ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რას უნდა ველოდოთ CES-ზე - ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ სამრეწველო გამოფენაზე

CES — ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური სამრეწველო გამოფენაა მსოფლიოში. მისი ორგანიზატორი Consumer Technology Association-ია.  ღონისძიება ყოველი წლის იანვრის დასაწყისში ლას-ვეგასში ტარდება. შოუზე ტექნოლოგიების მწარმოებელი სხვადასხვა დეველოპერი კომპანიები თავიანთ პროდუქტებს წარადგენენ.

კომენტარის დატოვება

ღონისძიებაზე განიხილავენ ტენდენციებს, აკეთებენ განცხადებებსა და გვიყვებიან პროდუქციის აღმავალ კატეგორიებზე, რომლებსაც 2023 წელს ვიხილავთ.

შოუს ადრეულ ეტაპზე დამსწრეები უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნობიან, მაგალითად: ტელევიზორებს, ლეპტოპებს, მონიტორებს, მანქანებს ან თუნდაც ჭკვიანი ტუალეტებს.

გამოფენა ოფიციალურად 6 იანვარს იხსნება, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საინტერესო და უცნაური ტექნოლოგიის არსი და ვინაობა უკვე ცნობილია. 

გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს: 

ჩემოდნის ზომის ელექტრო ველოსიპედი, Ikoma Tatamel თქვენს საბარგულს იდეალურად მოერგება და მოგზაურობის დროს მისი სხვა ადგილას გადატანა დიდ დისკომფორტს არ შეგიქმნით. ის ამ წლის ბოლოს გამოვა.

Ikoma Tatamel

თუ თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც სახლის ავტომატიზირებულ განათებაზე გიჟდება, მაშინ Nanoleaf თქვენთვის შეუქმნიათ. ის ეტაპობრივად შეისწავლის განათებას როგორ იყენებთ და ათვისების შემდეგ ამას თავად გააკეთებს. ილუსტრირებისთვის, როდესაც ხედავს, რომ დილით საძინებლიდან სამზარეულოში მიდიხართ, იცის, რომ  რბილი, მზის ნათების მსგავსი შუქი აანთოს. მაგრამ, როცა სასადილოდან საღამოს 6-ზე შედიხართ, სამზარეულოს კაშკაშა შუქებს ანთებს. 

Nanoleaf

ყველას, ვისაც მოსწონს ჭკვიანი საათი, მაგრამ «საათის» ნაწილით აღფრთოვანებული  არ არის, Nowatch უნდა შეიძინოს. ის თქვენს ჯანმრთელობას, პულსს, წნევას აკონტროლებს. არავითარი შეტყობინებები, მხოლოდ სილამაზე და ძვირფასი ქვა.

Nowatch

Roku წლების განმავლობაში სმარტ ტელევიზორების ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი იყო, თუმცა, ძირითადად, Samsung-ის და TCL-ის გაძლიერებაზე ზრუნავდა, ახლა კი საკუთარი ტელევიზორის შექმნას აპირებს. უახლესი ხმოვანი დისტანციონი არის ის, რაც თქვენს აღფრთოვანებას აუცილებლად გამოიწვევს. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა Roku-ს დიდი გამოცდილება საინტერესო პროდუქტს გვპირდება.

Moku-ს ხმოვანი დისტანციონი

ალბათ, ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც შარდის ანალიზზე წასვლა ეხალისება. ჭკვიანი სახლის კომპანია Withings-იც ასე ფიქრობს, ამიტომ გვთავაზობს უნიტაზს, რომელიც შარდვის დროს ავტომატურად აკეთებს ანალიზსს. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება არაფერს აძლევდეს ადამიანს, რომელიც სრულად ჯანმრთელია, მაგრამ გარკვეული სამედიცინო პირობების მქონე ადამიანებისთვის სიახლე შესაძლოა ფასდაუდებელი აღმოჩნდეს.

Withthings-ის უნიტაზი

Nuralogix ამტკიცებს, რომ 30-წამიანი სელფის ვიდეოდან ათასობით დიაგნოზის დადგენა, არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის რაოდენობის დადგენა შეუძლია. დაუჯერებლად და სულელურად ჟღერს, თუმცა პრეზენტაციის შანსს აუცილებლად იმსახურებენ.

Nuralogix-ის ტექნოლოგია

მოკლედ, წლევანდელი გამოფენა შესაძლოა ისტორიაში საუკეთესო აღმოჩნდეს და ამისთვის ყველანაირი წინაპირობა შექმნილია.

ასევე წაიკითხეთ
ქვიზი — ქართული ტექი
ქვიზი — ქართული ტექი
ქვიზი — ქართული ტექი
საქართველოში ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება — იქმნება ახალი სტარტაპები, ჩნდებიან ინვესტორები, ხდება იდეების გენერირება და პროექტებად ქცევა, ტარდება კონფერენციები სხვადასხვა თემაზე და ა.შ რა იცით ქართული ტექის შესახებ — გააკეთეთ ჩვენი ქვიზი 👇
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
ტექნოლოგიების სფეროს ორ ყველაზე პოპულარულ და საინტერესო განსახილველ საკითხად, ამჟამად, ხელოვნური ინტელექტი და ჩიპები ითვლება. ამ კუთხით პირველობისთვის უამრავი გიგანტი კომპანია იბრძვის, რაც თემის აქტუალურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ლოგიკურია, რომ ბაზარზე უამრავი კომპანია თუ პლატფორმა ჩნდება, რომელიც საკუთარი ბიზნესისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. სწორედ ასეთი ქართული AI აპლიკაციაა STORI, რომელიც მომხმარებლებს ბრენდირებული კონტენტის შექმნაში ეხმარება.
DevFest Georgia — 1-ლ ოქტომბერს  FreeUni-ში ტექნოლოგიური ფესტივალი გაიმართა
DevFest Georgia — 1-ლ ოქტომბერს FreeUni-ში ტექნოლოგიური ფესტივალი გაიმართა
DevFest Georgia — 1-ლ ოქტომბერს FreeUni-ში ტექნოლოგიური ფესტივალი გაიმართა
1-ლ ოქტომბერს DevFest Georgia-ს მე-10 საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ფესტივალის მასპინძელი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იყო.
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.