ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძე
23 ნოემბერი 2022, 20:30
2022-11-23
10 სპეციალობა, რომელზე ჩაბარებასაც სწავლის დამთავრების მერე ნანობენ - გამოკითხვა აშშ-ში
აშშ-ში ბევრი სვამს კითხვას, რა ჯობია — ბაკალავრიატზე ოთხი წელი სწავლა თუ წარმატებულ კარიერაზე სხვა გზებით ზრუნვა. ამბობენ, რომ ბაკალავრის ხარისხის მნიშვნელობა და ღირებულება ნელ-ნელა ქრება. მათი აზრით, აქცენტი მეტად უნდა გაკეთდეს კარიერულ ტრენინგებზე, რაც ნაკლებ დროს მოითხოვს და ხშირად უფრო ეფექტურიცაა. მეორე მხრივ, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მოხსენებაში, რომელიც განათლებასა და დასაქმებას ეხება, ვკითხულობთ, რომ დიპლომის მიღება თითქმის ყოველთვის ღირებული და გამოსადეგია.
აშშ-ში ბევრი სვამს კითხვას, რა ჯობია — ბაკალავრიატზე ოთხი წელი სწავლა თუ წარმატებულ კარიერაზე სხვა გზებით ზრუნვა. ამბობენ, რომ ბაკალავრის ხარისხის მნიშვნელობა და ღირებულება ნელ-ნელა ქრება. მათი აზრით, აქცენტი მეტად უნდა გაკეთდეს კარიერულ ტრენინგებზე, რაც ნაკლებ დროს მოითხოვს და ხშირად უფრო ეფექტურიცაა. მეორე მხრივ, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მოხსენებაში, რომელიც განათლებასა და დასაქმებას ეხება, ვკითხულობთ, რომ დიპლომის მიღება თითქმის ყოველთვის ღირებული და გამოსადეგია.
«ბაკალავრის ხარისხის მფლობელები 84%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მხოლოდ საშუალო სკოლის დიპლომის მქონე ახალგაზრდები. რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო დიდია ანაზღაურებაც». — ნათქვამია ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მოხსენებაში.
ირკვევა, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას, ანუ STEM-ს, ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ.
STEM-ის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადია ჯანდაცვისა და ბიზნესის სპეციალობები. ჯორჯთაუნის ცენტრმა აღმოაჩინა, რომ ანაზღაურება მნიშვნელოვნად დიდია თავისუფალ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან შედარებით.
ZipRecruiter-მა, დასაქმების ამერიკულმა კომპანიამ კოლეჯის 1500-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, რომლებიც სამსახურს ეძებდნენ.
აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა 84% ამ სპეციალობის არჩევას ნანობს. სოციოლოგიის ფაკულტეტის კურსამთავრებულთაგან ნანობს — 72%;
თავისუფალი მეცნიერებები — ნანობს 72%;
კომუნიკაციები — ნანობს 64%;
განათლება — ნანობს 61%;
მარკეტინგი — ნანობს 60%;
მედიცინა — ნანობს 58%,
პოლიტიკური მეცნიერება — ნანობს 56%;
ბიოლოგია — ნანობს 52%,
ლიტერატურა — ნანობს 52%.
მათმა უმეტესობამ თქვა, რომ ხელახლა ჩაბარების შემთხვევაში აუცილებლად კომპიუტერულ მეცნიერებებს ან ბიზნესის ადმინისტრირებას აირჩევდა.
კარგი პერსპექტივა და მაღალი ანაზღაურება ნიშნავს ნაკლებ სინანულს
კურსდამთავრებულები, რომლებიც იწყებენ მუშაობას კარგი კარიერული პერსპექტივითა და მაღალი სასტარტო ხელფასით, ყველაზე კმაყოფილნი არიან თავიანთი თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ესწავლათ ესა თუ ის სპეციალობა.
კმაყოფილები არიან შემდეგი სპეციალობის კურსდამთავრებულები:
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ნახევარგამტარები, იგივე ჩიპები თანამედროვე სამყაროს ნავთობად მიიჩნევა. დღეს სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძალა კომპიუტერულ ჩიპებზეა დაფუძნებული. პრაქტიკულად ყველაფერი — რაკეტებიდან სარეცხის მანქანებამდე, სმარტფონებიდან საფონდო ბირჟებამდე, ნახევარგამტარების დახმარებით ფუნქციონირებს. ჩიპების — სილიკონის პატარა ფრაგმენტების მნიშვნელობის გააზრებისთანავე, ნათელი ხდება, რატომ იბრძვის ორი გიგანტი სახელმწიფო, აშშ და ჩინეთი ამ სფეროში პირველობისთვის — მიწოდების ჯაჭვების კონტროლი უკონკურენტო ზესახელმწიფოს შექმნის გასაღებია.
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok ამ დროისთვის პლანეტის ყველაზე პოპულარული და ვაშინგტონისთვის ყველაზე საძულველი ტექნოლოგიაა.
ეს ნარატივი აპლიკაციის ირგვლივ მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიის სათავეში, დაახლოებით ორი წლის წინ, ახალი აღმასრულებელი დირექტორი, შოუ ზი ჩიუ მოვიდა. ამ ნარატივს, დიდი ალბათობით, ჩიუს მიერ ანტაგონისტთა ორპარტიული პანელის წინაშე, ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტში ჩვენების მიცემისასაც შევხვდებით.
საქსტატის თანახმად, IT საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მზარდი სექტორია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტემპით გამორჩეული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი იყო, სადაც მატებამ 49,9% შეადგინა — საქსტატმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2022 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
EU NEIGHBOURS EAST: ქართველი ქალები IT სფეროდან — გზა სირთულეებიდან წარმატებამდე
წლების განმავლობაში, IT სფეროში სრული პატრიარქატი სუფევდა. იშვიათად შეხვდებოდით ქალს, რომელიც წამყვან კომპანიაში, მოწინავე პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ სივრცეში გენდერული მრავალფეროვნება გაცილებით შესამჩნევია. ქალების ბრძოლისუნარიანობამ და შრომისმოყვარეობამ მათ მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეცვალა, რომელიც, ძირითადად, იმ ადამიანებისგან მოდიოდა, რომლებიც IT სფეროს დღის წესრიგს ქმნიდნენ.