ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
29 სექტემბერი 2023, 15:00
2023-09-29
თბილისობა და მესენჯერები: თემატური (სახალისო) AR ნიღბები და საჭირო ფუნქციები Viber-ში
★ პარტნიორის კონტენტი
თბილისობის მოლოდინში, Rakuten Viber — გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების სფეროში — გამოკითხვის შედეგებსა და ფუნქციებს აზიარებს, რომლებიც დაგეხმარებათ ეს დღესასწაული უფრო დასამახსოვრებელი გახადოთ და თქვენს საყვარელ ადამიანებს სიხარული გაუზიაროთ.
Viber საქართველოს არხზე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნახევარი წელს თბილისობას აღნიშნავს. ამავდროულად, მონაწილეთა 50% ამ დღესასწაულის გატარებას ოჯახთან ერთად აპირებს
დღესასწაულის ფარგლებში თბილისში ბაზრობები, თემატური მსვლელობები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები მოეწყობა. ასევე, «თბილისის საპატიო მოქალაქის» წოდებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანები. Viber გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თბილისობას ქართულ ეროვნულ ცეკვას, მწვადის სამზადისს და პოპულარულ სიმღერას «თბილისო“-ს უკავშირებს.
სადღესასწაულო სულისკვეთების გასაზიარებლად მეგობრებთან, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან, ასევე მათთან მხიარული მომენტებისა და ემოციების გასაზიარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მესენჯერის ფუნქციები. ასე რომ, თუ თბილისობის აღსანიშნავად ერთ ადგილას მთელი ოჯახი ვერ შეიკრიბება, შეგეძლებათ კონტაქტზე Viber-ში ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარის ფუნქციის წყალობით დარჩეთ. მასში მონაწილეობის მიღება ერთდროულად 60-მდე ადამიანს შეუძლია, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე.
იმისთვის, რომ არ დაგავიწყდეთ თბილისობის დღესასწაულისთვის ყველა მნიშვნელოვანი საქმისა და დავალების შესრულება, გამოსადეგი იქნება Viber-ში «My Notes» ჩატი, რომელიც საკუთარ თავთან «საუბრისთვისაა» განკუთვნილი. აქ შეგიძლიათ გააკეთოთ შესასრულებელი საქმეების სიები და მონიშნოთ უკვე დასრულებული ამოცანები, დააყენოთ შეხსენებები, გააკეთოთ ჩანაწერები, შეინახოთ ფოტოები და ვიდეოები.
დამატებით, მესენჯერი აღჭურვილია თემატური ნიღბებითა და გაძლიერებული რეალობის ფილტრებით, რომლითაც შეგიძლიათ მიულოცოთ ახლობლებს მომავალი დღესასწაული, ასევე ჩაწეროთ უჩვეულო მისალმება და გაუგზავნოთ საყვარელ ადამიანებს.
იმისათვის, რომ სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია უფრო მრავალფეროვანი იყოს, თანაც, უფრო მარტივად გაუზიაროთ ემოციები საყვარელ ადამიანებს, გამოიყენეთ სხვადასხვა სტიკერები და GIF სურათები. დღესასწაულის აღსანიშნად, Viber-მა გამოუშვა თემატური სტიკერების ნაკრები «Feel the emotions», საიდანაც შესაძლებელია თბილისობის სადღესასწაულო მილოცვებთან ერთად, სხვადასხვა სახალისო სტიკერების გაგზავნა.