ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
საბა შუბლაძემსოფლიო
3 აგვისტო 2023, 12:34
2023-08-03
Wargaming 25 წლის იუბილეს უკრაინის დახმარებით აღნიშნავს
Wargaming 25 წლის იუბილეს საინტერესო ღონისძიებებით, სპეციალური შეთავაზებებითა და უკრაინის დახმარებით აღიშნავს — კომპანიამ ქვეყანას, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, რუსეთთან სრულმასშტაბიან ომშია ჩართული, 250 ათას დოლარს გადაურიცხავს. თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
Wargaming 25 წლის იუბილეს საინტერესო ღონისძიებებით, სპეციალური შეთავაზებებითა და უკრაინის დახმარებით აღიშნავს — კომპანიამ ქვეყანას, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, რუსეთთან სრულმასშტაბიან ომშია ჩართული, 250 ათას დოლარს გადაურიცხავს. თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
2023 წლის 2 აგვისტოს Wargaming 25 წლის გახდა. 1998 წლიდან — ანუ დაარსებიდან, კომპანიამ გამოუშვა 20-ზე მეტი თამაში ყველა მთავარ პლატფორმაზე, რაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მოთამაშეს უბიძგებს გეიმინგისკენ.
ამ მნიშვნელოვანი მიღწევის აღსანიშნავად Wargaming გეგმავს თამაშშიდა აქტივობების, ღონისძიებებისა და ექსკლუზიური შეთავაზებების სერიას თამაშების ონლაინ პლატფორმა Steam-ზე.
2 აგვისტოდან 8 აგვისტომდე Steam-ის მოთამაშეებს შეუძლიათ ისარგებლონ შეზღუდული დროის აქციებით:
უფასო საიუბილეო DLC-ები Wargaming-ზე;
სპეციალური საიუბილეო მრავალპროდუქტის ნაკრები «WG25: 4-ში-1», რომელიც მოიცავს Premium პაკეტს და პერსონალიზაციის ელემენტებს. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია უზარმაზარი 90%-იანი ფასდაკლებით.
ასევე სპეციალური 70%-იანი შემცირება იქნება კროსპრუდუქტების პაკეტზე World of Tanks/World of Warship-ში.
Steam-ის შეთავაზებების გარდა, Wargaming-მა მოამზადა დამატებითი თამაშშიდა აქტივობები.
World of Tanks PC მოთამაშეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში, რათა უფასოდ მიიღონ კრედიტები, ეტიკეტები, ემბლემები, Premium ანგარიშის უფასო დღეები და სხვა.
World of Warships-ის მოთამაშეები შეძლებენ მიიღონ დამატებითი ეკონომიკური ბონუსები და სხვა საჩუქრები სპეციალური მისიების შესრულებით.
«1998 წელს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მეგობრების მცირე ჯგუფიდან, რომელიც გაერთიანდა ვიდეო თამაშების შექმნის სიყვარულით, გავხდებოდით წარმატებული გლობალური კომპანია». — თქვა ვიქტორ კისლიმ, Wargaming-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. — «დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ ჩვენს მიღწევებს, არამედ საერთო მოგზაურობას სათამაშო ინდუსტრიაში, ჩვენს ნიჭიერ თანამშრომლებთან და ჩვენს მგზნებარე მოთამაშეებთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას მოთამაშეებისთვის მთელს მსოფლიოში. გილოცავ დაბადების დღეს, Wargaming!».
ილონ მასკმა უკრაინის კონტრშეტევის დროს, სავარაუდოდ, სტარლინკის გათიშვის ბრძანება გასცა
ილონ მასკმა უკრაინის კონტრშეეტვის დროს ინჟინრებს სტარლინკის გათიშვა უბრძანა — ამის შესახებ მის ბიოგრაფიულ წიგნში წერია. საქმე ოკუპირებულ ყირიმს ეხება, სადაც, გასულ წელს, უკრაინა რუსულ საზღვაო ფლოტზე შეტევისთვის ემზადებოდა. წიგნი უოლტერ აიზექსონმა დაწერა.