ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Telegram-ზე SIM ბარათის გარეშე რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა

პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის, WhatsApp-ის მსგავსად, ტელეფონის ნომრის დამატებას Telegram-იც ითხოვს. კონფიდენციალურობის მოყვარულებს  ეს, ცხადია, არ მოსწონთ. ამიტომ, Telegram-მა აპლიკაციის უახლეს გამოშვებაში მომხმარებლებს SIM ბარათის გარეშე რეგისტრაციის საშუალება მისცა.

კომენტარის დატოვება

Telegram-ზე დარეგისტრირება ბლოკჩეინით მხარდაჭერილი ნომრით შეგეძლებათ. ამისთვის Fragment-ის პლატფორმა უნდა გამოიყენოთ, რომელიც მომხმარებლეს ანონიმურ ტელეფონის ნომრებს აწვდის.

ნომრის შესაძენად თანხის გადახდა მოგიწევთ და მის გამოყენებას მხოლოდ შეტყობინებების სერვისზე შეძლებთ. Fragment პლატფორმაზე შეძენილი თითოეული ანონიმური ტელეფონის ნომერი 16 დოლარი ეღირება. თუმცა, თუ კონფიდენციალურობას დიდ ყურადღებას აქცევთ და არ გსურთ, რომ თქვენი Telegram ანგარიში თქვენს რეალურ მობილურ ნომერს დაუკავშირდეს, მაშინ მცირე თანხის გადახდაც შესაძლოა გიღირდეთ.

ასევე შეგიძლიათ, დროებითი QR კოდი შექმნათ, რომელიც პროფილის გაზიარებაში დაგეხმარებათ. ნებისმიერს, ვინც კოდს დაასკანერებს, შეუძლია თქვენი ტელეფონის ნომრის ცოდნის გარეშე კონტაქტების სიაში დაგამატოთ.

კიდევ ერთი ახალი ფუნქცია, რომელიც Telegram v9.2-ს აქვს, მიმოწერის წაშლის ავტომატური შესაძლებლობაა. პლატფორმა თვითგანადგურებად შეტყობინებებს მხარს 2013 წლიდან უჭერს, მაგრამ კონკრეტულ ინტერვალებში ყველა არსებული ჩატის გასუფთავების გზა აქამდე არ არსებობდა. ახალი ავტომატური წაშლის ფუნქციით, შეგიძლიათ თვითგანადგურებისთვის ტაიმერი დააყენოთ. 

პაველ დუროვი: Telegram დეცენტრალიზებულ კრიპტო საფულეებს და ბირჟას შექმნის

თემის მიხედვით
პაველ დუროვი: Telegram დეცენტრალიზებულ კრიპტო საფულეებს და ბირჟას შექმნის

ასევე წაიკითხეთ
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა

WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს

საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს, მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია
საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს, მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია
საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს, მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია
პაველ დუროვი: Telegram დეცენტრალიზებულ კრიპტო საფულეებს და ბირჟას შექმნის
პაველ დუროვი: Telegram დეცენტრალიზებულ კრიპტო საფულეებს და ბირჟას შექმნის
პაველ დუროვი: Telegram დეცენტრალიზებულ კრიპტო საფულეებს და ბირჟას შექმნის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.