ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თამაში „დიდგორი" შეჩერებულია, შემქმნელმა ნაწყვეტები გამოაქვეყნა — ნახეთ ვიდეოები

«დიდგორის» შემქმნელმა თამაშის ნაწყვეტები გამოაქვეყნა. პროექტზე მუშაობა 2022 წლიდან შეჩერებულია. 

კომენტარის დატოვება
თამაში „დიდგორი" შეჩერებულია, შემქმნელმა ნაწყვეტები გამოაქვეყნა — ნახეთ ვიდეოები

«დიდგორის» შემქმნელმა თამაშის ნაწყვეტები გამოაქვეყნა. პროექტზე მუშაობა 2022 წლიდან შეჩერებულია. 

თამაშის შექმნაზე Celestial Dimension (სელესტიალ დიმენშენი) მუშაობდა. 

კომპანიამ კულტურის სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა — უწყება შესყიდვას კომპიუტერულ თამაშზე აცხადებდა, თამაშის კონცეფცია, სცენარი და დიზაინი კი «სელესტიალ დიმენშენმა» 15-მდე ადამიანისგან შემდგარი გუნდით შექმნა. ასევე, მათ უნდა გაეკეთებინათ თამაშის დეველოპმენტი, ტესტირება და სხვა.

როგორც Celestial Dimension-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თეიმურაზ მეგრელიძე ყვება, 150-ათასლარიანი კონკურსიდან გადასახადების შემდეგ მიღებული 111 ათასი ლარით გუნდმა შექმნა 4 ვიდეო ტექსტით, გახმოვანებით, მუსიკით, მენიუთი და გეიმფლეით. მომზადდა თამაშის დემო ვერსია, თუმცა, ვერ მოხერხდა მისი ხარვეზების/ბაგების აღმოფხვრა.

  • თამაშის მენიუ — დაუსრულებელი ვერსია 👇

მუსიკის ნაწყვეტი 👇

თამაშ «დიდგორის» ერთ-ერთი გამხმოვანებელი გუჯა ბურდულია. ეს მისი ბოლო როლი იყო. 

  • მოისმინეთ გუჯა ბურდულის მიერ გახმოვანებული ნაწილი — პროლოგი 👇
  • ეპილოგი 👇
  • ალტერნატიული დასასრული 👇

საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის, «დიდგორის» ტრეილერი 2022 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამოუშვა. 

თამაშის პირველი ეტაპის გამოშვება 2022 წლის მაისში იგეგმებოდა. მაგრამ უწყებამ მის დასრულებაზე არ იზრუნა. 

თიმურაზ მეგრელიძისვე თქმით, 2 წელია, ცდილობენ, თამაშის დასასრულებლად სახსრები ბიზნესმენებისგან მოიძიონ, თუმცა, უშედეგოდ. 

«სამწუხაროდ, როგორც განმიცხადეს, ფულს ვერ ჩადებენ იმაში, რაც არ ესმით». — ამბობს თეიმურაზ მეგრელიძე. 

მისივე თქმით, შექმნილი ვიდეოები საზოგადოებისთვის მათი ნაშრომის ჩვენების მიზნით გამოაქვეყნა.

ხოლო კომპანია Celestial Dimension აღარც ფუნქციონირებს. თეიმურაზ მეგრელიძე ახლა სხვა პროექტზე თავისი ძალებით მუშაობს. 

dev.ge-მ კულტურის სამინისტროდან თამაშ «დიდგორის» შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა. თუმცა, უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.  



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.