ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
10 იანვარი 2023, 15:08
2023-01-10
მესტიის მერია: გამორთეთ მაინერები, ბოლო დღეებში ელ.ენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაზრდილია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამორთონ ე.წ. «მაინერები» და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც არ არის საჭირო საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. მერია ასევე მოუწოდებს ხალხს, ელექტროენერგიის ეკონომიურად გამოიყენონ. განცხადება 8 იანვარს გამოქვეყნდა.
განცხადება «ენერგო პრო-ჯორჯიას» მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლითაც კომპანია ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების კრიტიკულად გაზრდას იტყობინება.
მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება, რაც მათ, ისევე, როგორც ტურისტულ ბიზნესს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. რეგიონში, სადაც გათბობის ერთადერთ საშუალებას ხშირად ელექტროენერგია წარმოადგენს, მოსახლეობა დღიურად მინუს ერთსა და პლუს ხუთ გრადუსებს შორის მერყევ, ღამღამობით კი -9 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას უმკლავდება.
ზარალდება ტურისტული სექტორიც. ელექტროენერგიის არქონის გამო შეჩერებულია საბაგიროები, რაც სათხილამუროდ ჩამოსულ დამსვენებლებს კურორტზე დარჩენის მიზეზს უქრობს. სასტუმროების ნაწილი გენერატორებზე მუშაობს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მესტიის მერიის თანახმად, სიტუაციაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ე.წ. «მაინერებია».
პირველი «მაინერები» მესტიაში 2020 წელს აღმოაჩინეს.
«მაინინგი» მომხმარებლების მიერ შესაბამისი ალგორითმის მეშვეობით კრიპტოფულის კომპიუტერული მოწყობილობებიდან გამომუშავებაა. «მაინინგს» დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. მერიის განცხადებით, რეგიონში «მაინერები» მომრავლდნენ. ამის ერთ-ერთ მიზეზად მესტიის რეგიონის ელექტროენერგიით უფასოდ მომარაგება სახელდება. თუმცა, საჯარო განცხადება, ვინ დგას მაინერების უკან, არც ერთხელ გაკეთებულა.
კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო.