რატომ ცხელდება Apple-ის ახალი iPhone 15
Apple-მა Iphone 15-ის გადახურების მიზეზად თავისი ოპერაციული სისტემის ხარვეზი და აპლიკაციების განახლებები დაასახელა.
Apple-მა Iphone 15-ის გადახურების მიზეზად თავისი ოპერაციული სისტემის ხარვეზი და აპლიკაციების განახლებები დაასახელა.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში სმარტფონის უახლესი მოდელი გამოვიდა, ზოგიერთი მომხმარებელი ჩიოდა, რომ მოწყობილობა იმდენად ხურდებოდა, რომ მისი ხელში დაჭერაც კი რთული იყო.
Apple-მა თქვა, რომ ეს ახალი iOS 17-ის ბაგი იყო.
კომპანია ასევე ამტკიცბს, რომ მესამე მხარის აპებში ცვლილებები " მათი სისტემის გადატვირთვას იწვევს».
iPhone-ის მომხმარებლეი ელოდნენ, რომ მათი მოწყობილობები თავდაპირველი განახლებებისა და სარეზერვო ასლის შექმნისას გადახურდებოდა, თუმცა iPhone 15-თან დაკავშირებული პრობლემები უფრო სერიოზული აღმოჩნდა.
მომხმარებლები სოციალურ მედიაში ჩიოდნენ, რომ ახალი ტელეფონები «დუღდა».
Apple-მა თქვა, რომ ტელეფონი შეიძლება უფრო ცხელი იყოს პირველ დღეებში «მოწყობილობის დაყენების ან აღდგენის შემდეგ, ფონური აქტივობის გაზრდის გამო».
«ჩვენ რამდენიმე მიზეზი აღმოვაჩნეთ, რამაც შეიძლება iPhone-ის მოსალოდნელზე მეტად გადახურება გამოიწვიოს». — განაცხადა კომპანიამ.
ეს iOS 17-ში — Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსიაში — გაპარული ხარვეზის ბრალია.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ «პრობლემა მესამე მხარის აპების ბოლოდროინდელ განახლებებსაც უკავშირდება, რაც მათი სისტემის გადატვირთვას იწვევს». Apple აპლიკაციების დეველოპერებთან ერთად ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს.
Apple-ის ცნობით, «დამნაშავე» აპებს შორის არის Instagram, Uber და ვიდეო თამაში Asphalt 9.
Instagram-მა პრობლემა გასულ კვირას მოაგვარა, თუმცა iOS 17-ის არასრულფასოვანი მუშაობა კვლავ აქტუალურია.
Apple-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტელეფონების გადახურება ახალ ტიტანთან კავშირში არ არის.
კომპანიამ ასევე უარყო ვარაუდი, რომ გადახურების პრობლემა USB-C პორტთან არის კავშირში.
Apple-მა განაცხადა, რომ პრობლემა უსაფრთხოების ან გამძლეობის რისკებთან კავშირში არ არის და ტელეფონის გრძელვადიან მუშაობაზე არ იმოქმედებს.