ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკის თქმით, Apple-თან “გაუგებრობა მოგვარებულია”

კომენტარის დატოვება
ილონ მასკის თქმით, Apple-თან “გაუგებრობა მოგვარებულია”

ილონ მასკმა თქვა, რომ მან და Apple-ის CEO-მ, ტიმ კუკმა Twitter-ის app store-დან შესაძლო წაშლასთან დაკავრშირებული გაუგებრობა «მოაგვარეს». 

28 ნოემბერს მასკმა Apple app store-დან პლატფორმის წაშლის მუქარაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა Twitter-ზე რეკლამების განთავსებაც შეწყვიტა.

30 ნოემბერს ილონ მასკმა დატვიტა: «ტიმმა თქვა, რომ Apple-ს არასოდეს უფიქრია ამის გაკეთება».

მას არ უთქვამს,  განიხილეს თუ არა შეხვედრაზე Apple-ის რეკლამის საკითხი — Twitter-ზე რეკლამის მთავარი განმთავსებელი სწორედ Apple იყო. კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაში 48 მილიონი დოლარი დახარჯა. 

ორი ტექნოლოგიური ლიდერი ერთმანეთს მას შემდეგ შეხვდა, რაც ბევრმა კომპანიამ შეაჩერა ხარჯები Twitter-ზე. მიზეზი ილონ მასკის საკამათო გადაწყვეტილებაა Twitter-ზე არსებული კონტენტის  კონტროლისა და სამუდამოდ დაბლოკილი ანგარიშების აღდგენის შესახებ.

ტიმ კუკთან მასკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: 

«კარგი საუბარი იყო. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ მოვაგვარეთ გაუგებრობა Twitter-ის App Store-იდან პოტენციურ ამოღებასთან დაკავშირებით. ტიმმა განაცხადა, რომ Apple-ს არასოდეს უფიქრია ამის გაკეთება». 

ილონ მასკი ტიმ კუკს ევროკომისარ ტიერი ბრენტონთან შეხვედრის შემდეგ ელაპარაკა. ევროკომისიამ ილონ მასკს განუცხადა, რომ Twitter-ს მოუწევს «ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა კონტენტის მოდერაცია, დეზინფორმაცია და მიზანმიმართული რეკლამები», წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებაც არ გამორიცხა. 

30 ნოემბერს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში Twitter-მა განაცხადა, რომ მისი არცერთი პოლიტიკა არ შეცვლილა,  თუმცა პლატფორმის უფრო სწრაფად გასაუმჯობესებლად ექსპერიმენტებს ატარებს და მაქსიმალურად ეცდება, შეზღუდოს მიუღებელი მასალის გავრცელება, რომელიც არღვევს პლატფორმის წესებს.

«ჩვენი ნდობისა და უსაფრთხოების გუნდი გულმოდგინედ მუშაობს, რათა პლატფორმა სიძულვილით სავსე და შეურაცხმყოფელი ქცევისგან და Twitter-ის წესების ნებისმიერი დარღვევისგან დაცული იყოს». — დასძინა კომპანიამ. 

ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად ოქტომბერში იყიდა. 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა 2022 წლის ოქტომბერში Twitter 44 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა და კომპანიაში ცვლილებების განხორციელება დაიწყო, რასაც ქაოსი მოჰყვა.  



ასევე წაიკითხეთ
Apple-მა ჟურნალისტებს ნება მისცა, ჩიპების ტესტირების საიდუმლო ლაბორატორია გადაეღოთ
Apple-მა ჟურნალისტებს ნება მისცა, ჩიპების ტესტირების საიდუმლო ლაბორატორია გადაეღოთ
Apple-მა ჟურნალისტებს ნება მისცა, ჩიპების ტესტირების საიდუმლო ლაბორატორია გადაეღოთ
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკმა დუა ლიპას უთხრა, როდემდე დარჩება Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე
ტიმ კუკმა დუა ლიპას უთხრა, როდემდე დარჩება Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე
ტიმ კუკმა დუა ლიპას უთხრა, როდემდე დარჩება Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.