ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ შევქმნათ პერსონალური ბრენდი შტამპების გარეშე და ვის სჭირდება ეს IT-ში?

როგორ შევქმნათ პირადი ბრენდი და ამავდროულად არ გამოვჩნდეთ «პლასტიკურები» ან სულელები? როგორ დაგეხმარებათ ეს ბრენდი ფულის დაზოგვაში და კომპანიის მიმართ ლოიალობის გაზრდაში? dev.by-მ ამის შესახებ PR-სპეციალისტსა და ფსიქოლოგს ჰკითხა. 

კომენტარის დატოვება
როგორ შევქმნათ პერსონალური ბრენდი შტამპების გარეშე და ვის სჭირდება ეს IT-ში?

როგორ შევქმნათ პირადი ბრენდი და ამავდროულად არ გამოვჩნდეთ «პლასტიკურები» ან სულელები? როგორ დაგეხმარებათ ეს ბრენდი ფულის დაზოგვაში და კომპანიის მიმართ ლოიალობის გაზრდაში? dev.by-მ ამის შესახებ PR-სპეციალისტსა და ფსიქოლოგს ჰკითხა. 

«კრიზისის დროს ბევრს ჯადოსნური აბი უნდა. მაგრამ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც რეალურად შეუძლია ვითარების შეფასება»

ვინ ლაპარაკობს:
ანა მიროჩნიკი. Digital Marketing-ისა და PR-ის სპეციალისტი, ტელეგრამ არხის ავტორი «შექმენი საკუთარი თავის კერპი: პირადი ბრენდი ინფოგიფსიის გარეშე». 15 წელია Marketing & PR-ის სფეროშია. მუშაობდა შემდეგ ბრენდებთან: IKEA, Mothercare, Wargaming, KARHER, РБК. Forbes-ის კოლუმნისტი. 

რა არის პირადი ბრენდი და რატომ არის ის საჭირო?

— პირად ბრენდს ვხედავ, როგორც ზომების, ინსტრუმენტებისა და სტრატეგიების ერთობლიობას, რომლის მიზანი პიროვნულობის გზით კომპანიის არამატერიალური ღირებულება გაზარდოს. მაგალითად, ფაუნდერის ან თანამშრომლების. 

რატომაა საჭირო პირადი ბრენდი? ყველაფერი ამოცანაზეა დამოკიდებული. ილონ მასკი არის კარგად აგებული პერსონალური ბრენდის მაგალითი. ის პრაგმატულად იყენებს რეპუტაციას, როგორც არამატერიალურ აქტივს. 

ავიღოთ Tesla-ს აქციები — 2021 წლის ოქტომბერში მათი ფასები 12%-ით გაიზარდა და 1000 დოლარს გადააჭარბა. ასეთი მატება მოხდა Hertz-თან შეთანხმების შედეგად — Hertz-თან კომპანიამ ხელი მოაწერა კონტრაქტს 100 ათასი ელექტროავტომობილის გაყიდვის შესახებ. შედარებისთვის, Volkswagen-მა მხოლოდ 2021 წლის მესამე კვარტალში 120 ათას ელექტრომანქანა გაყიდა, 2020 წელს კი 11 მილიონის რეალიზება მოახდინა. მიუხედავად ამისა, Tesla-სა და Volkswagen-ის კაპიტალიზაციებს შორის განსხვავება უზარმაზარია: $950 მილიარდი $116 მილიარდის წინააღმდეგ — და ის აგრძელებს ზრდას ბაზრის ფანტაზიების გამო.

როგორც ვხედავთ, აქციების ღირებულება ხშირად არ არის გამყარებული მატერიალური აქტივებით. თუ გადავხედავთ Volkswagen-ის წარმოების შესაძლებლობებს და აქტივების ზომას, პლუს მის ისტორიას, ზრდის სტაბილურობას და ეკონომიკურ პერსპექტივას, ჩვენ დავინახავთ ინვესტიციის უფრო საინტერესო წყაროს, ვიდრე Tesla-ა. მაგრამ Tesla-ს შემთხვევაში პირადი ბრენდი მუშაობს. 

ან Theranos (გაკოტრებული ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია სამედიცინო მომსახურების სფეროში, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითობად მიიჩნევა). პიკში ყოფნის დრო დროს მათი აქციები თითქმის $10 მილიარდი ღირდა არაფრის გამო, ელიზაბეთ ჰოლმსის კომპანიაში ინვესტიცია ჩადეს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა. ეს ასევე პიროვნული ბრენდინგის პოპულარული ინსტრუმენტია, როდესაც თქვენს რეპუტაციას საზოგადოებრივი აზრის ლიდერების რეპუტაციასთან აკავშირებთ. 

სტარტაპების ბაზარი ძალიან არის დამოკიდებული დამფუძნებლების რეპუტაციაზე. ინვესტორები ფულს დებენ დამფუძნებლების ვინაობაში და ამან შეიძლება სტარტაპში ბევრი მსხვილი სპეციალისტი მიიზიდოს. ეს არის ევოლუციურად განსაზღვრული მექანიზმი, როდესაც უფრო ძლიერისკენ და გამორჩეულისკენ მივიწევთ, იმის იმედით, რომ რაღაცას ჩვენთვისაც გამოვკრავთ ხელს. 

როგორი გზა სჯობს პირადი ბრენდის შესაქმნელად?

  1. დრო არ დაკაგროთ სტრატეგიაზე. ეს მათთვისაა, ვისაც უსაფრთხოების ბალიში აქვს გამზადებული, რათა იცხოვროს, სანამ სტრატეგია დაიწერება. 2020 წლის და ომის შემდეგ სტრატეგიას აზრი არ აქვს. ყველაფერი ძალიან მკვეთრად იცვლება. 
  2. პატარა სპრინტებით იმუშავეთ. Agile-ის ფანი ვარ. დავგეგმეთ პატარა სტრიმი, გავაკეთეთ რამდენიმე ამოცანა, ვნახეთ შედეგი. პირდაპირ მუშაობთ ცოცხალ ჰიპოთეზასთან, ამოწმებთ მას რეალურ დროში, რადგან ახლა აზრი არ აქვს ბაზარზე იდეალური პროდუქტის გაშვებას. უშვებთ MVP-ს და მომდევნო ერთ წელში გარღვევის შანსი არის. 
  3. იპოვეთ რესურსები, რომლებსაც რეალურად დაეყრდნობით. შემდეგ კი აირჩიეთ ორიდან ერთი სტრატეგია (არც ერთი მათგანი არაა მეორეზე უკეთესი, ყველაფერი თქვენს სურვილებზეა დამოკიდებული): 

    1. ამოვდივართ პროდუქტიდან — მაშინ ვეძებთ პროდუქტისთვის სამიზნე ჯგუფს, ინსტრუმენტებსა და ა.შ.

    2. ამოვდივართ მიზნიდან — წარმოვიდგენთ, ვისთან გვსურს მუშაობა, და მიზნისთვის ვიღებთ პროდუქტს.  

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ინსტაგრამი, ფეისბუქი და მსგავსი — მხოლოდ ინსტრუმენტებია. არ მოგატყუოთ სხვების ნათქვამებმა. მაგალითად, თუ თქვენი ჰიპოთეზის ნაწილი იმაზეა, რომ თქვენი მომხმარებლების ნაწილი ინსტაგრამზეა, მაშინ ინსტაგრამის ჩართვას აქვს აზრი. მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სამიზნე აუდიტორია სოციალური მედიის სხვა პლატფორმებს იყენებს. მაშინ ინსტაგრამი ხდება ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ რესურსებს მოიხმარს და მისი ჩართვა წამგებიანია, განსაკუთრებით, მცირე ბიუჯეტით მუშაობისას.

ბევრი, სამწუხაროდ, ინსტრუმენტების შეგროვებით არის დაკავებული, სულელურად ბერავს ბიუჯეტს მხოლოდ იმის გამო, რომ გაუგონია, თითქოს ინსტაგრამი — კარგად მუშაობს. 

თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, სჯობს ყურადღება გაამახვილოთ ერთ პლატფორმაზე, სადაც თქვენი სამიზნე აუდიტორია ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული. მაგიის უმაღლესი დონეა პლატფორმის პოვნა, სადაც არის სამიზნე აუდიტორიის ბევრი წარმომადგენელი და დაბალი კონკურენტია. 

რა არის პიროვნების ანფაქინგი და საჭიროა თუ არა ის?

— პიროვნების «გახსნა» — ესაა ადამიანის შესახებ კითხვარი კითხვების დიდი რაოდენობით, რომელიც უნდა დაეხმაროს მას, გაიგოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ წარმოაჩინოს ისინი უკეთესად. ასეთი კითხვარი მუშაობს? 

— ჩემი აზრით,  «პიროვნების გახსნაში» იყიდება კომუნისტური «ვინც არავინ იყო, ყველაფერი გახდება». ყველას მაღალ ეშელონებში უნდა. ადამიანებზე ყიდიან ზღაპარს, რომ არაფრის კეთებით გაბრწყინდებიან. და მგონია, რომ ეს საშიში ილუზიაა. 

მაღალი მოლოდინები ფსიქიკაზე დადებითად არ მოქმედებს, რადგანაც ადამიანი ცდილობს, საპირისპირო მიმართულებებით გაიჭიმოს. ფეხებით დგას თავის «შემიძლიაზე», ხოლო ყველა ანფაქინგისა და ქოუჩის შემდეგ ხელებით «მინდას» ეპოტინება. ადამიანმა უკვე მოირგო «ფაუნდერ-ფაუნდერის» იმიჯი, მაგრამ რეალობაში ეს არაფრად ღირს. 

და იმის ნაცვლად, რომ საკუთარი პატარა რესურსებიდან გამომდინარე, ინვესტიცია ჩადო რეალურ განვითარებაში, იწყებ ინვესტირებას წარმოსახვაში. პონტებში, რომელიც, როგორც მას ჰგონია, ინვესტორს ან ვინმე მაგარ სპეციალისტს მოიზიდავს. და ამ პონტის ფასი პროპორციულად უფრო იზრდება. 

რაც უფრო დიდია დაშორება «ყოფნასა» და «გამოჩენას» შორის, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ადამიანი დაკარგავს რესურსებს, საკუთარ რეპუტაციას, დააღალატებს გუნდს. ადეკვატურად უნდა შეაფასოთ საკუთარი ძალები, რათა სწორად აირჩიოთ შემდეგ გადასადგმელი ნაბიჯი. 

პროფესიული ორიენტაცია და კარიერული კონსულტანტები — ეს ყოველთვის ეხება ადამიანის მიერ მუშაობას და არაფერი აქვს საერთო პირივნების ანფაქინგთან. კრიზის დროს ბევრს სურს ჯადოსნური აბი. მაგრამ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლია, რეალურად შეაფასოს ვითარება. 

«ნარცისულ მიდგომებს აქვს თავისი დადებითი მხარეები»

ვინ საუბრობს:
დენის ისკორცევი. კონსულტანტი გუნდური პროცესების ფსიქოლოგიაში, პრაქტიკოსი დეველოპერი 1996 წლიდან. MBA დაამთავრა TU München-ში.

— რატომაა საჭირო პირადი ბრენდი სოციალურ ქსელებში?

სოცქსელები — გაყიდვებისთვის მუშა ინსტრუმენტია. საკუთარი იმიჯის საშუალებით შეგიძლიათ პოტენციურ მყიდველებს სიგნალი გადასცეთ: «ნახეთ, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია, მოდით ჩემთან, და თქვენც ასეთი ბედნიერები იქნებით».

ანუ, ესაა იმიჯის, როლური მოდელის გაყიდვა: «მე ვარ წარმატებული, გიწვევთ, იყოთ ჩემს გვერდით, და თქვენც იქნებით წარმატებულები». რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის სიმართლე არაა, მაგრამ ხანდახან მე თვითონ გამოვიჭერ ხოლმე საკუთარ თავს: «როგორი მაგარი საათი აქვს, ალბათ, რაღაცის კეთება შეუძლია». 

აქ ვხედავ გადაკვეთას რეზიუმეს შექმნის ტექნოლოგიასთან. ესეც არის საკუთარი თავის წარდგენა, რომელიც ეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრაში — დაამყარონ ურთიერთობები ერთმანეთთან. რაღაც მინიშნებებსა და სიგნალებზე ორიენტირება, რომლებიც გეუბნებათ: «კარგი, ეს ადამიანი ჩემთვის გასაგებია. მესმის, რას უნდა ველოდო მისგან და რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ». 

სხვადასხვა კულტურაში ადამიანები საკუთარ იმიჯს სხვადასხვანაირად ქმნიან. ამასთან კულტურაში იგულისხმება არა მხოლოდ ხალხი ან ქვეყანა, არამედ ბიზნესგარემოც. ექიმი და პროგრამისტი თავიანთ რეზიუმეებს სხვადასხვანაირად გააკეთებენ. თუ პროგრამისტი გასაუბრებაზე პიჯაკითა და ჰალსტუხით მივა (არა ბანკში), ამას შესაძლოა გარკვეული ახსნა-განმარტებები დასჭირდეს.

ხანდახან ადამიანები მიმიკრიას მიმართავენ — როდესაც იყენებ იმის გარეგნულ ნიშნებს, რაც არ ხარ, რათა სხვა ადამიანებმა თავისიანად მიიღოს. 

მაგალითად, საკონსულტაციო ფირმებს, რომლებიც მსხვილ დამკვეთებთან მუშაობენ, აქვთ Vice President-ის თანამდებობა. შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ საქმეში ეს იერარქიაში მეორე ან მესამე დონეა: მოდის სტაჟიორი, შემდეგ სპეციალისტი, შემდეგ კი პირდაპირ ვიცე-პრეზიდენტი. ეს კეთდება იმისათვის, რომ საშუალო დონის სპეციალისტი ტოპ-ადამიანთან წავიდეს შეხვედრაზე და მის სავიზიტო ბარათს შეხედოს და გაიფიქროს: «ეს ადამიანი ჩემი წრიდანაა».

 — რატომ უყვართ ადამიანებს საკუთარი თავის სოცქსელებში ჩვენება?

დავიწყოთ შორიდან. არის პიროვნების თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ გვაქვს სამი კომპონენტი. 

ნარცისული — ესაა საკუთარი თავის სამყაროსთვის წარდგენის შესახებ. შიზოიდი — უსაფრთხოების შესახებ. ნევროზული — სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ. ჰარმონიული პიროვნება — როდესაც სამივე ელემენტი არსებობს. ანუ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩენა და სხვებთან კომუნიკაციაც და თავის უსაფრთხოებაზე ფიქრიც.

პრობლემები წარმოიქმნება, როდესაც ერთ-ერთი ეს ნაწილი იწყებს გაბატონებას. მაგალითად, შიზოიდური, როდესაც ადამიანი ცდილობს, ყველაფერი გააკონტროლოს (სხვათა შორის, არსებობს დაკვირვება, რომ IT-სპეციალისტებს შორის ბევრია გაბატონებული შიზოიდური ნაწილით).  

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნარცისული კომპონენტი მაქსიმუმზე აქვთ. არსებობენ ისეთებით, რომლებსაც ეს კომპონენტი ჯანსაღად აქვთ განვითარებული. 

ნარცისად ყოფნას თავისი სარგებელი აქვს. ასეთი ადამიანები ყურადღებას იქცევენ, მუდმივად წინ მიიწევენ, საკუთარ თავს მსოფლიოს აჩვენებენ, შთააგონებენ. მაგალითად ავიღოთ სტივ ჯობსი. წარმოუდგენელი ნარცისი და ამავე დროს შექმნა Apple და პროდუქტების წარმატებული ქსელი. 

ნარცისი ადამიანისთვის კომფორტულია სოცქსელების მართვა და მსოფლიოსთვის საკუთარი თავის ჩვენება. ეს მისთვის ახლო ნაცნობი სფეროა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ის ასევე მისთვის აუცილებელ აღიარებას იღებს, რომ «გხედავთ, მაგარი ხარ, მოდი კიდევ». ან პირიქით,  «საშინელი ხარ». დიახ, ასეთი ტიპის ნარცისებიც არსებობენ. 

პირადი ბრენდის აშენებისას როგორ არ დავეშვათ «წარმატებული წარმატების» შტამპამდე? წერეთ იმაზე, რა არის საინტერესო თქვენთვის, თქვენგან  გამომდინარე წერეთ. 

 — როგორ ავირჩიოთ სოციალურ ქსელებში ქცევის სტრატეგია?

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რატომ გჭირდებათ საკუთარი თავის წარდგენა სოციალურ ქსელებში. თუ რაღაც მომსახურებების გაყიდვა გსურთ, მაშინ აწარმოვეთ პროფესიული ბლოგი და მოყევით პროფესიული ისტორიები. IT-ისთვის პირველ რიგში ეს LinkedIn-ია. ასევე კარგი პროფესიული პლატფორმებია habr.ru და medium.com.

სამსახურის ძიების დროს პროფესიონალის იმიჯის ქონისას, უნდა გადახედოთ თქვენს პირად სოციალურ ქსელებს: რა ფოტოებს აქვეყნებთ იქ, რას წერთ (და წერთ თუ არა საერთოდ), რას აზიარებთ.

გაავრცელეთ ის, როგორი გსურთ, რომ დაგინახონ. თუ ბიზნესის განვითარებით ხართ დაკავებული, მაშინ დააკვირდით როგორ ირჩევენ მყიდველები შემსრულებელს ან კონტრაქტორებს. თუ უბრალოდ რაღაცის კეთება გსურთ, მაშინ გააკეთეთ ეს სიამოვნებით. 

ჩემთვის სოციალური ქსელები — ძირითადად ნეთვორქინგის ინსტრუმენტი, სოციალური კავშირების შენარჩუნებისა და რეფლექსიის ინსტრუმენტია. 

ნული ემოცია — გიყვებით რა არის ალექსიტიმია და როგორ უშლის ხელს ცხოვრებას
ნული ემოცია — გიყვებით, რა არის ალექსიტიმია და როგორ უშლის ხელს ცხოვრებას
თემის მიხედვით
ნული ემოცია — გიყვებით, რა არის ალექსიტიმია და როგორ უშლის ხელს ცხოვრებას


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.