ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

MDF იუნესკოს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჰაკათონს გამართავს

მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNESCO-ს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად გიწვევთ.

კომენტარის დატოვება

მონაწილეობის მიღება ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 12,000 ევროა.

ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეებმა ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით ისეთი ციფრული რესურსები უნდა შექმნან, რომლებიც ხელს შეუწყობს:

  • მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას;
  • დეზინფორმაციასთან ბრძოლას;
  • ინფორმაციის სანდოობის გაზრდას;

ჰაკათონი 1-ლ დეკემბერს აიღებს სტარტს და ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება. 4 დღის განმავლობაში, შერჩეული გუნდები პროფესიონალ მენტორებთან ერთად ჰაკათონის საკონკურსო დავალებაზე იმუშავებენ.

ღონისძიება იმართება პროექტის, «ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარების მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)» მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.

მსურველებმა 18 ნოემბრამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან მონაწილეები.

ასევე წაიკითხეთ
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.
1 კომენტარი
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
წლევანდელი DataFest Tbilisi 2023,  რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება. dev.ge DataFest Tbilisi 2023-ის მედიაპარტნიორია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.