სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
17 დეკემბერი 2022, 21:58
2022-12-17
MIT-ის ტრენერთა ტრენინგი საქართველოში - მანქანური სწავლება კომპიუტერულ ხედვაში
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) თანამშრომლობით, 2023 წლის 9 იანვრიდან საქართველოში ჩატარდება ტრენერთა ტრენინგი (TOT) — How AI sees: Using Machine Learning in Computer Vision — როგორ ხედავს ხელოვნური ინტელექტი — მანქანური სწავლება კომპიუტერულ ხედვაში.

ტრენინგის ფარგლებში, MIT-ის სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მანქანური სწავლებისა და კომპიუტერული ხედვის მიმართულებით, რის შედეგადაც კურსდამთავრებულები გახდებიან MIT-ის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები.
GITA აცხადებს, რომ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
Python-ის სინტაქსის საბაზისო ცოდნა (for/while loops და ფუნქციები)
ინგლისურის დონე მინიმუმ B2
მატრიცებისა და მატრიცული ოპერაციების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჯგუფში შეირჩევა 20 მონაწილე
კურსის ხანგრძლივობა: 2023 წლის 9 იანვრიდან — 3 თებერვლამდე
ტრენინგი ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, ხანგრძლივობა 4 საათი
Calen AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი
სამყაროში, რომელშიც ითვლება, რომ დრო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ადამიანებს სხვადასხვა კომპანიებისგან მომსახურების დეტალებზე პასუხის მისაღებად ლოდინი საშუალოდ 15 საათი უწევთ.
სწორედ ამ პრობლების აღმოსაფხვრელად შექმნა Calen AI-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციას უფრო სწრაფსა და ხარისხიანს ხდის.