ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

iPhone 15-ის გამძლეობის ტესტების შედეგებმა შესაძლოა მისი ყიდვა გადაგაფიქრებინოთ

iPhone 15-ის ახალ ხაზს, განსაკუთრებით Pro-ს მოდელებს, ბევრი ახალი, საინტერესო და მაგაია ფუნქცია აქვს — USB-C დამუხტვა, გაუმჯობესებული კამერები, ახალი კონფიგურირებადი მოქმედების ღილაკი და სხვა. მაგრამ შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი არსებობდეს: წინა მოდელებთან შედარებით ის უფრო ადვილად იშლება.

კომენტარის დატოვება

iPhone 15 Pro მოდელები ტიტანისგან შედგება, რომელიც მისი წინამორბედის უჟანგავი ფოლადის მასალას ცვლის. მას ასევე უფრო მომრგვალებული კიდეები აქვს. Apple-მა განაცხადა, რომ კომპოზიციის ცვლილებამ ტელეფონი უფრო გამძლე და მსუბუქი უნდა გახადოს. თუმცა, ინტერნეტში გამოქვეყნებული გამძლეობის პირველი ტესტი განსხვავებულ აზრზე გვაყენებს.

სემ კოლი AppleTrack-იდან ავსტრალიაში გაფრინდა, რათა ტელეფონის გამძლეობის ტესტი ჩაეტარებინა. კოლმა iPhone 15 Pro და iPhone 14 Pro შეადარა — ორივეს ერთდროულად, ერთი სიმაღლიდან აგდებდა. ჯიბისა და მკერდის სიმაღლიდან გადმოგდების შემდეგ ორივე მოდელი გამართულად მუშაობდა.

მაგრამ iPhone 15 Pro-სთვის ყველაფერი გაუარესდა მას შემდეგ, რაც გამოცდა გაგრძელდა. უკანა, გვერდითი და ექსტრემალური ვარდნის შემდეგ, iPhone 14 Pro ისევ გამართულად ფუნქციონირებდა. თუმცა, iPhone 15 Pro-მ დიდი დაზიანება მიიღო და სრულიად უფუნქციო გახდა. ტელეფონი ორ ნაწილადაც კი გაიყო.

კოლმა დაასკვნა, რომ ეს iPhone 15 Pro-ის მოხრილი კიდეების ბრალი უფროა, ვიდრე ტიტანის. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩატარებული ტესტი ტელეფონის გამძლეობაზე ცუდად მეტყველებს.

რა თქმა უნდა, ერთი YouTube-ზე ატვირთული ტესტი ბევრს არაფერს წყვეტს. დრო გვიჩვენებს, არის თუ არა iPhone 15 გამძლე. 

iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან

თემის მიხედვით

ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
თემის მიხედვით
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 

ასევე წაიკითხეთ
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს

9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს

Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 

პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.