ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაფილმი
18 ნოემბერი 2022, 18:40
2022-11-18
ნამდვილი ამბები ტექნოლოგიებზე - dev.ge-ის ფილმი ქართული IT-ის შესახებ
საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს ფართო სურათის დასანახად და უკეთ აღსაქმელად dev.ge-ის გუნდმა გადაწყვიტა, მოემზადებინა დოკუმენტური ფილმი, რომელიც სტარტაპერებს, დიდი კომპანიების დამფუძნებლებს, უნივერსიტეტებს და მოხალისეებს გააერთიანებდა.
საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს ფართო სურათის დასანახად და უკეთ აღსაქმელად dev.ge-ის გუნდმა გადაწყვიტა, მოემზადებინა დოკუმენტური ფილმი, რომელიც სტარტაპერებს, დიდი კომპანიების დამფუძნებლებს, უნივერსიტეტებს და მოხალისეებს გააერთიანებდა.
ფილმის გმირები გვიყვებიან თავიანთ მიღწევებზე, წარმატებებსა და სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც მოუხდათ.
როგორ იწყებოდა ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში, როგორია სტარტაპ და ზოგადად, IT ეკოსისტემა და რა გამოწვევების წინაშე დგანან ტექნოლოგიებში ჩართული ადამიანები — ჩვენს ფილმში ნახავთ და მოისმენთ.
dev.ge-ის ფილმის გმირები არიან:
დავით ჯაფარიძე — AzRy-ის დამფუძნებელი;
გიორგი ჩუგოშვილი — Phubber-ის დამფუძნებელი;
ვატო ლეჟავა — თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი;
ავთანდილ კასრაძე — GITA-ს დირექტორი;
თორნიკე თოხაძე — ექსპერტი;
გური ქოიავა — Startup Büro-ს დამფუძნებელი;
ლილი ფულარიანი — «დიმელი ქალების» დამფუძნებელი;
ხატია თორდუა — Next.On.ge-ის მთავარი რედაქტორი;
ნინო მაჭარაშვილი — ForSet-ის დირექტორი;
ლილი დოპიძე — UN Women Georgia-ის წარმომადგენელი;
ნანა დიხამინჯია — Alte University-ის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი;
გეგა წურწუმია — Payze-ის დამფუძნებელი;
ნინო ნანიტაშვილი — პროგრამის მენეჯერი Google-ის აქსელერატორისთვის.
ნიკა აბაშიძე — CARU-ს დამფუძნებელი;
გოგი ქადეიშვილი — Greennet-ის ტექნიკური დირექტორი.
ფილმზე მუშაობა დეკემბერში დასრულდება, აუდიტორია მას სწორედ წლის ბოლოს იხილავს.
EU NEIGHBOURS EAST: ქართველი ქალები IT სფეროდან — გზა სირთულეებიდან წარმატებამდე
წლების განმავლობაში, IT სფეროში სრული პატრიარქატი სუფევდა. იშვიათად შეხვდებოდით ქალს, რომელიც წამყვან კომპანიაში, მოწინავე პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ სივრცეში გენდერული მრავალფეროვნება გაცილებით შესამჩნევია. ქალების ბრძოლისუნარიანობამ და შრომისმოყვარეობამ მათ მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეცვალა, რომელიც, ძირითადად, იმ ადამიანებისგან მოდიოდა, რომლებიც IT სფეროს დღის წესრიგს ქმნიდნენ.