რათა მთელი ზურგჩანთის მოხსნა არ გახდეს საჭირო.
ზურგჩანთის დიზაინი ყოფილმა სპეცრაზმელმა შეიმუშავა და გათვლილია იმაზე, რომ ყველა თქვენი მოგზაურობა და ამინდის ცვალებადობა გადაიტანოს. მოხდენილი, მაგრამ ძალიან ტევადი და ტვირთგამძლე, ბევრი ჯიბით, ასევე თასმებით, შესაკრავებითა და სხვა საკიდებით, რათა შიგნიდან და გარედან ბევრი ნივთი მიამაგროთ. ზურგჩანთას აქვს მსხვილი ღვედები საფენებით და ყოველდღიური მოხმარებისთვის არაა გათვლილი, რადგან შედარებით მძიმეა.