ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

5 საოცარი ლეპტოპი, რომლებიც CES 2024-ზე წარადგინეს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ღონისძიება, CES წელს საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა — საზოგადოებამ უახლესი სტარტაპებისა და მსხვილი ბრენდების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

კომენტარის დატოვება

ჩვენი ყურადღება ლეპტოპების კატეგორიამ მიიპყრო — თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს CES 2024-დან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. გთავაზობთ 5 საოცარ ლეპტოპს, რომლებიც გამოფენაზე წარადგინეს.

Asus Zenbook Duo

Asus Zenbook Duo ორი ეკრანის მქონე ლეპტოპია, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. წარმოიდგინეთ, რომ ეს ტრანსფორმერი თქვენს მაგიდაზე დევს.

Zenbook Duo იმ ლეპტოპის მემკვიდრეა, რომელსაც ასევე ჰქონდა ორმაგი დისპლეის დიზაინი, მაგრამ ახალი Zenbook Duo უფრო მასიური და დახვეწილია.

«ახლა, მეორე ეკრანი ისეთივე დიდია, როგორც მთავარი ეკრანი; ორივეს  14 დიუმიანი OLED პანელები აქვს — 3K გარჩევადობითა და 120Hz განახლების სიხშირით». — დაწერა Asus-მა.

კომპანიას რისკების არ ეშინია. ინოვაციის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ მას შეიძლება ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვეს. თუმცა, როგორც ჩანს, Asus-ს ეს არ აინტერესებს.

Acer Aspire 3D 15 SpatialLabs Edition

თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეკრანზე გამოსახული ასტრონავტის მკლავები პანელის გარეთაა გამოსული. არა, შენი თვალები არ გატყუებენ — ეს 3D ლეპტოპია, რომელიც გამართულად მუშაობს.

Acer 3D ლეპტოპების ბაზარზე ახალი არ არის. მას რამდენიმე სისტემაც კი აქვს, რომელსაც გეიმერები იყენებენ. თუმცა, Aspire 3D 15 SpatialLabs 3D თამაშებისთვის არ არის შექმნილი. ის 3D გართობისა და შინაარსის შესაქმნელად საუკეთესოა.

ადრე, თუ 3D-ში რაიმეს დანახვა გსურთად, სპეციალური სათვალე უნდა გამოგეყენებინათ. ახლა, Aspire 3D 15 SpatialLabs Edition-ით, შეგიძლიათ სათვალეები გვერდზე გადადოთ და სანახაობით დატკბეთ.

Lenovo ThinkBook 13x Gen 14

ThinkBook 13x Gen 14 ლენოვოს Magic Bay ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რაც საშუალებას გაძლევთ ლეპტოპზე საინტერესო, საჭირო და მრავალფეროვანი აქსესუარები მიამაგროთ.

ამ დროისთვის ThinkBook 13x Gen 14 მხარს უჭერს Magic Bay-ის რამდენიმე ობიექტს, როგორიცაა, მაგალითად, 4K კამ

ლენოვო Magic Bay-ის სხვა ცნებებსაც ამზადებდა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი უდავოდ უაზრო იყო.

Acer Swift Go 14

Acer 2024 წელს საინტერესო ლეპტოპებით იწყებს.

CES 2024-ისთვის მან უცნაური ლეპტოპი გამოუშვა, რომელსაც სენსორული პანელი აქვს და ის მედიის მართვის ფუნქციას ასრულებს.

საინტერესოა, რომ Swift Go 14-ს შეუძლია «აღმოაჩინოს», ჩართულია თუ არა YouTube — ან მისი მსგავსი სხვა მედია პლატფორმა — თქვენს ეკრანზე. შესაბამისად, სენსორული პანელი  მედიის კონტროლს ანათებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუკრათ, დააპაუზოთ, გამორთოთ და გადაახვიოთ.

MSI Cyborg 14

სათამაშო ლეპტოპები, როგორც წესი, მოუხერხებელი და მძიმეა, მაგრამ ამას MSI Cyborg 14-ზე ვერ ვიტყვით. ის ისეთივე მსუბუქია, როგორც M2 Pro MacBook Pro.

თქვენ ამ ლეპტოპისგან რაიმე სიგიჟეს არ უნდა ელოდოთ, თუმცა ის შესანიშნავი კომპანიონია გეიმერებისთვის, მაგალითად, მოგზაურობისას.

Cyborg 14-ს  მე-13 თაობის Intel Core i7 CPU და ასევე Nvidia GeForce RTX 4060 GPU გააჩნია.

16 საუკეთესო ზურგჩანთა მუშაობისა და ცხოვრებისთვის (და აუცილებლად — ლეპტოპისთვის)
16 საუკეთესო ზურგჩანთა მუშაობისა და ცხოვრებისთვის (და აუცილებლად — ლეპტოპისთვის)
თემის მიხედვით
16 საუკეთესო ზურგჩანთა მუშაობისა და ცხოვრებისთვის (და აუცილებლად — ლეპტოპისთვის)
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
თემის მიხედვით
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.