ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Startup Grind 23 აგვისტოს ბათუმში Startup Sizzle-ის ღონისძიებას გამართავს

23 აგვისტოს, ბათუმში, Startup Grind-ის ფარგლებში ღონისძიება  Startup Sizzle გაიმართება. 

კომენტარის დატოვება
Startup Grind 23 აგვისტოს ბათუმში Startup Sizzle-ის ღონისძიებას გამართავს

23 აგვისტოს, ბათუმში, Startup Grind-ის ფარგლებში ღონისძიება  Startup Sizzle გაიმართება. 

საქართველოში სტარტაპების ბინა ყოველთვის თბილისი იყო, ახლა კი ბათუმშიც აქტიურად იქმნება ახალი coworking სივრცეები, IT სკოლები და იმართება სტარტაპ ღონისძიებები. 23 აგვისტოს ღონისძიებაზე, რომელიც 6 საათზე დაიწყება, StartupGrind სწორედ ბათუმელ დამფუძნებლებს გაგაცნობთ.

რატი კუნჭულია დამსწრე აუდიტორიას Datamind-ის დაფუძნების ისტორიას მოუყვება. Datamind საქართველოში და მის გარეთ ბანკებს მონაცემთა საცავის დანერგვის ჭკვიან მექანიზმს სთავაზობს. 

ეს იდეა ბათუმში დაბადებული დამფუძნებლის ღრმა ტექნიკურ ცოდნასა და განვითარების სურვილს უსვამს ხაზს. სტარტაპს $1 მლნ-ზე მეტი ARR აქვს და ჯერ ახლა იწყებს მასშტაბირებას. რატის თანადამფუძნებელი აშშ-ში იმყოფება ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რატი და მისი გუნდი კი გლობალური ბაზრისათვის ამზადებენ ტექნოლოგიას.

ღონისძიებას ახლადგახსნილ coworking სივრცეში, Ripple.space-ში ბათუმელი დამფუძნებელი ანა ავეჩბა უმასპინძლებს და იმ პროექტის შესახებ მოგვიყვება, რომელიც ბათუმის ტექ-საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს.

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრებს განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობა მიეცემათ.

ღონისძიებისა და ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ამ ლინკზე.



ასევე წაიკითხეთ
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია. 
500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
27 ივნისს, თბილისში, Startup Grind კირა მაკაგონს უმასპინძლებს
27 ივნისს, თბილისში, Startup Grind კირა მაკაგონს უმასპინძლებს
27 ივნისს, თბილისში, Startup Grind კირა მაკაგონს უმასპინძლებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.