ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვინ მოიგო GITA-ს 25 000-ლარიანი გრანტი კახეთის რეგიონში 

GITA-მ კახეთში რეგიონებისთვის 25 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინა. 

კომენტარის დატოვება
ვინ მოიგო GITA-ს 25 000-ლარიანი გრანტი კახეთის რეგიონში 

GITA-მ კახეთში რეგიონებისთვის 25 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინა. 

გამარჯვებული პროექტებია: 

  • სმარტფერმერი —  პროექტი «ჭკვიანი ფერმერი» გულისხმობს მოწინავე ტექნოლოგიებისა და მონაცემების საფუძველზე სოფლის მეურნეობის გადაწყვეტილებების გამოყენებას პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და მდგრადობის გასაზრდელად. 
  • აგრიოლი — პროექტის მიზანია ინოვაციური აგრო პლატფორმის შექმნა, რომელიც ერთ სივრცეში აგრო სფეროში მომუშავე მეწარმეებს/ფერმერებს დააკავშირებს დიდ კომპანიებთან/ორგანიზაციებთან. 
  • ჩადი/Chadi — პროექტი მიზნად ისახავს ქვევრში ღვინის დაყენების ავტომატიზაციას. პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი პროდუქტი არის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კონსტრუქცია «ჩადი», რომელიც მეღვინეს ქვევრში ღვინის დაყენების პროცესს საგრძნობლად უმარტივებს. 
  • რობოტ-ა: შენი პირველი რობოტი — პროგრამირების და რობოტიკის შესწავლა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის. 
  • პრომეთე — პროექტის მიზანია, შეიქმნას ხიდი მცირე და საშუალო ბიზნესებსა და გამოცდილ პროფესიონალებს შორის, რათა მათი ერთობლივი მუშაობით შეიქმნას დინამიური და მხარდამჭერი ეკოსისტემა კახეთში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
  • ჰელპერი — ციფრული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლებს, აღმოფხვრან მათი ავტომობილების გაუმართაობა, ან უცაბედად წარმოქმნილი პრობლემა. 
  • ეკო სივრცე კახეთში — პროექტის მიზანია კახეთში, სოფელ საბუეში (ყვარელის მუნიციპალიტეტი)  ეკოტურიზმის ინოვაციური სერვისების დანერგვა და განვითარება
  • Pelper — აპლიკაცია ასკანერებს შინაური ცხოველის სხეულს და მიუთითებს შესაძლო დაავადებასა ან პრობლემაზე, შემდგომ კი სთავაზობს პატრონს ლაივ კონსულტაციას რეგიონში მდებარე ვეტერინართან.  

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება — ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. რეგიონებში.

ქვემო ქართლსა და კახეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 9 ოქტომბრიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.

შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავს:

  • ბაზრის კვლევას;
  • ბაზარზე გასვლის სტრატეგიას;
  • მასშტაბირებას; 
  • ე.წ. «ფიჩინგს».

საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე, არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე  www.grants.gov.ge

ვინ მოიგო GITA-ს 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი შიდა ქართლში 
ვინ მოიგო GITA-ს 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი შიდა ქართლში 
თემის მიხედვით
ვინ მოიგო GITA-ს 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი შიდა ქართლში 

ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.