ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სილქნეტის განცხადებით, სავარაუდოდ, გაჟონა 2000-მდე მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ

კომპანია «სილქნეტი» აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაჟონა დაახლოებით 2000-მდე მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა. კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს რეაგირების ღონისძიებები. 

კომენტარის დატოვება

ინფორმაცია, რომ «სილქნეტის» მომხმარებელთა პირადმა მონაცემებმა, მათ შორის, პირადობის მოწმობის ფოტოებმა გაჟონა, 19 მარტს, საღამოს გავრცელდა.

ითქვა, რომ საქმე 33 ათასზე მეტი ადამიანის პირად მონაცემებს ეხებოდა. თუმცა, კომპანია დღეს აცხადებს, რომ სავარაუდო დაზარალებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია. 

ასევე, «სილქნეტის» განცხადებით, არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება.

კომპანია მიუთითებს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან, «ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, და მასთან ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს.

«უახლოეს პერიოდში, ინციდენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხებიც.

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია «სილქნეტი» პირველი შესაძლებლობისთანავე ეტაპობრივად გაასაჯაროებს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას იმ მოცულობით, რომ საფრთხე არ შეექმნას მიმდინარე კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და შემდგომი გამოძიების ინტერესებს». — ნათქვამია «სილქნეტის» განცხადებაში. 

ასევე წაიკითხეთ
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
მომხმარებელთა უფლებების ცენტრი: ახალი კანონი უნებართვო SMS რეკლამებს ვერ აღმოფხვრის 
მომხმარებელთა უფლებების ცენტრი: ახალი კანონი უნებართვო SMS რეკლამებს ვერ აღმოფხვრის 
მომხმარებელთა უფლებების ცენტრი: ახალი კანონი უნებართვო SMS რეკლამებს ვერ აღმოფხვრის 
«მომხმარებელთა უფლებების ცენტრის» შეფასებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, სარეკლამო სმს-ებს ვერ მიიღებთ თქვენი წინასწარი ნებართვის გარეშე, პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს. 
1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ, თუ ეს თავად არ გსურთ
1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ, თუ ეს თავად არ გსურთ
1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ, თუ ეს თავად არ გსურთ
2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს იმას, რომ სარეკლამო სმს-ებს ვერ მიიღებთ თქვენი წინასწარი ნებართვის გარეშე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.