ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მფრინავი მანქანების ბატარეებს ცეცხლგამძლე მასალით ქართული Elven Technologies შეფუთავს

ამერიკული მფრინავი ტაქსების ბატარეებს ცეცხლგამძლე მასალით ქართული კომპანია, Elven Technologies შეფუთავს. 

კომპანიამ ხელშეკრულება Alef-თან გააფორმა. თანამშრომლობა 2024 წლიდან დაიწყება. 

კომენტარის დატოვება

Alef მდგრადი ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებების — საავიაციო და კოსმოსურ კომპონენტებზე მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა. ამასთან, ის ერთადერთია, რომელსაც ამ ეტაპზე აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) — სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდებში ლითიუმის ბატარეების ტექნოლოგიის მთავარი მარეგულირებელია. 

Elven Technologies კი კომპანიაა, რომელმაც მუშაობა მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმის შექმნით დაიწყო. 2021 წელს კომპანიამ რამდენიმე პროტოტიპი გამოსცადა. ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა, რომ არსებულ უნიფორმებთან შედარებით, მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი ხუთჯერ ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს და 2-ჯერ მსუბუქია. 

მას შემდეგ Elven Technologies-მა მოიპოვა როგორც GITA-ს არაერთი გრანტი, ისე — დააინტერესა ამერიკელი ინვესტორები. 

რაც შეეხება ელექტრობატარეებს — რომელიც Alef-ისთვის ვამეხ ხერხეულიძემ უნდა შეფუთოს — მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, სპონტანური ალება ახასიათებს. 

Elven Technologies-ის დამფუძნებელმა, ვამეხ ხერხეულიძემ bm.ge-სთან თქვა, რომ მათი მიზანი არ არის ელექტრობატარეების აალების პრობლემის გადაჭრა, რადგან ამ მიმართულებით სხვა კომპანიები მუშაობენ და სათანადო ტექნოლოგიას უშუალოდ ბატარეებში აინტეგრირებენ.

Elven Technologies ისეთ შეფუთვას ქმნის, რომელიც მანქანას იმ შემთხვევაში დაიცავს, თუ ბატარეების ბლოკს ცეცხლი მაინც წაეკიდა.

Alef-ის დამფუძნებლის, ჯიმ დუჰოვნის თქმით, მფრინავი მანქანის პირველი მოდელი, სახელწოდებით Model A, ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება და მისი ფასი $300,000 იქნება. 

ასევე წაიკითხეთ
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Xiaomi ელექტრო მანქანების გაყიდვას იწყებს
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Xiaomi ელექტრო მანქანების გაყიდვას იწყებს
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Xiaomi ელექტრო მანქანების გაყიდვას იწყებს
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
ილონ მასკი: Tesla შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს
ილონ მასკი: Tesla შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს
ილონ მასკი: Tesla შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს
ქართულმა კომპანიამ Elven Technologies აშშ-ის საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა
ქართულმა კომპანიამ Elven Technologies აშშ-ის საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა
ქართულმა კომპანიამ Elven Technologies აშშ-ის საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.