ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

პაველ დუროვი: Telegram დეცენტრალიზებულ კრიპტო საფულეებს და ბირჟას შექმნის

​Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებით, კომპანიის გუნდი შეიმუშავებს ინსტრუმენტებს კრიპტოვალუტის შესანახად და ვაჭრობისთის, საფულეების და ბირჟის ჩათვლით. 

კომენტარის დატოვება

მისი თქმით, მიზანი ბლოკჩეინ სფეროს დეცენტრალიზაციაა. 

«ბლოკჩეინის ინდუსტრია აშენდა დეცენტრალიზაციის იდეაზე, მაგრამ, საბოლოოდ კონცენტრირებული იყო რამდენიმე ადამიანის ხელში, რომლებმაც დაიწყეს თავიანთი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. შედეგად, ბევრმა დაკარგა ფული, როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა FTX გაკოტრდა». — განაცხადა დუროვმა. 

მისი თქმით, ბლოკჩეინის პროექტების საწყის იდეაზე დაბრუნება პრობლემებს მოაგვარებს —  დეველოპერებმა უნდა შექმნან და მომხმარებლებს მიაწოდონ სწრაფი და ადვილად გამოსაყენებელი დეცენტრალიზებული აპლიკაციები.

პაველ დუროვმა დასძინა, რომ  TON blockchain-ზე დაფუძნებული სავაჭრო პლატფორმის — Fragment-ის შექმნას მხოლოდ 5 ადამიანი და 5 კვირა დასჭირდა.

პლატფორმაზე უკვე მიმდინარეობს მეტსახელების გაყიდვა Telegram-ისთვის და ერთ თვეზე ნაკლებ დროში ბრუნვამ 50 მილიონ დოლარს მიაღწია. დუროვის თქმით, Fragment-ზე ახალი პროდუქტები უახლოეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება. 

«ასე ჩვენ შევძლებთ იმ შეცდომების გამოსწორებას, რომლებიც გადაჭარბებულმა ცენტრალიზაციამ გამოიწვია და რის გამოც კრიპტოვალუტის ათასობით მომხმარებელი დაზარალდა». — თქვა Telegram-ის დამფუძნებელმა.

კრიპტობირჟა FTX 2022 წლის ნოემბერში ჩამოშალა. ლიკვიდობის მნიშვნელოვნად შემცირება თანხის განაღდების ტალღამ განაპირობა — ბირჟიდან მხოლოდ 3 დღეში $6 მილიარდი გაიტანეს.  ახლა FTX-ის ფასი $0-ია. მომხმარებლების ეს რეაქცია მანამდე გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია — ცნობილი გახდა, რომ კომპანია იყენებდა კლიენტების სახსრებს უკანონო ოპერაციებში და არაკეთილსინდისერად აწარმოებდა ბუღალტრულ ჩანაწერებს. 

FTX-ის გაკოტრებას კრიპტოკომპანიების გაკოტრების ჯაჭვი მოჰყვა. 

Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
უმსხვილესმა კრიპტო კომპანია BlockFi-მ სასამართლოს გაკოტრების შესახებ მიმართა
უმსხვილესმა კრიპტო კომპანია BlockFi-მ სასამართლოს გაკოტრების შესახებ მიმართა
თემის მიხედვით
უმსხვილესმა კრიპტო კომპანია BlockFi-მ სასამართლოს გაკოტრების შესახებ მიმართა

ასევე წაიკითხეთ
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს, მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია
საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს, მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია
საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს, მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.