ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
21 თებერვალი 2024, 09:00
2024-02-21
10 გაჯეტი და სერვისი, რომელიც შინაური ცხოველების ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის
ტექნოლოგიური გამოფენა CES 2024 მილიონობით შინაური ცხოველის მფლობელისთვისა და გაჯეტების გამომგონებლებისთვის შთაგონების წყაროა. სტარტაპებმა ბევრი საინტერესო სერვისი თუ გაჯეტი შემოგვთავაზეს, რომლებიც ცხოველებისა და მათი მფლობელების ცხოვრებას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის.
გთავაზობთ რევოლუციური გამოგონებების ჩამონათვალს ცხოველებისთვის, რომლებიც 2024 წლის CES-ზე წარადგინეს.
ZooGears -ის TheButter Dog Piano
ჰონგ კონგში დაარსებულმა სტარტაპმა Zoo Gears-მა მოწყობილობა შექმნა, რომელიც ძაღლს მუსიკას ასწავლის. TheButter ოთხ-კლავიშიანი ინსტრუმენტია, რომლითაც თქვენს ძაღლს გართობა შეუძლია.
არსებითად, ძაღლი განათებების თანმიმდევრობას უნდა მიჰყვეს, რომელიც იმ სიმღერის ნოტების შესაბამისად ანათებს, რომელსაც თქვენ აირჩევთ. ამის შემდეგ თქვენი შინაური ცხოველი უნდა წაახალისოთ, როგორც ამას ექიმი პავლოვი გააკეთებდა.
Zoo Gears-მა 2023 წელს, იმაზე ოთხჯერ მეტი თანხა მოიზიდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. TheButter ამჟამად აშშ-ში $99-ად არის ხელმისაწვდომი — აპლიკაციასთან ერთად, რომელიც თქვენი შინაური ცხოველისთვის ვარჯიშის გრაფიკის შედგენაში დაგეხმარებათ.
კომპანია ასევე პროდუქტის მეორე ნაწილზე, TheBiscuit-ზე მუშაობს, რომლის ფასიც $299-ია. განახლებულ ვერსიას ავტომატური, მორგებადი საკვები დისპენსერი ექნება. თუ ძაღლი The Beatles-ის რამდენიმე სიმღერას წარმატებით ისწავლის, ის საკუთარი თავის გამოკვებას შეძლებს.
Flappie-ის AI კარი კატისთვის
უმსხვილეს ტექნოლოგიურ გამოფენა CES-2024-ზე, შვეიცარიულმა სტარტაპმა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი კარი წარადგინეს, რომელიც ავტომატურად იხურება, თუ თქვენი კატა სახლში იმ საკვების შემოტანას შეეცდება, რომელიც მან გარეთ დაიჭირა.
კარის გარე მხარეს მოძრაობის სენსორი და ღამის ხედვის კამერაა დაყენებული. Flappie-ის დამფუძნებლები ამტკიცებენ, რომ მათი AI-ზე დაფუძნებული სისტემა 90%-ზე მეტ შემთხვევაში ზუსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ კატას მცირე შანსი მაინც აქვს, რომ კარში, მაგალითად, თაგვი გაატაროს.
გაჯეტი $399 ღირს — Flappie მის გამოშვებას თავდაპირველად გერმანიასა და შვეიცარიაში ამ გაზაფხულზე გეგმავს, ხოლო მასშტაბების გაზრდას წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.
PawPort-ის ჭკვიანი კარი ძაღლისთვის
კარი მოსახერხებელი იქნება თქვენი ძაღლისთვის, მაგრამ სახლში მცხოვრები ადამიანებისთვის გარკვეულწილად არაკომფორტულია, რადგან ის ბუშტებსა და სიცხეს ან სიცივეს უშვებს. გარდა ამისა, შეიძლება უსაფრთოების პრობლემების შეიქმნას. Pawport თავისი მაღალტექნოლოგიური მიდგომით ამ პრობლემების მოგვარებას ცდილობს.
Pawport-ის შინაური ცხოველების კარი გამძლე ფოლადისა და ალუმინისგან არის დამზადებული. კარი იღება და იხურება, როდესაც ძაღლი მას უახლოვდება.
Pawport შინაური ცხოველების კარს ასევე აპლიკაცია მოჰყვება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, კარი დისტანციურად გააღოთ ან ჩაკეტოთ. ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის თქვენი სახლის უსაფრთხოებას არ არღვევს.
AI რობოტი ძაღლებისთვის, სანამ პატრონი სახლში არ არის
ხელოვნური ინტელექტის რობოტი Oro თქვენს შინაურ ცხოველზე მაშინ იზრუნებს, როდესაც თქვენ სახლში არ იქნებით. ძაღლები სოციალური ცხოველები არიან, რომლებსაც ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებთ, მაგრამ როდესაც ისინი მათ გვერდით არ არიან, ამან შეიძლება ცხოველების გონებრივი და ფიზიკური სტრესი გამოიწვიოს. CES 2024-ზე წარდგენილი ახალი რობოტი ამ პროცესის გამარტივებას, კომფორტსა და ბევრ გართობას გვპირდება.
Oro $799 ღირს და გაყიდვები აპრილში დაიწყება.
კომპანიის დამფუძნებელმა, დივი ბუტანმა თქვა, რომ Oro მოწინავე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. ის ორმხრივი აუდიო და ვიდეო დისპლეით არის აღჭურვილი, რათა შინაური ცხოველების მფლობელებმა თავიანთ ძაღლთან დისტანციურად ურთიერთობა შეძლონ.
ჩაშენებული დისპენსერი შინაური ცხოველის პატრონის ბრძანების შესაბამისად მას საჭმელს აძლევს, ხოლო ცალკე ავტომატური თასი საკვებს გრაფიკით ანაწილებს.
ჭკვიანი საყელო ძაღლისთვის
Invoxia-ის ჭკვიანი ძაღლის საყელო საშუალებას გაძლევთ, შინაური ცხოველის მოძრაობას, გულისცემასა და სხვა მოქმედებებს თვალყური ადევნოთ. გაჯეტი მფლობელს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში ძაღლის მოძრაობას დააკვირდნენ. საყელო GPS ტრეკერითაა აღჭურვილი, რათა თქვენი ძაღლის აქტივობა, ძილი, მადა, ყეფა და ყოველდღიური ჩვევები აკონტროლოთ.
Invoxia-ს წარმომადგენლების თქმით, ჭკვიანი საყელოს მიერ შეგროვებული და გადაცემული მონაცემები ვეტერინარს დაავადების დიაგნოსტირებასა და აღმოჩენაში ადრეულ ეტაპებზევე ეხმარება.
ეს საყელო $149 ღირს.
Catalyst-ის წყალგაუმტარი ჭკვიანი საყელო
თუ გსურთ თქვენს ძაღლს AirTag ტრეკერით თვალყური ადევნოთ, Catalyst-ის ამის შანსს გაძლევთ. წყალგაუმტარი საყელოს წინასწარ შეკვეთა $25-ად შეგიძლიათ.
საყელო გამძლე ნეილონის ქსოვილისგან არის დამზადებული, რომელიც ნაკაწრებისა და წყლის მიმართ გამძლეა. ძაღლებისთვის, რომლებსაც ცურვა ან წყლის სპორტი მოსწონთ, საყელო იდეალურია. გარდა ამისა, მისი კორპუსი 100 მეტრის სიღრმეზე წყალგაუმტარია და მტვრისგან და წყლისგან IP68 ხარისხის დაცვა აქვს.
Birdfy-ის მოწყობილობა ფრინველებისთვის
Birdfy-ის Bird Feeder (ჩიტების მკვებავი) გაჯეტი 6000-ზე მეტ ფრინველს ცნობს.
ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა დაგეხმარებათ, თქვენს სახლს გარეთ მცხოვრებ ცხოველებს გაეცნოთ. Birdfy ფიდერი კამერით არის აღჭურვილი და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობს.
გაჯეტი 1080p კამერითა და სრული ფერადი ღამის ხედვით არის ღჭურვილი — მოწყობილობა დეტალებს ახლო ხედიდან, 8x გამადიდებლის დახმარებით გაჩვენებთ.
როდესაც ჩიტი მოწყობილობას ესტუმრება, Birdfy-ის აპი ბუმბულიანი სტუმრის მოსვლას შეგატყობინებთ. ის ამჟამად $170 ღირს.
გამწმენდი რობოტი კატებისთვის
Whisker’s Litter-Robot 4-ის შემქმნელებმა და კატის მფლობელებმა კარგად იციან, რომ კატის მიერ დაბინძურებული სახლის დალაგება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სამუშაოა მსოფლიოში. Whisker’s Litter-Robot ამ პროცესის გაადვილებას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ გამწმენდი რობოტი სულაც არ არის ახალი ან რევოლუციური გამოგონება, Litter-Robot 4 მიზნად რევოლუციას ისახავს, როდესაც საქმე სუნის კონტროლსა და კატის უსაფრთხოებას ეხება.
განახლებულ რობოტს შეუძლია, ნარჩენები რეალურ დროში აკონტროლოს და კატის უსიამოვნო სუნთან გამკლავებაში დაგეხმაროთ. რობოტს შეუძლია, ერთდროულად ოთხ კატას გაუმკლავდეს. Whisker’s Litter-Robot $699 ღირს.
მუსიკა ძაღლებისთვის
იაპონურმა სტარტაპმა One by One Music-მა ძაღლებისთვის მუსიკის სტრიმინგი შექმნა, რომელიც მათი სტრესის დონეს 84%-ით ამცირებს.
მუსიკა AI-ის მიერ არის გენერირებული და Lofi/Hip&Hop-ის მსგავსია, მაგრამ დეველოპერები ამტკიცებენ, რომ ის შეიცავს გარკვეულ სიხშირეებს, რომლებიც ძაღლებს მოსწონთ.
დეველოპერები ირწმუნებიან, რომ ტრეკები პროფესორებთან და ვეტერინარებთან ერთობლივი კვლევის წყალობით იქმნება. ამავდროულად, ძაღლები ყოველ ჯერზე ახალ კომპოზიციას ისმენენ.
სტარტაპი გვპირდება, მოგების ნაწილს დაკარგული და მიტოვებული ძაღლების, კატებისა და სხვა ცხოველების გადარჩენისთვის დახარჯავს.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.