"ყველა ბავშვი არის მეცნიერი" — ქართული კომპანია, რომელიც ექსპერიმენტულ თამაშებს ქმნის
ყველა ბავშვი არის მეცნიერი — ამ დევიზით უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ინოვაციური კომპანია «ატომ ქიდს» ოპერირებს, რომლის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ექსპერიმენტულ თამაშებს, რაც გულისხმობს ისეთი დარგების ხელმისაწვდომობასა და შემეცნებას ბავშვებისთვის, როგორიც არის მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა.
ყველა ბავშვი არის მეცნიერი — ამ დევიზით უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ინოვაციური კომპანია «ატომ ქიდს» ოპერირებს, რომლის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ექსპერიმენტულ თამაშებს, რაც გულისხმობს ისეთი დარგების ხელმისაწვდომობასა და შემეცნებას ბავშვებისთვის, როგორიც არის მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა.
სწორედ ამ ექსპერიმენტული თამაშების საშუალებით, სხვადასხვა ასაკის ბავშვებს საშუალება აქვთ, მარტივად და თამაშით, სახლის პირობებში გაიგონ სამყაროს რთული მოვლენები.
«ატომ ქიდსის» შექმნის იდეა 2018 წელს გაჩნდა, როდესაც მისი დამფუძნებელი, ნინო ბარამიძე ბავშვებს ეთამაშებოდა.
ნინო ბარამიძე
«ბავშვები ხშირად გვისვამდნენ კითხვებს სხვადასხვა მოვლენაზე. ამ მოვლენების ახსნის პროცესში ვიაზრებდით, რომ მხოლოდ თეორიული, მშრალი ახსნა არაფრის მომცემი იყო, შესაბამისად, გაჩნდა მიდგომა, სადაც ახსნასთან ერთად, ხდებოდა სხვადასხვა ვიზუალური თუ პრაქტიკული ამოცანის შესრულება ბავშვების მიერ. მაგალითად, სახლის პირობებში მცენარიდან დნმ-ის გამოყოფის მეთოდმა და მისმა კოდური თავსატეხის გამოძერწვამ 3D ფორმატში მოგვცა ინსპირაცია, შეგვექმნა სხვა ექსპერიმენტები».
საბოლოო ჯამში კი «ატომ ქიდსმა» საკუთარ გუნდში გააერთიანა ახალგაზრდა მეცნიერები, ფსიქოლოგები, ბიოლოგები და სოციოლოგები. კომპანიის მიზანია, შექმნან საბავშვო შემეცნებითი ექსპერიმენტების ნაკრებები იმისთვის, რომ ბავშვებს შეაყვარონ მეცნიერება და გახადონ ის მათთვის ხელშესახები.
ნინო ბარამიძე
«იმისთვის, რომ „ატომ ქიდსი“ მუდმივად აქტუალური იყოს, ახალი იდეებისა თუ უკვე არსებული პროდუქტების კვლევისა და ანალიზის პროცესიც მუდმივ რეჟიმში უნდა ხორციელდებოდეს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან აქტიური კავშირი, რაც საშუალებას გვაძლევს, სწორედ შევაფასოთ „ატომ ქიდსის“ ძლიერი და სუსტი მხარეები».
«ატომ ქიდსმა» შექმნა რეალური ექსპერიმენტები, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მშობლები დააკვირდებიან ამა თუ იმ მოვლენებს სახლის პირობებში, ლაბორატორიის გარეშე. ამჟამად, მათ უკვე აქვთ რვა ექსპერიმენტული ნაკრები — მოლეკულები, დნმ ექსტრაქცია, მხიარული ქაფი, მფრინავი ბუშტი, 3D პლანეტები, ვულკანი, ჰიგიენის ლაბორატორია, კონტინენტები და ცხოველები, რომელიც განკუთვნილია 3-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
ნინო ბარამიძე
«სახალისო-შემეცნებითი ექსპერიმენტების ნაკრები არის სრულიად უსაფრთხო და მოჰყვება ექსპერიმენტის ჩასატარებელი ყველა ატრიბუტი. ჩვენ გვაქვს საწარმო სოფელ ნატახტარში, რომელიც შეესაბამება GHS კლასიფიკაციას. მსგავსი ქართული ბრენდი ჩვენს ბაზარზე არ არსებობს. ბაზარზე არსებული უცხოური ბრენდების უმრავლესობა, ენის ბარიერის გამო, ბავშვებისთვის მიუწვდომელია და ასევე, ხშირ შემთხვევაში, მშობლებისთვისაც. სწორედ აქ დავინახეთ და ვხედავთ ჩვენს მნიშვნელოვან როლს — დავეხმაროთ მშობლებსა და ბავშვებს მარტივი და გასართობი მეთოდებით, ქართულ ენაზე ასწავლონ და ისწავლონ ის დარგები, რაც ჩვენი ყოველდღიურობაა».
კომპანია ამჟამად ახალ იდეებზე მუშაობს და როგორც გვეუბნებიან, უახლოეს მომავალში ისეთი ახალი ექსპერიმენტებიც ექნებათ, რომელიც საშუალებას მისცემს, პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთაც წარადგინონ და რაც შეიძლება ბევრ ბავშვს დაეხმარონ, რომ გახდნენ მეცნიერები.
2022 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის, «დიდგორის» ტრეილერი გამოუშვა. თამაშის პირველი ეტაპის გამოშვება 2022 წლის მაისში იგეგმებოდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგაც «დიდგორი» ხელმისაწვდომი არ არის.
თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის სოციალური ქსელები ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია. ადამიანები უფრთხილდებიან ონლაინ პერსონას და ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ. ერთი შეხედვით იდეალურ რეალობას სოციალური ქსელების მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ბავშვები ექცევიან — მოზარდები, რომელთა ფიქრები, შეხედულებები და სტანდარტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. ექსპერტები, ფსიქოლოგები, მშობლები აქტიურად მსჯელობენ, რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის ქონა და როგორ შეიძლება დავიცვათ ისინი მავნე ტენდენციებისგან, რომელსაც ეს პლატფორმები ქმნის.
ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თამაშების ინდუსტრიაში კარიერის დასაწყებად
ერთი შეხედვით, გეიმერობა ყოველი 80-იანი წლების ბავშვის მიუწვდენელი ოცნებაა. სინამდვილეში, გეიმინგ ინდუსტრია გვთავაზობს მრავალ კარიერულ შესაძლებლობას.
თამაშების ინდუსტრია იზრდება და ძლიერდება, ამ ძალას კი მას მოთამაშეთა გლობალური ქსელი, კრეატიულობა, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მრავალი სხვა უნარი აძლევს.
რომელ თამაშებს სტრიმავენ ყველაზე ხშირად ქართველი გეიმინგ იუთუბერები
თამაშების სტრიმინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა YouTube-ია.
ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, პლატფორმაზე ყველაზე მეტი მაყურებელი შემდეგ თამაშებს ჰყავს:
Mobile Legends: Bang Bang
PUBG Mobile
Minecraft
Apex Legends
League of Legends
ჩვენ დავაკვირდით ქართველი გეიმინგ იუთუბერების არხებს. და შედეგად, წარმოგიდგენთ საქართველოში პოპულარულ თამაშებს.