ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს

ვიდეო თამაშის, Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic ამბობს, რომ თავისი მუშახელის მეოთხედს შეამცირებს, რადგან სათამაშო ინდუსტრია პანდემიის შემდეგ მოთხოვნის შენელებას განიცდის.

კომენტარის დატოვება

კომპანია ასევე ლოს ანჯელესში თავის სტუდიას დახურავს და ორ თამაშს გააუქმებს.

«ჩვენი ხარჯები უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე შემოსავალი». — თქვა აშშ-ში დაფუძნებული Niantic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ჰანკემ განცხადებაში.

Pokemon Go გლობალურ ფენომენად იქცა, როდესაც ის პირველად, 2016 წელს გამოვიდა.

იმ დროს ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა განაცხადა, რომ გაძლიერებული რეალობის თამაშმა ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჩამოტვირთვით  App Store-ის რეკორდი მოხსნა.

«უმთავრესი პრიორიტეტი Pokemon Go-ს სამუდამოდ შენარჩუნებაა». — თქვა ჰანკემ.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ  «App Store-ისა და მობილური რეკლამის ლანდშაფტის ცვლილებამ ახალი მობილური თამაშების მასშტაბური გაშვება კიდევ უფრო გაართულა».

სამუშაო ადგილების შემცირება სულ 230 ადამიანს შეეხო.

კომპანია ასევე NBA-ის თამაშსაც წაშლის, რომელიც იანვარში გამოვიდა და Marvel World of Heroes-ის წარმოებას შეწყვეტს.

მაშინ, როდესაც Pokemon Go-ს პოპულარობა პიკში იყო, მოთამაშეები ვირტუალურ არსებებზე, Pikachu-სა და Snorlax-ზე სანადიროდ საჯარო სივრცეებშიც გადიოდნენ.

ზოგიერთმა მომხმარებელმა უსაფრთხოების ნორმები უგულებელყო, რამაც ავტოავარია, ყაჩაღობა, დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვია.

გასული წლის ივნისში Niantic-მა განაცხადა, რომ ოთხი პროექტის გაუქმებასა და სამუშაო ძალის დაახლოებით 8%-ით შემცირებას განიხილავდა.

ბოლო შემცირება მაისში გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა, რომ Pokemon Go-დან კომპანიის შემოსავალი შემცირდა.

«ჩვენ მესამე მხარის შეფასებებზე ჩვენი შემოსავლის შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან ისინი ხშირად არასწორია». — თქვა Niantic-ის წარმომადგენელმა.

«ჩვენი შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 2023 წელს გაიზარდა». — დასძინა სპიკერმა.

როგორც კერძო კომპანიას, Niantic-ს თავისი შემოსავლის ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნება არ მოეთხოვება.

LinkedIn-მა პრობლემური ეკონომიკური კლიმატის ფონზე 716 სამუშაო ადგილი შეამცირა
LinkedIn-მა პრობლემური ეკონომიკური კლიმატის ფონზე 716 სამუშაო ადგილი შეამცირა
თემის მიხედვით
LinkedIn-მა პრობლემური ეკონომიკური კლიმატის ფონზე 716 სამუშაო ადგილი შეამცირა
Yahoo თანამშრომლების 20%-ზე მეტს შეამცირებს
Yahoo თანამშრომლების 20%-ზე მეტს შეამცირებს
თემის მიხედვით
Yahoo თანამშრომლების 20%-ზე მეტს შეამცირებს

ასევე წაიკითხეთ
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
18 სექტემბერს iOS 17 გამოვა — ნახეთ, რა სიახლეები ელოდებათ iPhone-ის მომხმარებლებს
18 სექტემბერს iOS 17 გამოვა — ნახეთ, რა სიახლეები ელოდებათ iPhone-ის მომხმარებლებს
18 სექტემბერს iOS 17 გამოვა — ნახეთ, რა სიახლეები ელოდებათ iPhone-ის მომხმარებლებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.