ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

PechaKucha - 3 ნოემბერს Fabrika-ში ანტრეპრენერები სტარტაპებს წარადგენენ

კომენტარის დატოვება
PechaKucha - 3 ნოემბერს Fabrika-ში ანტრეპრენერები სტარტაპებს წარადგენენ

3 ნოემბერს, 19:00 საათზე Fabrika-ში PechaKucha-ს მე-19 შეხვედრა გაიმართება — ანტრეპრენერები სტარტაპებს და პროექტებს წარმოადგენენ. 

Go Green ამ შეხვედრის მთავარი თემაა. 

შეხვედრის სპიკერები არიან: 

ეკა ასათიანი — Plasticwatcher.ge-ის დამფუძნებელი. ის გამოყენებული პოლიეთილენის კვლავ გამოყენების საკითხზე მუშაობს. მისი მისიაა, შეამციროს პოლიეთილენის წყალსა და ნიადაგში მოხვედრა და ადამიანებს შთააგონოს, შეცვალონ ჩვევები გარემოს დაბინძურების შესამცირებლად. 

ეკას აქვს მაგისტრის დიპლომი საჯარო მმართველობასა და პროექტის მენეჯმენტში. 

სანდრო ლილუაშვილი — Tene-ს დამფუძნებელი. Tene მომხმარებელს პირველ მწვანე USB სადენს სთავაზობს — ის გადამუშავებული პოლიეთილენისგან მზადდება. წარმოება მთლიანად ეყრდნობა განახლებადი ენერგიის გამოყენებას. 

სანდრო არის ანტრეპრენერი ბანკირობის გამოცდილებით. 20 წლის ასაკიდან მან 20 წარმატებული სტარტაპი დააფუძნა. 

ნესტან მამაცაშვილის სტარტ აპ პროექტი, «რინგო შენი ქალაქის სამსახურში» ძაღლის ფეკალური მასების აღებას და შესაბამისად, ქალაქის სისუფთავის შენარჩუნებას აადვილებს. სტარტ აპი აწარმოებს ფერად, ხელნაკეთ ჩანთებს ბიოდეგრადირებადი შიგთავსით, რაც პრობლემის მოდურად და ეკომეგობრულად გადაწყვეტას გვთავაზობს. 

ნესტანი ასევე აპირებს მეორე ინიციატივის, Ringovet-ის გაშვებას. Ringovet მობილური აპლიკაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველებისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევას როგორც მიუსაფარი, ისე, პატრონიანი ძაღლებისთვის. 

ნესტანი კომუნიკაციების გამოცდილი ​მენეჯერია. მაგისტრის ხარისხი მან მილანის უნივერსიტეტში მიიღო. არის Fabrika-ს ბრენდ მენეჯერი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი. 

ცოტნე ინწკირველი — ის ელექტროენერგიის ხარჯების განულებაზე მუშაობს. კერძოდ, არის განახლებადი ენერგიის კომპანია Enovus-ის უფროსი ინჟინერი და მოქალაქეებს ეხმარება, დაზოგონ თანხა ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით. 

ცოტნეს ელექტრო ინჟინერიაში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას. 

სესილი ვერძაძე — ის გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის აქსელერაციის ლაბის Solutions Mapping-ის ხელმძღვანელია. სესილის საქმიანობის ფოკუსი ეკონომიკური ზრდის ძირითადი გადაწყვეტილებების იდენტიფიკაცია და მასშტაბირებაა.

მას აქვს 10 წელზე მეტხნიანი გამოცდილება საჯარო სექტორში ინოვაციური მიდგომების იდენტიფიკაციისა და დანერგვის სფეროში.

შეხვედრაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. 

რეგისტრაცია

PechaKucha 2003 წელს იაპონიაში ცნობილმა არქიტექტორებმა, ასტრინ დლეინმა და მარკ დითამმა დაარსეს. PechaKucha იაპონური სიტყვაა და არაფორმალურ ლაპარაკს ნიშნავს. 

2022 წლისთვის ღონისძიება მსოფლიოს 1300 ქალაქში ტარდება. ის კრეატიული ადამიანების, ინოვატორების, ანტრეპრენერების შეკრების ადგილია, სადაც ერთმანეთს იდეებს, პროექტებს უზიარებენ და აზრებს ცვლიან. 

PechaKucha-ს აქვს ფორმატი 20×20, რაც ნიშნავს 20 სლაიდს და 20 ფოტოს, რომელზე სასაუბროდაც სპიკერს 20 წამი აქვს. 



ასევე წაიკითხეთ
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე სტარტაპ ბიურო გამოჩნდა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორთან, რათა მათი ჩართულობით ქვეყანაში წარმატებით დანერგონ ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების  სხვა პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.
ProductTank Tbilisi სტარტაპ აქსელერატორის ზრდასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს
ProductTank Tbilisi სტარტაპ აქსელერატორის ზრდასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს
ProductTank Tbilisi სტარტაპ აქსელერატორის ზრდასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს
Future Agro Challenge - 23 დეკემბერს პროგრამის დემო დღე გაიმართება
Future Agro Challenge - 23 დეკემბერს პროგრამის დემო დღე გაიმართება
Future Agro Challenge - 23 დეკემბერს პროგრამის დემო დღე გაიმართება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.