ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
22 მაისი 2023, 12:57
2023-05-22
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ივნისი.
Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ივნისი.
30 მაისს, 17:00 საათზე Social Impact Award-ის ორგანიზატორებთან და ჟიურის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც დაინტერესებულ პირებს პროგრამასთან დაკავშირებული კითხვების დასმა შეეძლებათ. შეხვედრის ბმული იხილეთ აქ.
შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიური 6 ფინალისტ გუნდს გამოავლენს. ფინალისტები ორთვიან ინკუბაციას გაივლიან და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით ბიზნესმოდელს დახვეწენ, ბიზნესგეგმებს შეადგენენ და ფინალისთვის მოემზადებიან. პროგრამის ბოლო ეტაპზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ბიზნესიდეების განსახორციელებლად ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. ისინი Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტსაც დაესწრებიამ. რომელიც წელს ბელგრადში (სერბეთი) გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე იმუშავეს.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და სოციალური მეწარმეობის დარგში სტუდენტების განათლებაზეა ორიენტირებული. პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს.
Impact Hub Tbilisi-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სოციალური ბიზნესი წამოიწყონ. ამ ხნის განმავლობაში, პროგრამაში, საერთო ჯამში, 1500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთო; ინკუბაცია გაიარა 150-მდე ახალგაზრდამ (45 გუნდი), 22 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთაც სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად დაფინანსება მოიპოვეს. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამა ტერაბანკისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო.