ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეკრიპტო
11 იანვარი 2024, 16:00
2024-01-11
SEC-მა ბიტკოინის 11 ETF დაამტკიცა
აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) Bitcoin-ის რამდენიმე სავაჭრო ფონდი, იგივე ETF-ი დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, Bitcoin-ის ფასიანი ქაღალდების შეძენას ინვესტორები ამერიკული ბირჟებიდან შეძლებენ.
მანამ, სანამ მედიაში SEC-ის თავმჯდომარის, გერი გენსლერის ოფიციალური განცხადება გავრცელდებოდა, დოკუმენტი, რომლითაც კომისიამ ETF-ები დაამტკიცა, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მაგრამ რამდენიმე წუთში წაიშალა.
ამ დოკუმენტის თანახმად, რომელიც ახლა ინტერნეტში ცირკულირებს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა თერთმეტი სავაჭრო ფონდი დაამტკიცა, რომლებიც Ark/21Shares-მა, WisdomTree-მ, Invesco-მ, Fidelity-მ, VanEck-მა, Grayscale-მა, Blackrock-მა, Bitwise-მა, Valkyrie-მ და Franklin-მა წარმოადგინეს.
როგორც გერი გენსლერის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, Bitcoin-ის სავაჭრო ფონდების დამტკიცების გადაწყვეტილება კომისიამ დაჩქარებული წესით მიიღო.
სხვათაშორის, SEC ამჟამად Coinbase-სს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონების სავარაუდო დარღვევისთვის უჩივის, რასაც კომპანია უარყოფს.
ინვესტორების ადვოკატირების ანალიტიკური ცენტრის, Better Markets-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენის კელეჰერმა განაცხადა, რომ Bitcoin კრიპტო თაღლითების მიმართ კვლავ დაუცველია და თქვა, რომ ETF-ების დამტკიცება «ისტორიული შეცდომაა».
«SEC-ის დღევანდელი ქმედება დიდი შეცდომაა. ბიტკოინს და კრიპტოვალუტას ჯერ კიდევ არ აქვს ლეგიტიმური გამოყენება». — თქვა მან.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.