ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

უმსხვილესმა კრიპტო კომპანია BlockFi-მ სასამართლოს გაკოტრების შესახებ მიმართა

კრიპტო კომპანიამ BlockFi სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა —  FTX-ის კოლაფსს მთელს კრიპტო ინდუსტრიაზე უდიდესი გავლენა აქვს.

კომენტარის დატოვება

კრიპტოვალუტის ბირჟა FTX  2019 წელს დაარსდა და პიკს 2021 წლის ივლისში მიაღწია —  ჰყავდა მილიონზე მეტი მომხმარებელი და  მსოფლიოში კრიპტოვალუტის სიდიდით მესამე ბირჟა იყო. ის მიმდინარე წლის ნოემბერში ჩამოიშალა — ლიკვიდობის მნიშვნელოვნად შემცირება თანხის განაღდების ტალღამ განაპირობა — გავრცელდა ინფორმაცია, რომ FTX-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შედეგად ბირჟიდან მხოლოდ 3 დღეში $6 მილიარდი გაიტანეს.  ახლა FTX-ის ფასი $0-ია. 

BlockFi-მ პლატფორმაზე აქტივების უდიდესი ნაწილი უკვე შეაჩერა, მიზეზად კი სწორედ FTX-ის «მნიშვნელოვანი ზემოქმედება» დაასახელა.

კომპანია ახლა სასამართლოს სთხოვს დაცვას რესტრუქტურიზაციისთვის, ვალების დაფარვასა და  ინვესტორებისთვის ფულის დაბრუნებისთვის.

BlockFi-მ  ე.წ. «სამაშველო» გარიგება FTX-ისგან 2022 წლის დასაწყისში მიიიღო, რადგან კრიპტოვალუტების ფასი საგრძნობლად დაეცა. 

თუმცა, FTX თავადაც გაკოტრდა. 

ამ პლატფორმის კოლაფსმა საგრძნობლად შეარყია რწმენა და ნდობა კრიპტო ინდუსტრიის მიმართ და მარეგულირებელი ორგანოების დაკვირვების ქვეშ მოექცა.

სასამართლო სხდომაზე BlockFi-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  100 000-ზე მეტი კრედიტორის ვალი აქვს. ასევე აღნიშნა, რომ FTX მისი მეორე უმსხვილესი კრედიტორია, რომლის ვალიც 275 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. BlockFi-მ FTX-ის დაშლას «შოკისმომგვრელი» უწოდა. 

გარდა ამისა, BlockFi-ის  30 მილიონი დოლარი აშშ-ის ფინანსური მარეგულირებელისთვის აქვს გადასახდელი — მარეგულირებელმა 2022 წლის დასაწყისში დაადგინა, რომ კომპანიამ სათანადოდ ვერ დაარეგისტრირა თავისი პროდუქცია და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.  აღმოჩნდა, რომ საკრედიტო საქმიანობის რისკის ხარისხზე ინფორმაცია მომხმარებლებს არ ჰქონიათ. 

BlockFi-მ თქვა, რომ გაკოტრების განაცხადი კომპანიას საშუალებას მისცემს, შეიმუშაოს რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის ფასს დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის კლიენტებისთვის.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ აქვს თითქმის 257 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის სახით.

«დაარსების დღიდან BlockFi მუშაობდა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებასა და სექტორის წინსვლაზე. BlockFi მოუთმენლად ელის გამჭვირვალე პროცესს, რომელიც გამოიღებს საუკეთესო შედეგს ყველა კლიენტისთვის და სხვა დაინტერესებული მხარისთვის». — თქვა კომპანიის ფინანსური მრჩეველმა  მარკ რენზიმ. 

BlockFi არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტის ფასების დაცემის შემდეგ დაზარალდა —  ყველაზე ცნობილი ციფრული ვალუტის, ბიტკოინის ფასი ერთი წლის წინ $64,000-დან დაახლოებით $20,000-ზე ჩამოვიდა.

BlockFi-ის გარდა, გაკოტრება კრიპტოვალუტის კიდევ ორმა კომპანიამ — Celsius Network-მა Voyager Digital-მა დააანონსა. 

Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება

ასევე წაიკითხეთ
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
Y Combinator აშშ-ის კონგრესს SVB-ის კოლაფსთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს
Y Combinator აშშ-ის კონგრესს SVB-ის კოლაფსთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს
Y Combinator აშშ-ის კონგრესს SVB-ის კოლაფსთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.